Performance საბურავები, მისი ტიპები და ფუნქციები
მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ფიქრობს, ყველა კაცი და ყველა საბურავი ერთნაირი არ არის. საბურავების აგებულება, რეზინის ფორმულა, წებოვანი თვისებები ერთმანეთისგან ავტომწარმოებლების მიხედვით განსხვავებულია. გზის სხვადასხვა პირობას სხვადასხვა საბურავი შეეფერება. დღეს ჩვენ ყველაზე „მხიარულ“ საბურავებს: Performance საბურავებს განვიხილავთ.
$30,000-იან Hyundai Veloster N-ს მართავთ, $180,000-იან Porsche Taycan Turbo S-ს, თუ $3 მილიონიან Bugatti Chiron-ს, თქვენ Performance საბურავები გჭირდებათ. სპორტული ავტომობილებისთვის, მაღალი წებოვნების გამო, ეს საბურავები კარგი არჩევანია. მათი ფასიც ყველაზე მაღალია.
რა არის Performance საბურავები?
Performance საბურავებს მაღალი წებოვნება აქვს, რომელიც მისი ქიმიური შემადგენლობით და დიზაინით არის გამოწვეული. ეს საბურავები სწრაფი ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. სპეციალურად შექმნილი დიზაინი აუმჯობესებს რეაქციას, მართვადობას და ჩაჭიდებას.
Performance საბურავები ერთმანითისგან ხარისხებით განსხვავდება. ამ ხარისხებს ყველა ავტომწარმოებელი სხვადასხვაგარად მოიხსენებს. თუმცა, სამ კატეგორიად დაყოფა მაინც შეიძლება:
- Performance
- Summer Performance
- R-Compound
Performance
Performance საბურავები მშრალ ზედაპირზე გამოიყენება. სველ ან თოვლიან ზედაპირზე ეფექტური არ არის. საბურავის პროტექტორის ცვეთა საბურავის სიცოცხლეს აბალანსებს და უფრო დიდხანს ძლებს. საბურავების გაცვეთის მოყვარულებზე გათვლილი არ არის.
Summer Performance
Summer performance საბურავები მკაცრად მშრალ ზედაპირზე მართვაზეა გათვლილი. საბურავის რეზინის დიზაინი და შემადგენელი ფორმულა სველ, თოვლიან ზედაპირზე საფრთხის შემცველია. Summer performance საბურავების რეაქცია უფრო სწრაფია. მართვადობას აუმჯობესებს, მაგრამ მათი გამოცვლა უფრო მალეა რეკომენდირებული.
R-Compound
R-compound საბურავები სარბოლო ე.წ. „სლიკ“ საბურავებზე ერთი საფეხურით დაბლა დგას. ეს საბურავები ყველა გზებზე დაშვებულ საბურავზე სწრაფად რეაგირებს. რეზინის დიზაინი ნახევრად სლიკი საბურავების მსგავსია. რეზინას, შემადგენელი ფორმულის გამო, საუკეთესო წებოვნება აქვს. ეს საბურავები ძალიან სწრაფად ცვდება.
რით განსხვავდება Performance საბურავი ყოველსეზონური საბურავისგან?
როგორც სახელიდანაც ჩანს, ყოველსეზონური საბურავები ნებისმიერი ამინდის პირობებში ადეკვატურ მართვადობას გვთავაზობს. როგორც წესი, ისინი უფრო დიდხანს ძლებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, Performance საბურავები მშრალ ზედაპირზე უფრო ეფექტურია.
რა აზიანებს Performance საბურავებს?
ეს საბურავები ამ მხრივ სხვებისგან არ განსხვავდება. პასუხი მარტივია: გზაზე ნარჩენები და ორმოები. Performance საბურავები ბალანსია მაღალ შესაძლებლობებსა და გამძლეობას შორის. ამიტომ, ყოველდღიურად ხანგრძლივი გამოყენებისას ეს საბურავები სხვებზე სწრაფად ცვდება.
რამდენ ხანს ძლებს Performance საბურავები?
გამძლეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სამიდან რომელ ხარისხს აირჩევთ. Performance საბურავები დაახლოებით 80 470 კილომეტრს, Summer Performance – 48 280კმ-ს, R-Compounds კი - 24 140-32 190 კილომეტრს უმკლავდება.
რა თქმა უნდა, გამძლეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიხმართ.
გაცვდა ჩემი საბურავები?
საბურავს შესაძლოა ბევრი რამ დაემართოს. ამიტომ, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ:
- დაზიანებები: დაათვალიერეთ დაზიანებები საბურავებზე. შესაძლებელია, დაზიანებული ადგილიდან ჰაერი გამოდიოდეს?
- ბზარები: თუ საბურავში ბზარებია, მაშინ მისი გამოყენება აღარ შეიძლება.
- ზედმეტი ან დაბალი წნევა: ზედმეტი ან ნაკლები წნევა საბურავის არათანაბარ ცვეთა გამოიწვევს.
- ბალანსი: საბურავების წონის განაწილება თანაბარი უნდა იყოს, იმისთვის, რომ სწორად იმუშაოს.
რა ასაკისაა ჩემი საბურავები?
ყველა საბურავს გვერდულაზე გამოშვების თარიღი აწერია. 2000 წელს ზემოთ გამოშვებულ საბურავების გამოშვების თარიღი საბურავის საიდენთიფიკაციო ნომერის ბოლო 4 ციფრია.
პირველი 2 ციფრი გამოშვების კვირების რაოდენობაა.. ბოლო ორი - წლის. მაგალითად, საბურავზე DOT U2LL LMLR 3209 წერია. ეს იმას ნიშნავს, რომ საბურავი 2009 წლის 32-ე კვირაში გამოვიდა.
ხშირად დასმული კითხვები:
რამდენად ხშირად უნდა შევცვალოთ ჩვენი საბურავები?
როგორც წესი, საბურავების შეცვლა ყოველ 8 050-11 265 კილომეტრშია რეკომენდირებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, იმაზე, თუ რა სიხშირით სარგებლობთ საბურავებით ტრასაზე, თუ ჩვეულებრივ გზებზე.
რამდენად ხშირად უნდა დავამატოთ წნევა საბურავებში?
რეკომენდირებულია ავტომობილში ყველა ჩაჯდომის წინ საბურავებზე თვალის შევლება. საბურავების წნევის შემოწმებაზე ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში უკვე გესაუბრეთ. სასურველია საბურავებში თვეში ერთხელ წნევის შემოწმება.
შემიძლია დამატებითი საბურავი ყოველდღიურობისთვის გამოვიყენო?
დამატებითი საბურავის ყოველდღიურობისთვის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. დამატებითი საბურავი გამოუვალი მდგომარეობისთვისაა და მისი დიზაინი ყოველდღიური გამოყენებისთვის არაა შექმნილი.