Performance საბურავები, მისი ტიპები და ფუნქციები
მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ფიქრობს, ყველა კაცი და ყველა საბურავი ერთნაირი არ არის. საბურავების აგებულება, რეზინის ფორმულა, წებოვანი თვისებები ავტომწარმოებლების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულია. გზის სხვადასხვა პირობას სხვადასხვა საბურავი შეეფერება. დღეს ჩვენ ყველაზე „მხიარულ“ საბურავებს: Performance საბურავებს განვიხილავთ.
არ აქვს მნიშვნელობა თქვენ $30,000-იან Hyundai Veloster N-ს მართავთ, $180,000-იან Porsche Taycan Turbo S-ს თუ $3 მილიონიან Bugatti Chiron-ს: ყველა შემთხვევაში თქვენ Performance საბურავები გჭირდებათ. სპორტული ავტომობილებისთვის, მაღალი წებოვნების გამო, ეს საბურავები კარგი არჩევანია. ფასიც შესაბამისად ყველაზე მაღალია.
რა არის Performance საბურავები?
Performance საბურავებს მაღალი წებოვნება აქვს, რაც მისი ქიმიური შემადგენლობით და დიზაინით არის გამოწვეული. ეს საბურავები სწრაფი ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. სპეციალურად შექმნილი დიზაინი აუმჯობესებს რეაქციას, მართვადობას და მოჭიდებას.
Performance საბურავები ერთმანეთისგან ხარისხებით განსხვავდება. ამ ხარისხებს ყველა ავტომწარმოებელი სხვადასხვაგვარად მოიხსენებს. თუმცა, სამ კატეგორიად დაყოფა მაინც შეიძლება:
- Performance
- Summer Performance
- R-Compound
Performance
Performance საბურავები მშრალ ზედაპირზე გამოიყენება. სველ ან თოვლიან ზედაპირზე ეფექტიანი არ არის. საბურავის პროტექტორის ცვეთა საბურავის სიცოცხლეს აბალანსებს, რის გამოც ის უფრო დიდხანს ძლებს.
Summer Performance
Summer performance საბურავები მკაცრად მშრალ ზედაპირზე მართვაზეა გათვლილი. საბურავის რეზინის დიზაინი და შემადგენელი ფორმულა სველ, თოვლიან ზედაპირზე საფრთხის შემცველია. Summer performance საბურავების რეაქცია უფრო სწრაფია. მართვადობას აუმჯობესებს, მაგრამ მათი გამოცვლა უფრო მცირე პერიოდშია რეკომენდებული.
R-Compound
R-compound საბურავები სარბოლო ე.წ. „სლიკ“ საბურავებზე ერთი საფეხურით დაბლა დგას. ეს საბურავები გზებზე დაშვებულ ყველა საბურავზე სწრაფად რეაგირებს. რეზინის დიზაინი ნახევრად სლიკი საბურავების მსგავსია. რეზინას, შემადგენელი ფორმულის გამო, საუკეთესო წებოვნება აქვს. ეს საბურავები ძალიან სწრაფად ცვდება.
რით განსხვავდება Performance საბურავი ყველა სეზონზე გამოყენებადი საბურავისგან?
როგორც სახელიდანაც ჩანს, ყველა სეზონზე გამოყენებადი საბურავები ნებისმიერ ამინდის პირობებში ადეკვატურ მართვადობას გვთავაზობს. როგორც წესი, ისინი უფრო დიდხანს ძლებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, Performance საბურავები მშრალ ზედაპირზე უფრო ეფექტიანია.
რა აზიანებს Performance საბურავებს?
ეს საბურავები ამ მხრივ სხვებისგან არ განსხვავდება. პასუხი მარტივია: გზაზე ნარჩენები და ორმოები. Performance საბურავები ბალანსია მაღალ შესაძლებლობებსა და გამძლეობას შორის. ამიტომ, ყოველდღიურად ხანგრძლივი გამოყენებისას ეს საბურავები სხვებზე სწრაფად ცვდება.
რამდენ ხანს ძლებს Performance საბურავები?
გამძლეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ამ სამიდან რომელ ხარისხს აირჩევთ. Performance საბურავები დაახლოებით 80 470 კილომეტრს, Summer Performance – 48 280კმ-ს, R-Compounds კი - 24 140-32 190 კილომეტრს უმკლავდება.
რა თქმა უნდა, გამძლეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიხმართ.
გაცვდა ჩემი საბურავები?
საბურავს შესაძლოა ბევრი რამ დაემართოს. ამიტომ, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ:
- დაზიანებები: დაათვალიერეთ დაზიანებები საბურავებზე. შესაძლებელია, დაზიანებული ადგილიდან ჰაერი გამოდიოდეს.
- ბზარები: თუ საბურავში ბზარებია, მაშინ მისი გამოყენება აღარ შეიძლება.
- ზედმეტი ან დაბალი წნევა: ზედმეტი ან ნაკლები წნევა საბურავის არათანაბარ ცვეთა გამოიწვევს.
- ბალანსი: საბურავების წონის განაწილება თანაბარი უნდა იყოს, იმისთვის, რომ სწორად იმუშაოს.
რა ასაკისაა ჩემი საბურავები?
ყველა საბურავს გვერდულაზე გამოშვების თარიღი აწერია. 2000 წელს ზემოთ გამოშვებულ საბურავების გამოშვების თარიღი საბურავის საიდენტიფიკაციო ნომრის ბოლო 4 ციფრია.
პირველი 2 ციფრი გამოშვების კვირების რაოდენობაა.. ბოლო ორი - წლის. მაგალითად, საბურავზე DOT U2LL LMLR 3209 წერია. ეს იმას ნიშნავს, რომ საბურავი 2009 წლის 32-ე კვირაში გამოვიდა.
ხშირად დასმული კითხვები:
რამდენად ხშირად უნდა შევცვალოთ ჩვენი საბურავები?
როგორც წესი, საბურავების შეცვლა ყოველ 8 050-11 265 კილომეტრზეა რეკომენდებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ რა სიხშირით სარგებლობთ საბურავებით ტრასაზე, თუ ჩვეულებრივ გზებზე.
რამდენად ხშირად უნდა დავამატოთ წნევა საბურავებში?
რეკომენდებულია ავტომობილში ყველა ჩაჯდომის წინ საბურავების დათვალიერება. საბურავების წნევის შემოწმებაზე ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში უკვე გესაუბრეთ. სასურველია თვეში ერთხელ საბურავებში წნევის შემოწმება.
შემიძლია დამატებითი საბურავი ყოველდღიურობისთვის გამოვიყენო?
დამატებითი საბურავის ყოველდღიურობისთვის გამოყენება რეკომენდებული არ არის. დამატებითი საბურავი გამოუვალი მდგომარეობისთვისაა და მისი დიზაინი ყოველდღიური გამოყენებისთვის არაა შექმნილი.