სრულიად ელექტრო Porsche Macan-ის წარმოება 2022 წლის ბოლოდან დაიწყება
Aa
Aa

სრულიად ელექტრო Porsche Macan-ის წარმოება 2022 წლის ბოლოდან დაიწყება

2024 წლისთვის შესაძლოა ელექტრო Macan-ი ამ მოდელის ერთადერთი შემოთავაზება იყოს.

Porsche აშკარად ელექტრო სამყაროში გადასვლას ცდილობს. თუ არ ჩავთვლით შედარებით მცირე კომპანიებს, მაგალითად, Rimac-ს, როცა საქმე EV ძალას ეხება, „პორშე“ ყველაზე აგრესიულად გამოიყურება. როგორც ჩანს, Macan-ი მთლიანად ელექტრო გახდება.

„პორშეს“ აღმასრულებელი ბორდის წევრის (განვითარების მიმართულებით) - მიხაელ შტაინერის განცხადებით, ელექტრო „მაკანის“ წარმოება 2022 წელს უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის დებიუტს რამდენიმე თვეში ვიხილავთ. იგივე ქმედება ჩვენ „ფორდისგან“ Mustang Mach-E-ისა და „ტესლასგან“ Cybertruck-ის შემთხვევაში ვნახეთ.  

როგორი იქნება Macan EV? ჯერ დადასტურებული არაფერია, თუმცა ხმები დადის, რომ Turbo S -ის ვერსიას 700 ცხენის ძალა ექნება. მას ტურბოკომპრესორი არ ექნება, თუმცა Porsche Taycan-ის ანალოგიურად Turbo და Turbo S კომპლექტაციებს შემოგვთავაზებს.

უფრო საინტერესო ჭორია, რომ  Macan-ი 2024 წლიდან მხოლოდ ელექტრო გახდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ავტომობილმა პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება რისკიანი იყოს, რადგან შესაძლოა „პორშეს“ მოყვარულები ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. თუმცა, მსოფლიო სწრაფად იცვლება და 2024 წელს შესაძლოა სულ სხვა სურათი მივიღოთ.

მსგავსი სიახლეები