Aa
Aa

SSC Tuatara Bugatti Veyron-ს მტვერში ტოვებს და შემდგომ 389 კმ-სთ-ს ავითარებს

თქვენს წინაშეა ჰიპერავტომობილი, რომელიც სხვა ჰიპერავტომობილებს ტახტიდან აგდებს!

SSC Tuatara დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი მქონე ავტომობილია ბაზარზე. შტატებში წარმოებული მანქანა 5.9 ლიტრიანი, ორ-ტურბინიანი V8 ტიპის ძრავათია აღჭურვილი, რომელიც 1750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Tuatara 1250 კილოგრამს იწონის. ზემოთ არსებულ ვიდეოში ნახავთ, თუ რა შესაძლებლობები აქვს მას Bugatti Veyron-თან შედარებით.

ერთ-ერთმა „იუთუბერმა“ Tuatara-სა და Veyron Grand Sport-ის შერკინება Eastern Oregon Regional Airport-ზე ჩაატარა. ეს ორი ავტომობილი გაგორებულზე რბოლისთვის დაწყვილდა. Tuatara-მ კი ძალიან მარტივად გაცდა მეტოქეს და გამარჯვებაც მოიპოვა.

ვიდეოს ბოლოს სრული ფოკუსი Tuatara-ზეა. „იუთუბერი“ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარის განვითარებით დაინტერესდა, რა დროსაც ავტომობილმა სპიდომეტრზე 389 კმ/სთ აჩვენა. SSC-ის მტკიცებით ავტომობილს 482 კმ-სთ-ის განვითარება შეუძლია. იმედი გვაქვს გამოჩნდება ვინმე, ვინც მისი შესაძლებლობების მაქსიმუმის დემონსტრირებას შეძლებს, რადგან ავტმობილს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

მსგავსი სიახლეები