რამდენად უსაფრთხოა პატარა ავტომობილები?
Aa
Aa

რამდენად უსაფრთხოა პატარა ავტომობილები?

უსაფრთხოების რეიტინგების შედარება: დიდი Vs. პატარა და ძველი Vs. ახალი

-„რამდენად უსაფრთხოა პატარა ავტომობილის მართვა? მძიმე ავტომობილების მართვა მსუბუქზე უფრო უსაფრთხოა? თუ პატარა ავტომობილს კარგი საავარიო რეიტინგი აქვს, გადაგვარჩენს დიდ ავტომობილთან შეჯახებისას?

ეს კითხვები უამრავ ადამიანს ებადება. ხალხის ნაწილს მცირე ზომის ავტომობილის მართვა სურს. მეორე ნაწილი კი ხელმისაწვდომ და პრაქტიკულ ავტომობილს ეძებს. ზოგიც კი თინეიჯერი შვილისთვის მხოლოდ უსაფრთხო ავტომობილის შეძენით არის დაინტერესებული. სწორედ ამიტომ, ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხებს სტატიაში დეტალურად გავცემთ.

დიდი ავტომობილის მართვა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მცირე ზომის ავტომობილის.

ახალი პატარა მანქანები ისეთი უსაფრთხონი არიან, როგორც არასდროს. თუმცა, ახალი დიდი და მძიმე ავტომობილებით გადაადგილებაა მაინც უფრო უსაფრთხოა. ეს უბრალო ფიზიკაა: დიდი და მძიმე უფრო უსაფრთხოა, ვიდრე პატარა და მსუბუქი. დიდი ავტომობილები მეტს იწონიან და უფრო გრძელი ძრავის ხუფიც აქვთ. ამ მიზეზის გამო პირდაპირი შეჯახებისას მათ მეტი უპირატესობა გააჩნიათ.

Insurance Institute for Highway Safety-ის (IIHS) კვლევამ აჩვენა, რომ შეჯახებისას დიდი ზომის ავტომობილი მცირე ზომის ავტომობილს უკან აწვება. შედეგად, დიდი მანქანის მგზავრებზე უფრო ნაკლები ძალა მოდის, ვიდრე მცირე ზომის მანქანის მგზავრებზე. ეს ორგანიზაცია სტატისტიკასაც გვთავაზობს. 2015 წლის მონაცემებით, სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დიდ SUV-ებში გვხდება, ხოლო ყველაზე მაღალი მინი ავტომობილებში.

ძველი „ტანკები“ ახალ პატარა ავტომობილებზე უსაფრთხონი არ არიან.

ზოგი ადამიანის აზრით, ძველი მანქანები „ტანკივით“ არის აწყობილი, რაც მათ ახალ მანქანებთან შედარებით უფრო უსაფრთხოს ხდის. ეს სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება.

დიდი ზომის 15 წლის ავტომობილი, რომელსაც გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები და ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი (ESC) არ აქვს, მგზავრთა დაცვას ისე ვერ უზრუნველყოფს, როგორც თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი ავტომობილი. ეს სიტყვები IIHS-ის კვლევების ინჟინერს, ბეკი მიულერს ეკუთვნის. ESC საგრძნობლად ამცირებს გადაბრუნების შანსებს, რაც მაღალი სატვირთო ავტომობილებისთვის და SUV-ებისთვის უმნიშვნელოვანესია.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ყველა ადამიანს ახალი ავტომობილის შეძენა არ შეუძლია. ამიტომაც, თუ თქვენ მეორადი ავტომობილის შეძენით ხართ დაინტერესებული, დარწმუნდით, რომ სასურველი ავტომობილი გვერდითა უსაფრთხოების ბალიშებითა და ESC-ის სისტემით არის აღჭურვილი.

საავარიო რეიტინგის განსაზღვრა სამანქანო კლასის გათვალისწინებით არ ხდება.

ის, რაც მყიდველებს აკვირვებთ, სხვადასხვა ზომის ავტომობილთა იდენტური უსაფრთხოების რეიტინგია. ეს რეიტინგები აჩვენებს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მცირე ზომის მანქანები დიდი ზომის მანქანების დონის არიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

National Highway Traffic Safety Administration-ს 5-ვარსკვლავიანი შეფასების რეიტინგი აქვს. IIHS საკუთარ საავარიო ტესტებს ატარებს და ავტომობილის დარტყმაგამძლეობას „კარგი“ და „ცუდი“ კრიტერიუმით აფასებს. ამ ტესტებში მნიშვნელოვანია ავარიისას გადარჩებოდა თუ არა მძღოლი.

ეს რეიტინგები იმ შემთხვევაში არის საგულისხმო, როდესაც ერთმანეთს ერთი კლასის ავტომობილებს ვადარებთ. თუ NHTSA-ს ხუთი ვარსკვლავი პატარა ავტომობილს აქვს მინიჭებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ხუთ ვარსკვლავიანი დიდი ავტომობილის მსგავსად დაგიცავთ. იგივე ვრცელდება „კარგი“ და „ცუდის“ შედარებითი სისტემისთვისაც.

ყველამ SUV-ი უნდა ვმართოთ?

მაღალ ავტომობილებს სიმძიმის ცენტრი მაღლა აქვთ, რაც გადაბრუნების ალბათობის გაზრდაში ითარგმნება. მიუხედავად ამისა, SUV-ი საავარიო სტატისტიკაში ყველაზე უსაფრთხო კატეგორიად რჩება. ავარიისას სიმაღლეს ის დადებითი თვისება აქვს, რომ ავტომობილი სხვა ავტომობილის ქვეშ არ ექცევა, რასაც „underride-ს“ უწოდებენ. მონაცემთა მიხედვით, დიდ და ძალიან დიდ ავტომობილებს 2015 წლის მონაცემებით საუკეთესო ნიშნული - მილიონში 13 სიკვდილიანობა აქვს.

თანამედროვე საავტომობილო სამყაროში დიდი ჯერ კიდევ უფრო უსაფრთხოს ნიშნავს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ SUV-ი უნდა ვმართოთ. უსაფრთხოება ერთ-ერთია ფაქტორია, რასაც ჩვენს არჩევანზე გავლენა აქვს. ავტომობილებს ეკონომიურობით, საჭიროებებზე მორგებულობითა და პრაქტიკულობითად ვაფასებთ. შესაბამისად, SUV-ი ყველასთვის იდეალური ავტომობილი არ არის.

ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას მართავთ, მნიშვნელობა აქვს როგორ მართავთ. NHTSA-ს მიხედვით, ავარიათა 90% ადამიანური ქცევითა და დაუდევრობით არის გამოწვეული.

მსგავსი სიახლეები