Aa Aa
21 მარტი 2020  |  14:01

ტატუს მქონე მსოფლიოს პირველი და ერთადერთი ავტომობილი : Lexus UX

არ ვიცით, რატომ, მაგრამ „ლექსუსმა“ ავტომობილზე ტატუს დახატვა ისურვა და ამისთვის Lexus UX-ი შეარჩია. ლამაზი აეროგრაფიის მქონე ბევრი ავტომობილი არსებობს, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო თავად მუშაობის პროცესია. შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ, თუ რა ტექნიკას მიმართა ტატუს მხატვარმა კლაუდია დე საბემ.

იქიდან გამომდინარე, რომ „ლექსუსი“ მეტალისგან აწყობილი მანქანაა, დე სებეს ბურღის გამოყენება მოუწია. ბურღით მან „ტატუს“ მონახაზი გააკეთა. ამ ინსტრუმენტით მეტალზე მუშაობა დიდძალ კონცენტრირებას საჭიროებს, რადგან მაგიური საშლელი არ გაქვთ, რომ შეცდომები გამოასწოროთ და ზოლები ხელახლა გაავლოთ. კომფორტული სამუშაო პოზიციის პოვნაც საკმაოდ რთლია და გლუვ ზედაპირზე მუშაობისას შეცდომის დაშვების ალბათობა საკმაოდ დიდია.

სამომავლო ნახატის მონახაზის გაკეთების შემდეგ, დე საბე საღებავებსა და ფუნჯებზე გადავიდა. კოის თევზი და ოკეანეს ტალღები ხელით იყო შეფერილი. ამხელა შრომის დასაცავად, ტატუს ზემოდან ლაქის რამდენიმე შრე დაადეს, რათა ამ ავტომობილის გზებზე გამოყენებით „ნახატი“ არ დაზიანებულიყო.

 „ლექსუსის“ განცხადებით ამ იდეის შესასრულებლად, დაგეგმარების და განხორციელების ჩათვლით, 6 თვე დასჭირდა. თავად ტატუს დახატვა 40 საათზე გაიწელა.

ავტომობილზე ტატუს შექმნა იაფი არაა. „ლექსუსის“ თქმით მსგავსი ნაშრომის ფასი 140 000$-ის ფარგლებში მერყეობს.

გაზიარება: