Bentley Flying Spur Vs. Rolls-Royce Ghost: რომელია საუკეთესო მდიდრული სედანი?
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რისი მიღება გსურთ ლიმუზინისგან.
Continental-ის პოპულარობის ზენიტის შემდეგ, Flying Spur-ი Bentley-ს ყველაზე ნაკლებად ცნობილ მოდელად იქცა. Flying Spur-ის გაყიდვები აჩვენებს, რომ მოდელზე მოთხოვნა მცირდება, თუმცა, კომპანიამ ახალი მოდელი მაინც გამოუშვა და ახლა ის ხაზის გამოცოცხლებას ცდილობს.
განახლების შემდეგ Flying Spur-ი მდიდრული კლასის კიდევ ერთი წარმომადგენლის - Rolls-Royce Ghost-ის კონკურენტად გვევლინება. Rolls-Royce-ს ახალი მოდელის გამოშვება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა, ამ ორი ავტომობილის ერთმანეთთან დაპირისპირება მაინც საინტერესო იქნება.
ფასი
Bentley Flying Spur-ის ფასს დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა. მოგვიანებით მისი შეკვეთა ონლაინ გახდა შესაძლებელი. W12-ის ძრავიანი მოდელის ფასი დღეს 214 000$-ა. რვა ცილინდრიანი მოდელების ფასები კი 190 000$-დან იწყება. მაქსიმალური კომპლექტაციის მქონე Flying Spur-ი კი მისი კონკურენტის ფასთან ახლოსაც ვერ მიდის. Rolls-Royce Ghost-ის ფასი 311 900$-დან იწყება. მოდელის ყველაზე ძვირიანი კომპლექტაცია კი 700 000$-ს სცდება.
წარმადობა
ორ ტურბინიანი, W12 ტიპის, 6-ლიტრიანი ძრავით Flying Spur-ი 626 ცხენის ძალასა და 900 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს სიმძლავრე ოთხივე ბორბალთან ორმაგი მოჭიდების მქონე ტრანსმისიით ნაწილდება. AWD-ს სისტემა და მოჭიდება ავტომობილს 0-დან 100-მდე 3.8 წამში ააჩქარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 333 კმ/სთ იქნება.
Rolls-Royce საერთოდ არ არის დაინტერესებული იმით, თუ როგორ და რამდენად სწრაფად დაფარავს თავისი ავტომობილი სწორხაზოვან რბოლას. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მძღოლი აქსელერატორი სატერფულზე ფეხს მიაჭერს, მანქანა 100-მდე 5 წამზე ნაკლებ დროში აჩქარდება. სიმძლავრეს 6.6-ლიტრიანი, V12 ტიპის ძრავა უზრუნველყოფს, რომელიც 563 ცხენის ძალასა და 820 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. Bentley აშკარად წარმადობაზეა ორიენტირებული, რა დროსაც Rolls-Royce-ის აქცენტი კომფორტზეა გაკეთებული, რისთვისაც Ghost-ი მართვის კომფორტის გამო ბონუს ქულას იმსახურებს.
სტილი
როდესაც საკითხი დიზაინსა და სტილს ეხება, რაიმე სახის წუნის პოვნა ორივე ავტომობილში რთულია. Bentley-ის განახლებული დიზაინის Flying Spur-ი ვიზუალურად ოდნავ უფრო გამოირჩევა. Ghost-ი კი შთაბეჭდილების მოხდენას მის რეალურ ცხოვრებაში ნახვისას უფრო ახერხებს. Rolls-Royce-ის ავტომობილებს მუდამ გამორჩეული და საინტერესო დიზაინი ჰქონდათ და Ghost-იც გამონაკლისი არ არის. მასიური ცხაურა ყველას ყურადღებას იპყრობს, ხოლო ძრავის ხუფზე განთავსებული Spirit of Ecstasy-ს ლოგო უდიდეს კლასს უსვამს ხაზს.
Bentley-მ „როლსის“ მიბაძვა და საკუთარი შტრიხის შექმნა სცადა. მან ძრავის ხუფზე Flying B ორნამენტი დაამონტაჟა, რაც გამორჩეულ ატმოსფეროს თავისებურად ქმნის. Flying Spur-ის ახალი დიზაინის ცხაურა ისეთივე მრისხანეა, როგორიც ეს Ghost-ის შემთხვევაშია. კონკურენტთან შედარებით ავტომობილი უფრო ათლეტურად გამოიყურება, რისი მიზეზიც Flying Spur-ის კონტურებია. Ghost-ს შედარებით უფრო ნაზი ხაზები აქვს. „როლსი“ Ghost-ს 21-იანი დისკებით უშვებს, ხოლო Bentley 22-იან დისკებს Flying Spur-ზე სტანდარტულად ითავაზება.
ინტერიერი
ორივე ინტერიერი მსოფლიოში საუკეთესოა. სალონში უძვირფასესი მატერიალებია გამოყენებული და სამუშაო გასაოცრადაა შესრულებული. ამ ორს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება მხოლოდ ტექნოლოგიებშია. Rolls-Royce-ი არასოდეს იყო დაინტერესებული იმით, რომ მის ავტომობილებში უახლესი ტექნოლოგიები ყოფილიყო თავმოყრილი. შედეგად ის ჯერ კიდევ BMW-ს მოძველებულ iDrive-ის სისტემას იყენებს. ახალი Flying Spur-ი კი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭუვილი, რომელიც Continental GT-დან პირდაპირ იქნა გადმოტანილი. Bentley გასაოცარ მოძრავ ეკრანსაც გვთავაზობს, რომელსაც ხის პანელით ან ანალოგური მაჩვენებლებით დაფარვის ფუნქცია აქვს.
უკანა რიგის კომფორტი
მაშინ, როდესაც მომხმარებელი 250 000-$-ს ავტომობილში იხდის მაღალია ალბათობა, რომ მან უკანა სავარძელზე მოინდომოს მგზავრობა, მანქანის მართვა კი დაქირავებულ მძღოლს ჩააბაროს. Bentley უკანა რიგში მცირე ზომის სენსორულ ეკრანს გვთავაზობს, რომლის მეშვეობითაც ავტომობილის სხვადასხვა ფუნქციის გამოყენება არის შესაძლებელი. დამატებითი კომფორტისთვის ავტომწარმოებელი სავარძლებზე დამონტაჟებულ ორ მონიტორს კომპლექტაციათა სიაშიც მალავს. მიუხედავად ყველაფრისა, Flying Spur-ის უკანა სავარძლები Ghost-ან შედარებით აქტუალობას კარგავს. „როლსი“ ისეთ პირობებს გვთავაზობს, როგორიც გადმოსაშლელი მაგიდა, ბატკნის შალის ხალიჩები, ელექტრონულად ოპერირებადი ეკრანები, მინი მაცივრები და კარში ჩაშენებული ქოლგაა.
ვერდიქტი
Bentley Flying Spur-ი საუცხოო ავტომობილია, ფურცელზე მაინც. კონკურენტთან შედარებით Ghost-ის ეს მოდელი მცირედით მოძველებულია, თუმცა, თავისი ძვირფასი სახელით, აღჭურვილობითა და გრაციოზულობით ის ტოლს არავის უდებს. რაც ყველაზე მთავარია Ghost-ის ახალი მოდელი გზაშია და არავინ იცის რამდენად დიდ ჩრდილში მოაქცევს ის თავის კონკურენტებს. ამ ორ ავტომობილს შორის არჩევანის გაკეთება მეტად რთულია საქმეა. Bentley უფრო მეტად წარმადობაზეა ორიენტირებული, ხოლო „როლსი“ უფრო მეტ კომფორტსა და ექსკლუზიურობაზე.