ქართული მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა ექსპორტზე გავა: „დიდგორი მეომარი“ 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით
Aa
Aa

ქართული მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა ექსპორტზე გავა: „დიდგორი მეომარი“ 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრდელტასადა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულებით, ახალი ქართული ჯავშანმანქანადიდგორი მეომარი“ 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნის მოდულით ექსპორტზე გავა.

2018 წელს სსსტც „დელტას“ სპეციალისტებმა ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ ბაზაზე 120 მმ - კალიბრიანი მობილური ნაღმმტყორცნის პროტოტიპი შექმნეს. ფართო საზოგადოების წინაშე ის 2019 წელს საერთაშორისო სამხედრო გამოფენა IDEX-ზე წარსდგა.

მანქანის ეკიპაჟი შედგება 5 კაცისგან: მანქანის მეთაური, მძღოლ მექანიკოსი, დისტანციური მოდულის ოპერატორი და ორკაციანი დესანტი ან სხვადასხვა მძიმე შეიარაღების ოპერატორი. მანქანის ორფენიანი ჯავშანი EN1063 სტანდარტის BR7+ დონეს შეესაბამება. მას 300 ცხენის ძალა და 120 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აქვს.

120 მმ - კალიბრიანი ნაღმმტყორცნით აღჭურვილი „მეომარის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა. შეჯავშნული პლატფორმის, მობილურობის მაღალი მაჩვენებლების და საბრძოლო პოზიციის დაკავება-დატოვებისთვის საჭირო უმცირესი დროის გათვალისწინებით, მანქანა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამანევრო ოპერაციებში მექანიზებული ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერისთვის.

შემკვეთის სურვილის მიხედვით, საბრძოლო მანქანის დაკომპლექტება შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის შიდა და გარე კავშირის რადიოსადგურით, გლობალური ნავიგაციის სისტემით, ინერციული ნავიგაცია-პოზიციონირების სისტემით (GPS/INS), კონსტრუქციაში ჩაშენებული ან სწრაფმოხსნადი ცეცხლის მართვის სისტემებით (MFCS), ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის მართვის, კავშირისა და ინფორმაციის გაცვლის C2/C3/C4/C4i სისტემებით“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით აღჭურვილი მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ პირველი პარტია ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უნდა მიეწოდოს.

მსგავსი სიახლეები