კორონავირუსის გამო მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით გაუქმდება
Aa
Aa

კორონავირუსის გამო მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით გაუქმდება

კორონავირუსი, სხვა ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით, საქართველოში ნელი ტემპებით, თუმცა მაინც ვრცელდება და ყველა სფეროს გარკვეულ ზიანს აყენებს. სახელმწიფო უწყებებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი ზომების მიღება უწევთ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები საქართველოს მასშტაბით დროებით უქმდება.  ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც ასევე დროებით გაუქმებულადაა გამოცხადებული.

მომსახურეების სააგენტო დისტანციურ მომსახურეობაზე გადავიდა. ცნობების მისაღებად განაცხადი მხოლოდ ელექტრონული სახით მიიღება. დამზადებული დოკუმენტი განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში გაიცემა. უწყების ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა ერთეული 19, 24, 26 და 28 მარტს მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

მოქალაქეებს, რომლებსაც მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის თარიღი უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის თავიდან დაჯავშნის გარეშე. ხოლო მათ, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა სერვისების სრულად აღდგენიდან 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები