„მერსედესის“ ახალი ელექტრომობილი: GLC- ს ალტერნატივა - Mercedes-Benz EQC
Aa
Aa

„მერსედესის“ ახალი ელექტრომობილი: GLC- ს ალტერნატივა - Mercedes-Benz EQC

21-ე საუკუნეში ავტომწარმოებლების უმეტესობა ავტომობილის ელექტროფიცირებაზე გადადის. ამ ტენდენციას არც Mercedes-Benz-ი ჩამორჩება. ისინი 2020 წლის EQC -ს უშვებენ. EQC კომპაქტური სუვია, ხუთი ადგილით. სტრუქტურა საწვავზე მომუშავე GLC კლასს ჰგავს. მისი სრულიად ელექტრო აგრეგატი ელიტური EV-ებისთვის შესაფერისია და შესაფერისი აჩქარებაც აქვს. ინტერიერიც უმაღლესი დონის და შთამბეჭდავია. მიუხედავად იმისა, რომ EPA-ს ზუსტი მონაცემები ჯერ არ დადგენილა, მას 322 კილომტრის გავლა შეუძლია, რაც „ტესლას“ შედეგზე ნაკლებია, თუმცა ეს ავტომობილი ეკოლოგიის და ელიტური სუვების მოყვარულებს ნამდვილად გულს უხარებს.  

 

 ძრავა და ტრანსმისია

EQC-ს ლითიუმის იონის ორი ბატარეა აქვს. 1-სიჩქარიანი ტრანსმისია ძალას ოთხივე ბორბალს უგზავნის. ეს აგრეგატი 402 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. „მერსედესის“ გაცხადებით, მანქანა 0-100კმ/სთ-ამდე 4.9 წამში ჩქარდება. ამ ასპექტში თავის მთავარ კონკურენტ Tesla Model X-ს ჩამორჩება.  „ტესლა“ 0-100კმ/სთ-ამდე 4.5 წამში ადის. მისი კიდევ უფრო განვირთარებული ვერსია Ludicrous რეჟიმში - 2.8 წამში. როგორც „მერსედესის“ მარკის სხვა ავტომობილები EQC-ც შესანიშნავად დაბალანსებულია. ის ყოველდღიური მართვის საკმაოდ სახალისოა და გზის ცუდ ზედაპირზეც კარგად გამოიყურება.  

ექსტერიერი და ინტერიერი

რანდენად ინტელექტუალურადაც არ უნდა იყოს EQC-ს ექსტერიერი დაპროექტებული, თავისი აეროდინამიკული ელემენტებით, ამ მანქანას ყველაზე მიმზიდველს ვერ ვუწოდებთ. თუმცა, მისი მაშუქები და ცხაურა ნამდვილად რევოლუციურია. ამ მანქანას ექსტერიერშიც და სალონშიც ნამდვილად აქვს ისეთი დეტალები, რომლებიც მას მისი „მონათესავე“ მანქანებისგან გამოარჩევს. 

EQC-ს სალონი საკმაოდ მდიდრულია. ამ ასპექტში კი ის მის კონკურენტებს Tesla Model X-სა და Jaguar I-Pace-ს ნამდვილად ჯაბნის. კონსტრუქცია სოლიდურია. გამოყენებული მატერიის ხარისხი კი უმაღლესი დონისაა. კარგი აეროდიმანიკის წყალობით სალონში ხმაური მინიმუმადეა დაწყვანილი.

რა თქმა უნდა, EQC თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მათ შორისაა: SiriusXM-ს სატელიტური რადიო და Burmester-ის აუდიო სისტემა. სალონში 2 10.25 ინჩიანი ეკრანია. ერთი მბრუნავი ღილაკი საინფრომაციო-გასართობი სისტემისთვისაა. საინფორმაციო-გასართობი სისტემა სენსორული დაფით იმართება, რომელიც ძველ  ღილაკს ანაცვლებს. სენსორული დაფა ზოგადად რთული გამოსაყენებელია, თუმცა EQC-ს სისტემა ამ პრობლემას კარგად უმლავდება. ავტომობილი მგზავრებს დაკიდების ზემოქმედებიდან კარგად იცავს. EQC მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ავტომობილია. 

ტვირთის ზუსტი ტევადობა „მერსედეს“ ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, GLC-კლასის საბარგულის მოცულობა, რომელსაც EQC გავს, 0.5 კვადრატული მეტრია.

ხარჯვა, დატენვა და ბატერიის სიცოცხლე

EPA-ს ჯერ ხარჯვის ზუსტი მონაცემები არ გამოუქვეყნებია, თუმცა ეს მანქანა დაახლოებით 322 კილომეტრს ან ნაკლებს უნდა გადიოდეს. EQC ამ ასპექტშიც მის მთავარ კონკურენტ „ტესლას“ ჩამორჩება. Tesla-ს 483 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა აქვს. „მერსედესი“ ამტკიცებს, რომ EQC სახლის პირობებში 10-დან 100 პროცენტამდე 10 საათში იტენება. სტანდარტული DC სწრაფი დამტენით კი 10-დან 80 პროცენტამდე 40 წუთში დაიტენება.

 უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე სისტემები

2020 წლის Mercedes-Benz EQC-ს  NHTSA-სგან ან or IIHS-სგან ჯერ შეფასება არ მიუღია. ეს სუვი აღჭურვილია მძღოლის დამხმარე სისტემებით. მთავარი უსაფრთხოების სიტემების სია მოიცავს:  

  • უხილავი წერტილის მონიტორინგს
  • ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემას
  • ადაპტირებად კრუიზ კონტროლს

ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ ამ ავტომობილში თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ. თან, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს „მერსედესია“ !

შეჯამება:

2020 წლის Mercedes-Benz EQC ახალი ავტომობილია და მასზე ჯერ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, არსებული ცნობები საკმარისია იმისთვის, რომ ამ მანქანამ ჩვენზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვოს, მართალია, ის არც ისეთი სწრაფი და გამძლეა, როგორც მისი კონკურენტი „ტესლა“, მაგრამ მისი ინტერიერი გასაოცარია. თუ თქვენთვის მანქანის სალონში ფუფუნება პრიორიტეტულია და ასევე ეკოლოგიის დამცველი ელექტრო სუვების მოყვარული ხართ, მაშინ ეს ავტომობილი ნამდვილად კარგი არჩევანია.

 

 

მსგავსი სიახლეები