Ferrari, Porsche, იშვიათი ავტომობილები, jaguar, Aston Martin, იშვიათი, ყველაზე ძვირადრირებული, Oldsmobile
Aa
Aa

Top 10 ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული ავტომობილი

ძვირადღირებული ავტომობილების მართვა ამაღელვებელია. წარმოიდგინეთ, რა იქნება, თუ ეს ავტომობილი იშვიათიცაა? მეტიც... ერთადერთი მთელს მსოფლიოში.

ჩვენს სიაში ჩამოთვლილი ავტომობილები, სხვადასხვა მიზეზის გამო, იშვიათი და ამასთან ძვირადღირებულიცაა. ზოგი თავის დროზეც შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. ზოგი კი თავისი დროისთვის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ფლობდა და შეჯიბრებზე წარმატებასაც აღწევდა. ამ ფაქტორებმა ეს ავტომობილები ყველა კოლექციონერის ოცნებად აქცია:

 

1954 წლის Oldsmobile F-88 ($3.3 მილიონი)

 

Oldsmobile F-88 1950-იან წლებში ჰარლი ერლის და მისი გუნდის პროექტი იყო. ეს კლასიკური, ამერიკული მასლქარი მხოლოდ 4 ეგზემპლარად გამოვიდა და დღემდე მხოლოდ ერთი მათგანია შემორჩენილი.

ეს ავტომობილი იმ დროისთვის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ფლობდა. 3.4-ლიტრიანი V8 ძრავა 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.  

 

2004 წლის Maybach Exelero ($8 მილიონი)

 

Maybach Exelero-ს დებიუტი 2005 წელს ბერლინში შედგა. ის 2004 წელს, Daimler Chrysler-ის განყოფილებამ, Maybach-Motorenbau GmbH-მა შექმნა. უფრო ფართო საზოგადოებისთვის ის Jay-Z-ს კლიპიდან გახდა ცნობილი.

ტვინ-ტურბო V12 ძრავა 690 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე - 350კმ/სთ. 0-100კმ/სთ-მდე 4.4 წამში აღწევს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი შესაძლებლობების ატომობილის გაყიდვა რთული იქნებოდა, მაგრამ ის ამერიკელმა რეპერმა მხოლოდ 2008 წელს შეიძინა.

 

Bugatti Type 41 Royale Kellner Coupe ($9.7 მილიონი)    

მსოფლიოში ცნობილი ეტორე ბუგატი 25 ეგზემპლარი Type 4-ის წარმოებას და ევროპელი დიდებულებისთვის მიყიდვას გეგმავდა. 

1927 - 1933 წლებში მხოლოდ 7 ეგზემპლარი Bugatti type 41 Royale Kelner Cupe აიწყო. ამ ავტომობილის სტილი საკმაოდ დახვეწილი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის ზედმეტად გრძელია.

7 ავტომობილიდან მხოლოდ 3 Bugatti Royale გაიყიდა. როგორც ჩანს, ევროპელი დიდებულები ძრავით მოხიბლულები არ დარჩნენ. ბოლო Bugatti Royale კი 2001 წელს შეიძინეს. 

1953 წლის Jaguar XK120-C ($13.2 მილიონი)

 

უიშვიათესი Jaguar-ი სარბოლო ავტომობილი იყო, რომელსაც 1951-1953 წლებში აწარმოებდნენ. 

Jaguar XK120-C ლე მანის 24 საათში ძალიან წარმატებული ავტომობილი იყო. პილოტებმა Jaguar-ის ავტომობილებით გამარჯვება 1951 და 1953 წელს მოიპოვეს. დღეს Jaguar XK 120-c პირადი მოხმარების საგზაო ავტომობილებია.

 

1970 წლის Porsche 917 ($14 მილიონი)

 

Porsche 917 ყველა დროის ყველაზე ცნობილი სარბოლო ავტომობილია. მან პოპულარობა ლე მანში მიღწეული წარმატებებით და ფილმში გამოჩენით მოიპოვა. 2017 წელს 917, რომელსაც პირადად სტივ მაკქუინი მართავდა, აუქციონზე გაიყიდა.  

აგრეგატი 912-ის 4.9-ლიტრიანი ძრავა იყო. მაქსიმალური სიჩქარე - 386კმ/სთ. 0-100კმ/სთ-მდე 2.3 წამში აღწევს. გენიალურია, არა? ფასიც შესაფერისი აქვს.

1962 წლის Aston Martin DB4 GT Zagato ($14.3 მილიონი)

Aston Martin-ის DB4 GT ავტომობილი იტალიაში, Zagato-ს ქარხანაში გააუმჯობესეს. დღეს ეს ავტომობილი 20-ზე ნაკლებ ეგზემპლარად არის შემორჩენილი.

გენიალური, უნიკალური დიზაინი და ზემოთხესენული ფაქტი ამ ავტომობილს Aston Martin-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათად და კოლექციონერებისთვის სასურველად აქცევს.

1956 წლის Aston Martin DBR1 ($22.5 მილიონი)

ეს ავტომობილი ერთადერთია, რომელმაც ერთსა და იმავე წელს ლე მანის 24 საათიც და World Sportscar Championship-იც მოიგო. შეიძლება ითქვას, რომ Aston Martin-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქმილებაა.

გარდა იმისა, რომ ბლოკბასტერის ვარსკვლავია, მან რბოლებშიც არაერთხელ გაიბრწყინა. Aston Martin DBR1-მა World Sportscar Championship-ი 2.5-ლიტრიანი ძრავით მოიგო.  

 

1961 წლის Ferrari 250 GT California SWB Spider ($18 მილიონი)

მსოფლიოში სამი ყველაზე იშვიათი ავტომობილი „ფერარია“.  ენცო ფერარის გენიალურობაზე საუბარი აქ ზედმეტი იქნება. მისი სარბოლო ავტომობილებისადმი განსაკუთრებული სიყვარული ყველასთვის კარგად ცნობილი იყო.

Ferrari 250 GT California SWB Spider, სარბოლო ავტომობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია და ფასიც შესაფერისი აქვს.  

 

1957 წლის  Ferrari 250 Testa Rossa ($39.8 მილიონი)

მეორე ადგილას Ferrari 250 Testa Rossa აღმოჩნდა. ეს სარბოლო ავტომობილი 50-60-იან წლებში გამოდიოდა. მისი ძლიერი ძრავის გამო ეს ყველა პილოტისთვის სასურველი ავტომობილი იყო. „ფერარის“ არსებობის ისტორიაში ის მეორე ყველაზე იშვიათი პროტოტიპია და წარმოუდგენლად მაღალი ფასიც აქვს.

 

1964 Ferrari 250 GTO ($70 მილიონი)

 

ამ ავტომობილის პირველ ადგილას დანახვა არავის გაუკვირდება. Ferrari 250 Grand Turismo Omologato მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ლეგენდარული „ფერარია“, რომლის შექმნაზეც პირადად გენიალური ენცო ფერარი ზრუნავდა.

2018 წლის ივნისში 1964 წლის Ferrari 250 GTO მსოფლიოში ისტორიაში ყველაზე ძვირიანი ავტომობილი გახდა, როცა აუქციონზე $70 მილიონად გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები