იაპონური კულტურით შთაგონებული, აწყობილი რუსეთში
Aa
Aa

იაპონური კულტურით შთაგონებული, აწყობილი რუსეთში

რა უნდა გააკეთო მაშინ, როდესაც შენი სუსტი წერტილი შენივე ქვეყნის ავტომწარმოებელია, მაგრამ ამავდროულად JDM-სტილზეც გიჟდები? ამ კითხვას მაქს იაკუშკინის Lada 2108-ს პროექტი პასუხობს.

ურალის მთების აღმოსავლეთით, ქალაქ ეკატერინბურგში მაქსი თავის Lada-ზე უკვე რვა წელია მუშაობს. თუმცა, როდესაც ავტომობილი 2012 წელს შეიძინა, მისი მოდიფიკაცია განზრახული საერთოდ არ ჰქონია.

-„ეს ჩემი პირველი ავტომობილია, რომელიც უბრალოდ გადაადგილებისთვის შევიძინე. ეს იყო ჩვეულებრივი „ლადა“ შესანიშნავ მდგომარეობაში. მამაჩემთან ერთად ბევრ ავტომობილს ვათვალიერებდი, მაგრამ არცერთი მომწონდა. როდესაც ეს მანქანა დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი უნდა გამხდარიყო.

შეძენიდან მალევე მაქსი ინტერნეტში ავტომობილის დგომის კულტურას გაეცნო, რამაც მაშინათვე გაიტაცა. მოგვიანებით ის დაინტერესდა შეიძლებოდა თუ არა თავისი სამ კარიანი ჰეჩბეკის ამგვარად მოდიფირება. შედეგს კი თავად ხედავთ!

ავტომობილის გაუმჯობესება მარტივია მაშინ, როდესაც თქვენ პოპულარულ პლატფორმას ფლობთ და ნაწილებსა და დეტალებზე პირდაპირი წვდომა გაქვთ. მაქსის შემთხვევაში კი ასე არ იყო. ის, რისი პოვნაც რუსეთში შეუძლებელი იყო, ძებნას სხვა ქვეყნებში, ოკეანის გადაღმა საჭიროებდა. ამგვარად ის იაპონიასთან დაახლოვდა და საბოლოოდ რუსული ავტომობილი იაპონურ სტილში გადააკეთა.

ავტომობილის ლამაზი ვიზუალის ცენტრალური ფიგურა Enkei Decem10s-ის სპეციალური მოდელის დისკებია, რომელზეც წელვადი საბურავებია გადაკრული. –„Enkei-ს ამ დისკებს შემთხვევით გადავაწყდი. 15x8 ზომის დისკები თავისუფლად იშოვებოდა, მაგრამ მე უფრო განიერი მჭრდებოდა. ეს დისკები ალუმინისგანაა დამზადებული. ცენტრალური ხუფებიც, რომლის დიზაინიც მე შევქმენი, ალუმინისგან დამზადდა.

ასეთი განიერი დისკების ვიწრო ავტომობილზე დამონტაჟებამ კორპუსის გაუმჯობესება მოითხოვა. ამ ასპექტისთვის მაქსმა 70 მმ-იანი ჭანჭიკით დასამაგრებელი განიერი ფრთები დაამონტაჟა. დაკიდების, ფრთებისა და დისკების დიზაინი მილიმეტრებშია გათვლილი. ესთეტიკაზე სპეციალურად დამზადებული გამყოფი, უკანა სპოილერი და ორი მაყუჩიც მუშაობს.

ძრავის ხუფი Lada-ს ორიგინალ 4-ცილინდრიან ძრავას მალავს. მიუხედავად ამისა, მაქსმა ინტერიერის სპორტულად გაფორმება მაინც გადაწყვიტა. სალონში თქვენ შეკვეთით დამზადებულ ჩონჩხს, ძველი სკოლის Cobra-ს სავარძლებსა და LRF-ის უსაფრთხოების ქამრებს შემხვდებით. Nardi Classic-ის საჭე და Razo-ს სიჩქარის სახელური კი JDM კულტურის შტრიხს ატარებს.

სალონში სამი დამატებული მაჩვენებელი სიმძლავრის მაკონტროლებელი არ აგეგონოთ. ეს მაჩვენებლები პნევმატურ დაკიდებასთან არის დაკავშირებული, რომელიც სპეციალურად Lada-სთვის შეიქმნა. –„თითოეული მათგანი ცალ-ცალკეა შეძენილი. მორგებაში ჩემი მეგობრები დამეხმარნენ. ამორტიზატორები ჩემს მიერ შექმნილი ნახატების მიხედვით იქნა შექმნილი. იმისათვის, რომ მანქანას უხეში და დაბალი მართვის სტილი ჰქონოდა ყველაფრის გადაკეთება რამდენჯერმე მომიწია. ჰაერზე მომუშავე დაკიდება ღილაკების მეშვეობით კონტროლდება და Viair-სა და Air Lift Performance-ის მაჩვენებლებით მოწმდება.“ - განმარტა მაქსმა საუბრისას.

თუ გსურთ, რომ ავტომობილი ასეთ დაბალ სიმაღლეზე იმართებოდეს, მაშინ ჰაერზე მომუშავე დაკიდება საუკეთესო გამოსავალია. მიუხედავად ამისა, ავტომობილის ასეთ ვიზუალურ მდგომარეობამდე მოსაყვანად უამრავი მუშაობა დაგჭირდებათ. - „Lada 2108 ასე დაბალ სიმაღლეზე მართვისას ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ამაღლებასაც საჭიროებს. გარდა ამისა, დაკიდების დასამონტაჟებელი ადგილების მაღლა აწევაც კი გახდა საჭირო.“ - დაამატა მაქსმა.

ალბათ, ფიქრობთ, რომ ასეთი ავტომობილები მხოლოდ საგამოფენოდ და ფესტივალებისთვის იქმნება. თქვენ მართალიც იქნებით, თუმცა, ამ შემთხვევაში შეცდებით. 2017 წლის ფესტივალზე მაქსმა ამ ავტომობილით 7 000 კილომეტრამდე დაფარა. მოგზაურობისთვის Enkei-ს დისკები დაზიანებისგან თავის ასარიდებლად მოიხსნა. ერთი წლის შემდეგ კი მფლობელმა ამავე ავტომობილით 4 100 კილომეტრი ცენტრალურ რუსეთში დაფარა.

მაქსის 2108 რუსეთის უამრავი ჯილდოს მფლობელია. ყველაზე დიდ მოტივაციას კი მას ის ადამიანები ანიჭებენ, ვინც პროექტისადმი გაოცებას ვერ მალავენ. რა გეგმები აქვს მას? –„არ მიყვარს გეგმებზე საუბარი. მირჩევნია ჯერ განვახორციელო და შემდეგ ვისაუბრო. თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემს წარმოსახვის უნარს საზღვარი არ აქვს. რა თქმა არსებობს რაღაცეები, რისი დამატებაც მსურს და არსებობს ადგილები, სადაც ამ ავტომობილით ვისურვებდი მოგზაურობას. იმედი მაქვს ყველაფერი გამომივა, რადგან რასაც ვაკეთებ ძალიან მიყვარს.“


მსგავსი სიახლეები