Nissan MID4 და MID4-II: შუაძრავიანი სუპერქარები, რომლებსაც წარმოებამდე ცოტა დააკლდათ
Aa
Aa

Nissan MID4 და MID4-II: შუაძრავიანი სუპერქარები, რომლებსაც წარმოებამდე ცოტა დააკლდათ

სანამ Acura NSX-ი საავტომობილო სამყაროს გააოცებდა, Nissan-ი MID4-სა და MID4-II-ის აწყობით იყო გართული

ზემოთ ნაჩვენები ავტომობილი შესაძლოა Acura NSX-ის დიზაინს ან BMW M1-ისა და Ferrari Testarossa-ს ნაზავს მიამსგავსოთ. რეალურად კი ეს წარმადობაზე ორიენტირებული Nissan-ია, რომელიც ერთ დროს საკმაოდ დამაინტრიგებელი კონცეპტუიალური მოდელი იყო. თეთრი ავტომობილი MID4-II-ა და წინამორბედზე ბევრად უფრო თანამედროვედ გამოიყურება.

MID4-ის კონცეპტი 80-იან წლებში შეიქმნა და მისი ვიზუალი ეპოქის შესაბამისია. თუმცა, ორივე მათგანი მეტი იყო, ვიდრე ურალოდ კონცეპტუალური ავტომობილი. მწარმოებელი მათ წარმოებას სერიოზულად განიხილავდა. მოდელები კონკურენციას Acura NSX-ს გაუწევდნენ.

მოვლენები რომ გადავახვიოთ, MID4-ები ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. Nissan-ს სამომავლო სპორტულ ავტომობილებზე რამდენიმე ფრონტი ჰქონდა გახსნილი: ხელმისაწვდომი Silvia/240SX-ი, MID4-ის ძრავიანი 300ZX-ი და სრული ამძრაობის Skyline GT-R-ი. მოდელთა ამ შემადგენლობაში კი შუა ძრავიანი სპორტქარისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა. მიუხედავად ამისა, პროექტი სრულად არ დაკარგულა და VG30DETT ძრავები Z32 300ZX-შო ვიხილეთ, ხოლო MID4-II-ის ოთხივე ბორბლის მოხვევის სისტემა R32 GT-R-ში.

მოვლენების სხვაგვარი განვითარება სავსებით შესაძლებელი გახლდათ. ანგუს მაკენზი აღნიშნავს, რომ როდესაც MID4 1985 წლის ტოკიოს აუტო შოუზე წარსდგა ის სრულად ფუნქციური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი კონცეპტუალური იყო მას სრულად დამუშავებული დეტალები გააჩნდა და ჩვეულებრივად იმართებოდა. მეტიც, მოდელი გასაყიდად იყო გამზადებული.

MID4-ის წინა ნაწილი იმ პერიოდის ზოგად დიზაინს იმეორებს. დეტალებით ის Porsche 944-ს, Toyota MR2-სა და Lotus Esprit-ს მოგაგონებთ. უკანა მხარე საკმაოდ აგრესიულად გამოიყურება: უზარმაზარი აეროდინამიკული საყრდენები, სავენტილაციო არხები, კორპუსში შეწეული უკანა ფანჯარა და ფარებს შორის დიდად ამოტვიფრული Nissan-ის წარწერა. ესთეთიკა უკანა ნაწილის დაბალ ფენებშიცაა გამოვლენილი. უკანა ბამპერი დაბლაა დაწეული, ხოლო ჭრილები და ორი ქრომირებული მაყუჩი საოცარ შერწყმას ქმნის.

მისმა მემკვიდრემ ყველაფერი ახალ საფეხურზე გადაიყვანა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი სტილი NSX-ს მოგაგონებთ. MID4-ის მსგავსად MID4-II-ი უკნიდან უფრო საინტერესოა. მაშუქები მაშინათვე ყურადღებას იპყრობს. მისი ფორმა 95-96 წლების სილვიასაც გაგახსენებთ. ყველაზე უცნაური ამბები კი მაშუქების მაღლა ხდება. ძრავის პოზიციონირების გამო აქ საბარგულს ამოშვერილი ხუფი გვაქვს, რომელიც კვადრატულადაა ამობურცული. საერთო ჯამში ეს მოდელი უფრო გლუვი და დაკუნთლია, რაც 90-იანების დიზაინს უსვამს ხაზს.

ავტომობილი ორ-ტურბინიანი, ინტერქულერიანი V6-ის ძრავათი იყო აღჭურვილი, რომელიც 325 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. იმ პერიოდისთვის ეს პატარა სიმძლავრე არ გახლდათ. მიუხედავად ყველაფრისა, მაკენზი ჭორებს ახსენებს, რომლის მიხედვითაც, MID-II-ის მართვადობა ბევრს არ მოსწონდა. გარდა ამისა, Z32 განვითარების პროცესში იყო და წარმოებისთვის ემზადებოდა. ორმაგი ტურბინით აღჭურვილი Z32 300ZX-ი კი ფენომენალურად მართვადი ავტომობილი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, MID4-II-ს გამოშვება საჭიროებას აღარ წარმოადგენდა და 300ZX-მა მისი ადგილი დაიკავა.

ამასობაში NSX საოცარ ატომობილად იქცა. მის განვითარებაში არც მეტი, არც ნაკლები აირტონ სენამ მიიღო მონაწილეობა. გაუწევდა თუ არა Nissan-ი NSX-ს ღირსეულ კონკურეციას? სამწუხაროდ, ამას ვერასდროს გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები