Aa Aa
23 მარტი 2020  |  10:46

საერთო ღირებულება $35.6 მილიონი: Bugatti-მ ექვსი ავტომობილი წარმოადგინა

როგორ გამოიყურება $35.6 მილიონიანი Bugatti ?

გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება $35.6-მილიონიანი Bugatti Chiron? ის მხოლოდ 6 მანქანისგან შედგება და თითოეული Bugatti Chiron-ზეა დაფუძნებული. ამ შედევრებს სხვადასხვა ფუნქცია აქვს. Chiron-ის მოდიფიცირების უნარი იყო მიზეზი, რის გამოც მისით მილიარდელები დაინტერესდნენ. მოდით, განვმარტოთ, რითია თითოეული ეს ავტომობილი განსაკუთრებული.  

Bugatti Chiron Pur Sport მხოლოდ 60 ეგზემპლარადაა გამოშვებული და თითოეულის ღირებულება $3 მილიონია. ეს უნიკალური Chiron-ი მართვისას სიამოვნების მიღებისთვისაა შექმნილი. გაუმჯობესებული აეროდინამიკით მოსახვევებში უფრო სწრაფია. Pur Sport -ი უპირატესობას მართვისას უკეთეს გამოცდილებას ანიჭებს.

შემდეგი Bugatti Centodieci-ია. ის მხოლოდ 10 ეგზემპლარად გამოვა და თითოეული მათგანის ფასი $6 მილიონი იქნება. მას Chiron-ის გაძლიერებული W-16 ძრავა აქვს, რომელიც 1 500 ცხენის ძალას გამოიმუშვებს. მისი სტილიც განსაკუთრებულია.  

Bugatti Super Sport 300+ დღეს ყველაზე სწრაფი წარმოებული ავტომობილია, რომელსაც მაქსიმალური სიჩქარის განვითარების რეკორდი - 489კმ/სთ ეკუთვნის. ეს ისტორიული მანქანა სულ 30-ია. თითოეული $11 მილიონი ღირს.

Chorion La Voiture Noire მსოფლიოში ყველაზე ძვირიანი ახალი ავტომობილია. ის $11 მილიონი ღირს. ეს ელიტური და ექსკლუზიური Chiron-ი მაღალ დონესა და ფუფუნებას აერთიანებს.  

Bugatti Divo Chiron-ის მოქნილობის კიდევ ერთი მაგალითია. Divo მოსახვევებს მაღალ სიჩქარეზეც კარგად უმკლავდება. ამ ჰიპერქარს მოსახვევები უყვარს და თავისი 1 500 ცხენის ძალით, სწორ მონაკვეთებზეც შეუდარებელია.

ასეთია $35.6 მილიონიანი Bugatti, რომელიც 6 ავტომობილისგან შედგება და თითოეული თავის მხრივ შეუდარებელია.

გაზიარება: