კლასიკური ყველგანმავალი მაღალტექნოლოგიურ სამყაროში: Toyota FJ Cruiser 2016
Aa
Aa

კლასიკური ყველგანმავალი მაღალტექნოლოგიურ სამყაროში: Toyota FJ Cruiser 2016

თანამედროვე სუვების სამყაროში Toyota's FJ Cruiser-ი რეტრო ავტომობილია, რომელსაც ყველაზე კარგად გამოსდის ის, რისთვისაცაა შექმნილი - ყველგან სიარული. ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ავტოსამყაროში ეს ავტომობილი ყოველთვის კლასიკური მიდგომა იქნება.

2016 წლის FJ Cruiser-ი თანამედროვე სუვის სეგმენტს ჩამორჩა. ინტერიერი ოთხივე წამყვანის ბერკეტს და ეკრანს მოიცავს, რომელიც თითქოს სალონს ეპოქისთვის ფეხის ასაწყობად დაუმატეს.  

საჭე  3 და 10 პოზიციაში იმართება. 4x4-ის ექვივალენტური სპირტის თარაზო და კარგი, ძველმოდური კომპასი მონაცემთა პანელზე აქვს. პლასტმასით გაფორმებულ სალონში დიდი სივრცეა. სავარძლებს ხელის კომფორტული დასადები აქვს . იატაკის ხალიჩები ადვილად გარეცხვადია. საინფორმაცია-გასართობი სისტემის სენსორული ეკრანის გამოყენება ტარებისას ცოტა რთულია, თუმცა მას აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეთ: ბლუთუზი, სატელიტური ნავიგაცია და ტელეფონთან კავშირი. ვერტიკალური საქარე მინა სალონს ცოტათი აბნელებს.

5-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია და 4.0-ლიტრიანი V6 ძრავა 268 ცხენის ძალას (200კილოვატი) 5600 ბრუნზე წუთში აწარმოებს. ელექტრონულად მართვადი უკანა დიფერენციალის ბლოკირების შესაძლებლობით, აქტიური ბუქსაობის კონტროლით და მაღალი კლირენსით, ეს ავტომობილი ერთ-ერთი საუკეთესო ყველგანმავალია. საწვავის ავზი 159 ლიტრს იტევს. ავტომობილი 100კმ-ზე 11.4 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

როცა საქმე საცობებით სავსე ქალაქს ეხება, FJ Cruiser-ი საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არაა. ეს ავტომობილი საჭის მეტ მუშაობას მოითხოვს.  მოხვევის რადიუსი მინიმუმ 12.7 მეტრია.  სამაგიეროდ, როცა საქმე ქალაქგარეთ სიარულს ეხება, „ტოიოტა“ თავის კონკურენტებს არაფრით ჩამორჩება. ქვიშა, ტალახი, მთები... არაფერია ისეთი, რის დაძლევასაც ეს ავტომობილი ვერ შეძლებს. ამას მისი მაღალი კლირენსი განაპირობებს, თუმცა FJ-ს საჭე გაცილებით მძიმეა, ვიდრე ფიქრობთ. 

FJ Cruiser-ი დიდი რაოდენობის ტვირთს იტევს. კვადრატული ფორმის უკანა ბოლო ბარგისთვის დიდ სივრცეს ქმნის. უკანა სავარძელები იკეცება, რაც ამ სივრცეს კიდევ უფრო ზრდის.

„ტოიოტას“ ყიდვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი სანდოობა. ეს იმ ავტომობილთაგანია, რომლის გაგებასაც მხოლოდ მისი ტარების შემდეგ შეძლებთ. თუმცა თავისი კლასიკური ექსტერიერით, დიდი საბარგულით და კომფორტული ყველგანმავალის შესაძლებლობებით, გასაკვირი არაა, რომ ეს ავტომობილი მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია.

 

 

მსგავსი სიახლეები