Skoda Kodiaq-ის ახალი ფუნქცია: პოლიციის ძაღლის ვენი
Skoda Kodiaq-ს ახალი ფუნქცია აქვს. მას პოლიციის ძაღლების გადასაყვანად გამოიყენებენ.
საოჯახო ავტომობილების წითელ-ლურჯ სიგნალებიან მანქანებად გადაკეთება Skoda-ს უკვე ჩვევად აქვს. აქამდე უკვე არსებობდა Scala და Karoq-ი - პოლიციის ავტომობილები. საქართველოში ამ ფუნქციას Octavia ასრულებდა. მათ რიცხვს ახლა Kodiaq-იც შეუერთდა, რომელსაც ბრიტანეთში პოლიციის ძაღლის გადასაყვან ვენად იყინებენ.
„შკოდა“ არ გვიჩვენებს, კონკრეტულად რომელი ჯიშის ძაღლის გადასაყვანადაა Kodiaq-ი განკუთვნილი. სურათებში ძირითადად იმ ძაღლებს ვხედავთ, რომლებიც შინაური ცხოველების მოყვარულებში პოპულარობით სარგებლობს. მაგრამ, ეს სურათები მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საოჯახო ავტომობილი საქმიანად გადაიქცეს.
მანქანის უკანა ნაწილში ძაღლის ორი გალიაა მოთავსებული. ორივე მათგანი გაგრილებადია და Prevention of Cruelty to Animals-ის საზოგადოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.
გალიები, რომლებიც ბარგის ადგილასაა მოთავსებული, ტემპერატურის კონტროლითაა და გასასვლელიც აქვს, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში ძაღლები გაიქცევიან. გალიების წინ უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობის ადგილია.
მანქანას, რა თქმა უნდა, გვერდებზე პოლიციისთვის შესაფერისი ლურჯი და ყვითელი ზოლები აქვს.
Skoda ამ ავტომობილს მყიდველებსაც სთავაზობს. ბენზინისა და დიზელის ვერსიების ცხენის ძალების რაოდენობა 148-დან 236-ამდე მერყეობს.
Skoda U.K.-ის ხელმძღვანელის ჰენრი უილიამსის თქმით, ძაღლების უსაფრთხოებისთვის Kodiaq-ი იდეალური ვარიანტი იყო.
„ჩვენ ვიცით, რომ ძაღლები სასწრაფო დახმარების სერვისებში დიდ როლს ასრულებს. მათ სჭირდება გარემო, რომელიც უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს. Kodiaq-ს ყველა საჭირო პირობა აქვს იმისთვის, რომ პოლიციის ძაღლები მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისას კარგ პირობებში იყვნენ“. - ამბობს უილიამსი.