კლოუნის ფეხსაცმელი 2JZ ძრავით
Z3 M Coupe BMW-ს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უცნაური ქმნილებაა.
Z3 M Coupe-ს პროექტის შექმნისას ბურკჰარდ გიოშელს უბრალო როდსტერის შექმნა არ სურდა. მას კარგად სამართავი ავტომობილის შემუშავება უნდოდა. გიოშელმა და ინჟინრების გუნდმა Z3 Roadster-ის პროტოტიპი ქაფმასალისა და ფოლგის გამოყენებით კუპედ აქციეს. გამოთვლებმა აჩვენა, რომ კუპეს დიზაინმა შასის სიმტკიცე 2.6-ჯერ გაზარდა. ამასთავანავე, სატვირთო ადგილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც გეგმის ნაწილი არ ყოფილა. ავტომობილის დახვეწის შემდეგ დავალება BMW-ს დარმუნება იყო, რათა Z3 M Coupe სერიულად ეწარმოებინათ. მცდელობამ კი, როგორც ხედავთ, გაამართლა.
სურათებზე წარმოდგენილი Z3 M Coupe დეზმონდ რუდმენმა, თავისი შვილისთვის - ჯონათანისთვის ააწყო. ის Rapid Garage-ის მფლობელია და შესაძლოა მისი პროექტების შესახებ გსმენიათ კიდეც. ინდივიდუალურ პროექტებს Rapid Garage-ი სამხრეთ აფრიკაში, ბოკსბურგში ასრულებს.
1998 წელს, როდესაც Z3 M Coupe გამოვიდა, დეზმონდი მისი შეძენით შეპყრობილი გახლდათ, თუმცა, ყიდვა ვერ შეძლო. მოგვიანებით, როცა მეორადი მოდელების ფასმა დაიწია, მანქანა უფრო ხელმისაწვდომი გახდა და შეძენაც მოხერხდა.
დეზმონდი დიდი ხნის განმავლობაში ავტომობილს ქარხნულ მდგომარეობაში ფლობდა, მაგრამ საბოლოოდ ჩხირკედელაობა მაინც მოუნდა. თავდაპირდელად S54 აგრეგატის გატურბინება გადაწყვიტა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.
ამავე პერიოდში ჯონათანმა შეიტყო, რომ ნაცნობი მოვლილ 2JZ-GTE ძრავას მისაღებ ფასად ყიდდა. მამის პასუხი კი რა თქმა უნდა დადებითი იყო.
ქარხნული 2JZ ისეთი მძლავრი არ იქნებოდა, როგორც მფლობელს სურდა რომ ყოფილიყო, რის გამოც მათ შემდეგი დეტალები გააუმჯობესეს: შემშვები და გამშვები ცილინდრის თავები, მაღალი დაბერვის კოლექტორი, ერთი GT3076 ტურბინა, Rapid-ის წინა ნაწილში დასამონტაჟებელი ინტერქულერი, Mines-ის ტურბინის სარქველი, DeatschWerks 960cc ინჟექტორები, 100 მმ-იანი დროსელი, Chevrolet LS1-ით ხვიები და იმავე სიგრძის უჟანგავი მეტალისგან დამზადებული გამშვები 89 მმ-იანი მილები, რაც ორიგინალ M3-ს აქვს.
ამ ყველაფერს იდეალურად რომ ემუშავა Spitronics Mercury-ის კომპიუტერი დაყენდა. შედეგად, წნევის მიხედვით, ეს Z3 M Coupe 400-დან 536 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს. აგრეგატი Toyota Hilux D4D დიზელის გადაცამათა კოლოფთან და 6-კბილიანი სპილენძის გადაბმულობასთან არის დაკავშირებული. უკან კი ყველაფერი ქარხნულადაა დატოვებული.
პროექტის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ სურვილის შემთხვევაში ავტომობილისთვის ქარხნული გულის დაბრუნება მარტივი ყოფილიყო. შესაძლოა დესმონდს ერთხელაც ავტომობილის BMW-ს S54-ზე გადაწყობა მოუნდეს. არამგონია ეს მალე მოხდეს, მაგრამ მაინც.
დეზმონდის Z3 M Coupe არამარტო ლამაზად დგას, მას KW Varian 2 Inox Line-ის დაკიდება და Yokohama Advan A048-ს ნახევრად „სლიკი“ რეზინები აქვს დაყენებული. ეს დუეტი კი ავტომობილის მართვადობას სხვა დონეზე სწევს. Ferodo Racing-ის ხუნდები კი მუხრუჭის საოცარ წარმადობას იძლევა.
ავტომობილის დანახვისას გეგონებათ, რომ მას ფირი აქვს გადაკრული, რადგან ის ლურჯი მატია. თუმცა, ეს ასე არ არის. ავტომობილი თავიდან შეიღება და ახლა მას Maserati Blu Passione Pearl-ის ფენა ამშვენებს, რაც საოცრად უხდება.
კაბინაში მანქანა მაქსიმალურად ქარხნულია, რაც ცუდი ნამდვილად არ გახლავთ. Z3 M Coupe-ს ინტერიერი სამარადისოა. სალონში Prosport-ის მაჩვენებლებს შეხვდებით, რომლის გარეშეც დეზმონდი ძრავაში მიმდინარე პროცესებს აკონტროლებს. კიდევ ერთი არაქარხნული დეტალი Toyota-ს ტრანსმისიის სიჩქარის სახელურია.
ამ ავტომობილის პროექტი შექებას რამდენიმე მიზეზის გამო იმსახურებს. პირველი ისაა, რომ ძრავის „სვაპი“ სრულად რივერსულია და ნებისმიერ დროს შეიძლება ქარხნულ მდგომარეობაში დაბრუნება. Z3 M Coupe ხომ შეზღუდული რაოდენობით გამოდიოდა. პირვანდელ კონფიგურაციაზე გადაწყობა კი ავტომობილს ღირებულებას უმატებს. მეორე კი ისაა, რომ Toyota-ს ძრავა და ტრანსმისია დიდი ძალების საიმედოდ მართვის გარანტია, რაც არანაკლებ მიმზიდველი რამაა.
2JZ ძრავას ხმა S54-ი ძრავას დაბალ ბრუნებზე მომუშავე ხმის იდენტურია, თუმცა, როდესაც იაპონური აგრეგატი ბოლომდე იტვირთება ის ბევრად უფრო ხმაურიანია და სავარძელზე მყისიერად გაკრავთ. Rapid Garage-ს საოცარი ნაწარმი გამოუვიდა!