Aa Aa
23 მარტი 2020  |  16:19

რომელი ავტომობილის შეძენა ჯობს: ახლის თუ მეორადის?

ავტომობილის ყიდვა ამაღელვებელი პროცესია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას პირველად აკეთებთ. ამ დროს შესაძლოა რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიხდეთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი არჩევანი რისი გაკეთებაც გიწევთ არის იყიდოთ სულ ახალი, „ქარხნიდან გამოყვანილი“ თუ მეორადი ავტომობილი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ფინანსურ მდგომარეობასა და პირად სურვილებზე. ამ რთული გადაწყვეტილების მიღებისას კარგი იქნება თუ შემდეგ პუნქტებს გაითვალისწინებთ.

 იყიდეთ ახალი ავტომობილი:

თუ გსურთ, რომ თქვენი ავტომობილი საუკეთესო მდგომარეობაში იყოს

ახალ ავტომობილს ისტორია არ აქვს. ის მცირე მეტრები, რაც მას შესაძლოა გავლილი ჰქონდეს, მხოლოდ დილერის მიერაა ნატარები. მას არ მოსვლია ავარია. არც პატრონს დაუკლია მზრუნველობა. ყველაფერი ახალია. თუ ამ დონის სანდოობა გსურთ, მაშინ შეიძინეთ ახალი ავტომობილი.

თუ გსურთ, რომ გარანტია გქონდეთ

როცა ახლადშეძენილ ავტომობილზე გარანტია გაქვთ, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ, რაც უნდა მოხდეს ამაზე პასუხისმგებლობას მწარმოებელი აიღებს. კაპიკის გადახდაც არ მოგიწევთ. გარანტია შესაძლოა მეორად მანქანასაც ჰქონდეს, თუმცა საუკეთესო გარანტია ისაა, რაც ახალ მანქანას შეძენის შემთხვევაში მოჰყვება.

თუ თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლიათ

ახალი მანქანები თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ისინი ფინანსურად სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. დღეს ყველა დონის ავტომობილში შევხვდებით იმ დეტალებს, რაც ადრე მხოლოდ ელიტარულ ავტომობილებს ახასიათებდა. მაგალითად, მულტიმედიური სენსორული ეკრანები, ნავიგაციის სიტემები და სხვა. თუ თანამედროვე ტექნოლოგიები გინდათ, ახალ მანქანებს შორის უფრო დიდი არჩევნის საშუალება გექნებათ.

თუ უმაღლესი დონის უსაფრთხოებას ეძებთ

ყოველ წელს ავტომატური უსაფრთხოების წესები სულ უფრო მკაცრდება. ეს წესები აიძულებს ავტომწარმოებლებს, შექმნან მაქსიმალურად უსაფრთხო ავტომობილი. დღეს უკვე აღარაა უჩვეულო თუ ავტომობილს საბურავებში წნევის შესამოწმებელი სისტემა და კრუიზ კონტროლი აქვს.

შეიძინეთ მეორადი ავტომობილი:

თუ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ

მეორადი ავტომობილი, როგორც წესი, უფრო იაფი ღირს. თქვენ შეძლებთ იყიდოთ ის მოდელი, რომელიც გსურთ თუ თქვენი ბიუჯეტი არაა საკმარისი ახლის შესაძენად. სანამ შეიძენთ დარწმუნდით, რომ ის სათანადოდ შეამოწმეთ და თქვენი გადახდილი ფული გადაყრილი არაა.

თუ არ გსურთ იფიქროთ გაუფასურებაზე

ახალი ავტომობილები მალე უფასურდება. ხშირ შემთხვევაში ახალი მანქანები ერთი წლის შემდეგ მისი ფასის 40%-ით იაფდება. მეორადი ავტომობილები ასე მალე ვერ კარგავს ფასს. მეორედ მანქანაზე ნაკაწრები არც თუ ისე შეგაწუხებთ, როგორც ახალზე.

თუ ფიქრობთ, რომ მანქანის გაყიდვა მოგიწევთ

როგორც უკვე აღვინშნეთ, ახალი ავტომობილები მალე კარგავს ფასს. მეორადები მას უფრო დიდხანს ინარჩუნებენ. თუ მანქანა კარგად გყავთ მოვლილი, შესაძლოა ის იმავე ფასში გაყიდოთ, რა ფასადაც შეიძინეთ. თუ მეორად მანქანას შეაკეთებთ და ახალ ფუქციებს დაუმატებთ, შესაძლოა მასში უფრო ძვირიც გადაგიხადონ.

თუ გამორჩეული გემოვნება გაქვთ

იქნებ ისეთი მანქანა გსურთ, რომელიც წარმოებიდან ამოღებულია, მაგალითად, Mitsubishi Eclipse ან Kia Pride. ასეთ შემთხვევაში მეორადი ავტომობილების ბაზარი თქვენი ერთადერთი არჩევანია. ასეთი ავტომობილების კარგ მდგომარეობაში პოვნა შესაძლოა ადვილიც იყოს და რთულიც. ეს დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და მოდელზე. ბაზრის წარმატებული შესწავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ სასურველი ავტომობილი კარგ ფასად და კარგ მდგომარეობაში შეიძინოთ. 

და ბოლოს, ავტომობილის შეძენისას მარტო საკუთარ გამოცდილებას ნუ დაეყრდნობით. მიმართეთ ფინანსურ კონსულტანტს და ის გირჩევთ თქვენს კონკრეტულ მდგომარეობაში რისი შეძენაა მიზანშეწონილი. ორივე შემთხვევაში, ყიდულობთ ახალ თუ მეორად ავტომობილს, მთავარია გქონდეთ სწორი ინფორმაცია. სწორედ ასეა შესაძლებელი სწორი არჩევანის გაკეთება.

გაზიარება: