Vision E და 918 RS-ი Porsche-ს ელექტროფიცირებული სარბოლო ავტომობილები უნდა ყოფილიყო
Aa
Aa

Vision E და 918 RS-ი Porsche-ს ელექტროფიცირებული სარბოლო ავტომობილები უნდა ყოფილიყო

ერთ ადგილიანი, სარბოლო გზისთვის ორიენტირებული EV-ს ხილვა ნამდვილად გასაოცარი იქნებოდა. 

მასიური ელექტროფიკაცია Porsche-ს საგზაო და სარბოლო მომავალია. ჩვენ უკვე ვიხილეთ Taycan-ი და ბრენდის გუნდი Formula E-ში. კომპანია 2019 წლიდან კონცეპტუალური მოდელების შექმნის აქტიურ ფაზაში იყო, თუმცა, საწარმოო შემაგდენლობაში მხოლოდ რამდენიმე მოხვდა.

Porsche Vision E-ს კონცეპტის მიზანი მარკეტინგული კაპიტალიზაციის მცდელობა და Formula E-ში ბრენდის დამკვიდრება იყო.

Formula E-ს ავტომობილის მსგავსად Vision E ერთ ადგილიანია, მაგრამ მისი კოკპიტი სრულად დახურულია. დიზაინის ერთ-ერთი თვისება ნახევრად ღია ბორბლის პრინციპია, რომელიც მექანიკურ ნაწილების მაქსიმალურად ღიას ხდის. ეს ნიშნავს, რომ ფრთებზე კორპუსის მხოლოდ მცირე ნაწილები გადმოდის.

მაშინ, როდესაც Vision E დიზაინის სრულიად ახლებურ ხედვას წარმოადგენს Porsche Vision 918 RS-ი ბრენდის სუპერქარს იმდენად მახვილს ხდის, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

საპროექტო ჯგუფმა 918 Spyder-ის ძარა აიღო და მასზე ოპტიმიზირებული აეროდინამიკური კორპუსი დაამონტაჟა. ეს ყველაფერი შასისა და მართვის ტექნოლოგიის გაზრდისთვის გახდა საჭირო. შედარებისთვის გეტყვით, რომ RS-ს უფრო დაბალი ცხვილი და გრძელი უკანა ნაწილი აქვს. წინა სარტყელის ღიობები უფრო გაზრდილია, ხოლო გამყოფი უფრო გამოკვეთილი. მაღლა უფრო წვრილი და ვერტიკალურად განლაგებული მაშუქებია, რომელიც ფრთებს მიყვება.

კარს რთული ფორმა აქვს და ის უკანა ფრთებთან არის დაკავშირებული. ფანჯრის ქვედა მხარე ისეა გამოკვეთილი, როგორც არასდროს. უკანა ფრთებზე განლაგებული ვერტიკალური ფარფლები Porsche 917-ის სარბოლო ავტომობილს მოგაგონებთ.

როგორი იქნებოდა Porsche-ს ეს მოდელები რეალურ ცხოვრებაში არ ვიცით, თუმცა, ფაქტი ისაა, რომ მათი საწარმოო მოდელებს ხილვა ავტოსამყაროს კიდევ უფრო საინტეროს გახდიდა.

მსგავსი სიახლეები