Porsche Taycan-მა სამეზობლოში სიმშვიდე დაარღვია
ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ დაზღვევას ეს არ მოეწონება.
ელექტრო ავტომობილის მომენტალური მაბრუნი მომენტი ერთდროულად შეიძლება დალოცვაც იყოს და წყევლაც. წყნარ სამეზობლოში სიმშვიდე Taycan-მა დაარღვია. ამ შემთხვევაზე ამ ეტაპზე ბევრი არაფერი ვიცით. ავტომობილის საჭის მარჯვენა მხარე და ავარიის ადგილი იმაზე მეტყველებს, რომ შემთხვევა ბრიტანეთში მოხდა.
რა თქმა უნდა, ეს სახლთან მისასვლელი უმარტივესი გზა არ არის, მაგრამ ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. შესაძლოა, მძღოლს მუხრუჭისა და აქსელერატორის სატერფული აერია.
მიუხედავად მიზეზისა, სადაზღვევოს ეს ნამდვილად არ მოეწონება. სანამ გზიდან გადავარდებოდა, გაჩერებულ SUV-ს შეეჯახა. შემდეგ კი BMW 1 Series-ს დაეცა და ნახევრად ჰაერში დაკიდებული დარჩა. როგორც ჩანს, მძღოლი გადარჩა, მაგრამ ერთი შეცდომა საკმაოდ ძვირად დაუჯდება.
მომენტალური მაბრუნი მომენტი ტყუილად არ გვიხსენებია. საბაზისო 4S-ს მაბრუნი მომენტი 647ნმ აქვს. როგორც ჩანს, მძღოლმა აქსელერატორს საჭიროზე მეტად დააჭირა და მოტორებმა თავისი საქმე გააკეთა.