მოდერნიზირებული რეტრო ავტომობილი: Volkswagen e-Bulli
Aa
Aa

მოდერნიზირებული რეტრო ავტომობილი: Volkswagen e-Bulli

„ფოლკსვაგენის“ კომერციული ავტომობილების დეპარტამენტმა წლის ყველაზე საინტერესო მოდელი წარადგინა: VW e-Bulli. ახალი Caddy და Transporter-ი ცუდი არაა, მაგრამ როდესაც თანამედროვე ავტომობილებს VW Type-2-თან ადარებთ, ხვდებით, თუ როგორი დეგრადაცია განიცადა დიზაინმა.

სურათში ასახული 1966 წლის T1 Samba Bus სტანდარტული ნამდვილად არაა. რესტავრირებული ძარის ქვეშ VW e-UP-ის კომპონენტები იმალება.

გერმანული კომპანიის eClassics-ის დახმარებით, „ფოლკსვაგენმა“ ძველი 4-ცილინდრიანი 43-ცხენისძალიანი ოპოზიტური ძრავა ამოიღო და 82-ცხენისძალიანი ელექტროძრავით ჩაანაცვლა. 45-კილოვატიანი ბატარეები ავტომობილს 200 კილომეტრის დასაფარად ყოფნის და სწრაფი დატენვის ხარჯზე 0-დან 80%-მდე 40 წუთში იტენება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ მხოლოდ კონცეპტია, რომელსაც „ფოლკსვაგენმა“ e-Bulli დაარქვა, eClassics-ი ასეთი მინივენების სერიულ წარმოებას აპირებს და მათი ფასი £60 000-ის ფარგლებში იქნება.

„ფოლკსვაგენის“ ახალი ელექტრო-ფურგონი ახალ შასიზე დგას, რომელიც ძველთან არც ერთ დეტალს იზიარებს.

e-Bulli-ს მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად 130 კმ/სთ-მდეა შეზღუდული.

გარეგნულ ცვლილებებს რაც შეეხება, ყველაფერი კლასიკური სტილის დაცვით არის განახლებული. ერთადერთი, რაც მის არასტანდარტულობაზე მეტყველებს, ავტომატური გადაცემათა კოლოფის სახელური და წინა მაშუქებია.

მსგავსი სიახლეები