XJ-ს დაბრუნება: JLR ორი დამატებითი მოდელით გამოვა
Aa
Aa

XJ-ს დაბრუნება: JLR ორი დამატებითი მოდელით გამოვა

როგორც ცნობილი ხდება, Jaguar-ი აპირებს წარმოებაშ XJ დააბრუნოს. ამჯერად ის ელექტრო სედანი იქნება.

ეს არის ბრიტანეთის პასუხი Mercedes EQS -ზე. 2021 წლის ბოლოს JLR-ი ორი დამატებითი მოდელით გამოვა, რომლებიც MLA-ზე იქნება დაფუძნებული: გრძელი J-Pace SUV-ი და გასაიდუმლოებული Road Rover-ი.  

J-Pace-ს უფრო ავანგარდული  სტილი ექნება და უფრო მდიდრული ინტერიერიც, ვიდრე შედარებით მცირე ზომის F-Pace-ს. Road Rover-ის შესახებ კი ინფორმაცია არ ვრცელდება. ის კი ცნობილია, რომ ელექტრო მანქანა სხვა სახელით გამოვა და უფრო ქალაქის ქუჩებზე იქნება გათვლილი.

ყველა ეს მოდელი კროსოვერი იქნება, მაგრამ მათ უფრო დაბალი კლირენსი ექნება. შესაძლოა ისინი უფრო მაღალ ფურგონს ჰგავდეს.  Jaguar-ს უკვე ჰყავს Land Rover-ი, საკმარისი კროსოვერები და სუვები, ამიტომ ცოტაოდენი სახესხვაობა არ აწყენდათ.

სამივე მოდელი XJ, J-Pace, Road Rover-ი არის 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ქარხნებში იმისთვის, რომ MLA პლატფორმა მოამზადონ. ახალი პლატფორმა მოსახერხებელი უნდა იყოს ელექტრო მოტორებისთვის, წვის ძრავისთვის და ასევე კომბინაციისთვის. როგორც ჩანს, ფლაგ-ინ ჰიბრიდების გამოშვებაც იგეგმება.

მსგავსი სიახლეები