ჰიბრიდებზე ეკონომიური კომპაქტური სედანი დიდი სივრცით: 2019 წლის Chevrolet Cruze
Aa
Aa

ჰიბრიდებზე ეკონომიური კომპაქტური სედანი დიდი სივრცით: 2019 წლის Chevrolet Cruze

21-ე საუკუნეში კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში ფეხის მოკიდება ადვილი არაა, თუმცა ეს Chevrolet Cruze-ს კარგად გამოსდის. მართალია, 2018 წელს Honda Civic Sport-ი და  Volkswagen Golf-ი წლის10 საუკეთესო ავტომობილში მოხვდნენ, მაგრამ Cruze თავისი კომფორტული მართვით, გასაკვირად დიდი საბარგულით და საინფორმაციო-გასართობი სისტემით მაინც გამოირჩევა. ამ მანქანის აგრეგატს ცოტა თავდაჯერებულობა აკლია, მაგრამ Cruze-ს ოჯახში თქვენთვის შესაფერის ავტომობილს აუცილებლად იპოვით.

რა არის ახალი 2019 წლისთვის?

უფრო აგრესიული წინა ცხაურა და განახლებული უკანა და წინა ბამპერები ცვლილებებიდან თვალში ყველაზე მოსახვედრია. 2019 წლის Cruze-ს განახლებული უკანა მაშუქებიც აქვს. ასევე შესამჩნევია სალონი ახალ ფერებში და ახალი დისკები. საინფორმაციო-გასართობი სისტემაც უფრო თანამედროვეა, ვიდრე წინათ. RS პაკეტი მოიცავს ახალ ემბლემებს და დისკებს, რომლებიც შავი ფერისაა.

Chevrolet Cruze-ს ფასები  

  • L: $18,870
  • LS: $19,995
  • LT: $22,595
  • Premier: $24,395

Cruze LT- არის ადეკვატური ავტომობილი ადეკვატურ ფასად. სტანდარტული 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მართვისას საკმარის სიამოვნებას ანიჭებს. ავტომატური გადაცემათა კოლოფი დამატებითი თანხა დაგიჯდებათ. შედარებით ძვირი ჰეჩბეკი უკეთესი არჩევანია. Cruze LT-ს აქვს კრუიზ კონტროლი, ალუმინის დისკები და 6-დინამიკიანი SiriusXM სატელიტური რადიო.

 

ძრავა და ტრანსმისია

დადებითი მხარეებიკარგი აჩქარება ბენზინის 4-ცილინდრიანით, ხელმისაწვდომი დიზელის აგრეგატი, კარგი მართვადობა.

უარყოფითი მხარეებიიმედგამაცრუებელი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, მექანიკით ცუდი მართვადობა, დიზელის ძრავა ხმაურიანია.

Cruze-ის საბაზისო აგრეგატი 153-ცხენისძალიანი ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ძარავაა 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. ხშირად უპირატესობას მექანიკას ანიჭებენ, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია. სიჩქარეებში ცუდად გადადის, მაშინ, როცა ავტომატური გადაცემათა კოლოფით Cruze სწრაფად ჩქარდება. ხესმისაწვდომი დიზელის ვერსია ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ძრავით და 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა. დიზელის ძრავა უფრო ხმამაღალი და უხეშია, ვიდრე მისი ბენზინის პარტნიორი.  

Cruze გზაზე თავდაჯერებულად გამოიყურება. ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს მის რეალურ გაბარიტებზე დიდია. მისი მართვა რბილი და სასიამოვნოა. სიგნალებზე მარტივად რეაგირებს. მისი რბილი დაკიდება მოსახვევებში მაღალ სიჩქარეზე არაზუსტია, მაგრამ, უსწორმასწორო გზაზე  შესანიშნავად გამოიყურება.

 

საწვავის მოხმარება

როცა საქმე საწვავის ეკონომიას ეხება, Cruze კიდევ უფრო შთამბეჭდავია. მისი აგრეგატები საწვავის წარმოუდგენელ ეკონომიას გვთავაზობს. განსაკუთრებით კი დიზელის ვერსია, რომელიც ზოგიერთ ჰიბრიდზე უფრო ეკონომიურიც კია. ბენზინზე მომუშავე სედანი 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით 100 კმ-ზე ქალაქში 7.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე - 5.9 ლიტრს. დიზელის ვერსია 100 კილომეტრზე ქალაქში 7.6 ლიტრს წვავს, ტრასაზე კი - 5 ლიტრს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

ინტერიერი, საინფორმაციო-გასართობი სისტება, ბარგი

დადებითი: ინტუიციური საინფორმაციო-გასართობი სისტემა, დიდი სივრცე მგზავრებისთვის, ადვილად დაკევცადი უკანა სავარძლები.
უარყოფითი: ნაკლები სტანდარტული ფუნქციები, კრუიზ კონტროლიც დამატებითი ფუნქციაა.

ამ  მანქანის ექტერიერზე შეჩერება არ ღირს. მას მისი სეგმენტისთვის ჩვეული ნორმალური შესახედაობა აქვს. რაც შეეხება ინტერიერს, Cruze-ს სედანს და ჰეჩბეკს თითქმის მსგავსი ინტერიერი აქვს. თავს ზემოთ და ფეხებისთვის სივრცე თითქმის იდენტურია. თუმცა, ჰეჩბეკის მგზავრებს უკან თავის მცირედით დიდი სივრცე აქვთ. კომპაქტური ავტომობილისთვის Cruze-ში სივრცე მოულოდნელად დიდია. ნაჭრის სავარძლები საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ მყიდველებს პრემიერ ვერსიის შეძენა მოუწევთ იმისთვის, რომ მძღოლის სავარძელი ადაპტირებადი იყოს.  პრემიერ ვერსიაში საჭეც და უკანა სავარძლებიც გათბობადია. ყველაფერს ის აფუჭებს, რომ კრუიზ კონტროლი ყველა მოდელისთვის სტანდარტული ფუნქცია არაა.

Chevrolet-ის MyLink საინფორმაციო-გასართობი სისტემა შესანიშნავია. 7-ინჩიანი ეკრანით და მოსახერხებელი ღილაკებით, ეს ის სისტემაა, რომელსაც მყიდველების უმეტესობა მარტივად გაუგებს. Apple CarPlay და Android Auto ორივე სტანდარტულია და სმარტფონების გამოყენებაზე მაქსიმალურ წვდომას იძლევა.

სედანშიც და ჰეჩბეკშიც უკანა სავარძლები ადვილად იკეცება. ამ სეგმენტის ავტომობილების უმეტესობა ორნაბიჯიან დაკეცვას საჭიროებს, რაც მანქანიდან გადმოსვლას და შემოვლას მოითხოვს. Chevrolet-ი ამ ერთსაფეხურიანი მარტივი დახურვისთვის შექებას იმსახურებს.

დაკეცილი უკანა სავარძლებით, ამ მანქანაში ბარგისთვის წარმოუდგენლად დიდი სივრცეა.

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

Cruze-მა NHTSA ტესტში კარგი შედეგი აჩვენა. მძღოლის დამხმარე ფუნქციების უმეტესობა დამატებითია და სტანდარტულ Cruze-ს არ მოჰყვება. ავტომატური დამუხრუჭება, ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა, წინა შეჯახების გაფრთხილება მხოლოდ პრემიერ მოდელში Driver Confidence II პაკეტის სახით არის შესაძლებელი. ძირითადი ფუნქციები მოიცავს:

  • დამატებით ავტომატური დამუხრუჭების სისტემას
  • დამატებით ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემას
  • დამატებით წინა შეჯახების გამაფრთხილებელ სისტემას

შეჯამება

საბოლოოდ, 2019 წლის Cruze დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა უარყოფით მხარეებზე თვალს ვერ დავხუჭავთ. თუ გსურთ, ნორმალური შესახედაობის მცირე ზომის სედანი ან ჰეჩბეკი, რომელიც კარგად იმართება, მაშინ Cruze თქვენთვის სწორი არჩევანია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მცირე ზომის დიზელის ავტომობილს ეძებთ, მაშინ სხვა ვარიანტი არც უნდა განიხილოთ. მაგრამ, თუ თქვენთვის უსაფრთხოების ფუნქციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიურობა, მაშინ Toyota Corolla ან Honda Civic-ი შეიძინეთ, რადგან მათ ეს ფუნქციები საბაზისო პაკეტში მოჰყვება და პრემიერ პაკეტის დამატებით ყიდვა არ მოგიწევთ.  

მსგავსი სიახლეები