VW-ს მანქანებიდან მექანიკური გადაცემათა კოლოფი არ გაქრება
Aa
Aa

VW-ს მანქანებიდან მექანიკური გადაცემათა კოლოფი არ გაქრება

„ფოლკსვაგენმა“ იცის, რომ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდათ, რომ მანქანაში სამი პედალი ჰქონდეთ.

„ფოლკსვაგენს“ უნდა, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფების გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანოს და ამიტომ, მის მანქანებში სიჩქარეების გადამრთველს კიდევ შევხვდებით.

Volkswagen Passenger Cars-ის ტექნიკური განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მათიას რაბეს განცხადებით, კიდევ არიან ადამიანები, რომლებაც საკუთარი ფესვების გახსენება და გადაცემების თავად გადართვა უნდათ. „ფოლკსვაგენი“ მექანიკურ გადაცემათა კოლოფიან მანქანებს მანამდე გამოუშვებს, სანამ მათზე მოთხოვნა არ გაქრება.

სასიამოვნოა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი ცდილობს, თითოეული ადამიანის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, მაგრამ საინტერესოა ექნება თუ არა Golf R-ს, რომლის პრეზენტაციაც წელს უნდა შედგეს, სამი პედალი. ბოლო GTI-ს სტანდარტული 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, თუმცა დიზელის GTD და ელექტრო GTE ორივე DSG-ია.  

VW მექანიკურ გადაცემათა კოლოფიან მანქანებს ყიდის კიდეც! GTI და Polo GTI ევროპაში მხოლოდ მექანიკური კოლოფით იყიდებოდა. საგულისხმოა, რომ რაბე ზოგადად მექანიკური გადაცემების ხელმისაწვდომობაზე საუბრობდა და არა მხოლოდ საჩვენებელ მოდელებში. ვოლფსბურგიდან მექანიკური გადაცემათა კოლოფით კიდევ ბევრი მანქანა იქნება, რომლებიც ენთუზიასტებს გაახარებს.

მსგავსი სიახლეები