Corvette-ს დოკუმენტური ფილმი უკეთეს მომავალს გვპირდება
Chevy-მ ინტერვიუ C8-ს დიზაინის შემქმნელებთან ჩაწერა.
Chevrolet Corvette C8 წარმოების მეორე წელში გადადის და გუნდმა გადაწყვიტა, გაეხსენებინათ, როგორ მივიდნენ შუა-ძრავიანი ავტომობილის მოდელამდე.
შუაძრავიანი Corvette-ის აწყობაზე საუბარი 2011 წლიდან დაიწყო. იმ დროიდან სულ მცირე 12 დიზაინერი სტილის შესაფასებლად არასრული ზომის მოდელის აწყობას ცდილობდა. გარდა ამისა, 3 სრული ზომის წებოს მოდელიც აიგო, თითოეულ გვერდზე სხვადასხვა დიზაინით.
დიზაინერებისთვის მთავარი შთაგონება საბრძოლო თვითმფრინავები და სარბოლო ავტომობილები იყო. მათ ასევე Corvette-ს წარსულიც უნდა გაეთვალისწინებინათ. 'Vette-სა და F-22 Raptor-ის ერთად ჩვენების მიზეზი მსგავსებებზე ხაზგასმაა. ეს მსგავსება განსაკუთრებით ჰაერის შემწოვებთან იჩენს თავს.
დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილი 4 იანვარს გამოვა და მასში მთავარი აქცენტი ინჟინრებზე იქნება გაკეთებული. კომპანიის თქმით, ეს Corvette-ს მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისია. კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ მომავალში, არ გაუმხელიათ, თუმცა, ლოდინი ღირს.
პაპარაცული ფოტოები და ვიდეოები ადასტურებს, რომ Chevy უფრო მძლავრ C8-ზე უკვე მუშაობს. არსებული ინფორმაციით, ახალ Z06-ს 5.5-ლიტრიანი V8 ძრავა უნდა ჰქონდეს, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ინფორმაცია ახალ Corvette Grand Sport-ის გამოსვლაზეც ვრცელდება. ის, სავარაუდოდ, სხვა მოდელებთან ნაწილებს გაიზიარებს. მაგალითად, Z06-ის მუხრუჭები და დაკიდების სისტემა ექნება. ძრავა - 6.2-ლიტრიანი V8. არ უნდა დაგვავიწყდეს Zora, რომელსაც 1000 ცხენის ძალა აქვს. ეს ძალა ტვინ-ტურბო, ჰიბრიდული V8-სგან მოდის.