ქარხნული Vs. არაქარხნული ნაწილები: რა განსხვავებაა & რომელი უნდა შეიძინოთ?
ალბათ ყველა მძღოლი ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც ავტომობილისთვის ახალი დეტალის ან ნაწილის შეძენა გადაუწყვეტია. ეს შესაძლოა ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლით ან, სულაც, გალამაზებისთვის და ახალი შტრიხების შეტანით ყოფილიყო განპირობებული.
როდესაც ავტომობილის შეკეთებას ან მოდიფიცირებას გადაწყვეტთ, სხვადასხვა ბაზრებსა თუ ინტერნეტ კატალოგებში ნაწილების ორ ტიპს წააწყდებით. ერთი ტიპი ქარხნის მიერ წარმოებულ ორიგინალ ნაწილებს (OEM-ს) გულისხმობს, ხოლო მეორე არაქარხნულს, ე.წ. აფთერმარკეტ ნაწილებს. ქვემოთ შევეცდებით ამ ორი სხვადასხვა წარმოების ნაწილის შესახებ არსებულ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ.
რა განსხვავებაა OEM & აფთერმარკეტ ნაწილებს შორის?
OEM ჰქვია ნაწილს, რომელიც იმ ქარხანაშია წარმოებული, სადაც ეს ავტომობილი შეიქმნა. ისტორიულად, ასეთი ნაწილების შეძენა მხოლოდ ავტორიზებულ სადილეროებშია შესაძლებელი. წლების განმავლობაში ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვისა და პურისტებისთვის ეს დეტალის იდენტურით შეცვლის ერთადერთი საშუალება იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში ეს პრაქტიკა შეიცვალა და OEM ნაწილების შოვნა სხვადასხვა ბაზრებში ან ონლაინ მაღაზიებშიცაა შესაძლებელი, სადაც მათ მესამე მხარე ასაღებს.
მეორეს მხრივ, არაორიგინალი ნაწილი იმგვარად წარმოებული კომპონენტია, რომელსაც ზუსტად ისევე შეუძლია ფუნქციონირება, როგორც ორიგინალ ნაწილს. ეს კომპანიები ძირითადად OEM ნაწილის შემომტანებს უწევენ კონკურენციას. აფთერმარკეტ ნაწილების ყიდვა მეტწილად ელექტრონულად არის შესაძლებელი, რადგან მათ საქონლის გასაყიდად ავტორიზაციის გაცემა არ სჭირდებათ. შესაბამისად, მეტი ხელმისაწვდომობისთვის, კომპონენტები საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზეა გასაყიდად განთავსებული.
მათთვის, ვინც ავტომობილის აწყობას ან გადაკეთებას ჰობიდ აქცევს ალტერნატიული ნაწილების შეძენა შესაძლოა უფრო მიმზიდველი გახდეს. ამის მიზეზი პროდუქტის უნიკალურობა და მყიდველის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული ნაწილების გამოშვებაა.
ღირს თუ არა არაქარხნული ნაწილები უფრო იაფი?
ზოგადად, არაქარხნული ნაწილის ბუნებიდან გამომდინარე - იყოს ორიგინალთან შედარებით უფრო კონკურენტული - ის ნაკლებად ძვირია. მის დაბალ ფასს მისი ხელმისაწვდომობაც განაპირობებს. შესაძლოა ერთსა და იმავე არაქარხნულ ნაწილს სხვადასხვა ფასი ჰქონდეს, რადგან შესრულების ხარისხი უკეთესი, ხოლო გამოშვება ლიმიტირებული იყოს. შესაბამისად, ღირებულების მიხედვით, მათი ფასი განსხვავებულია, არჩევანი კი ფართო. მომხმარებლებს კი ამა თუ იმ დეტალის შეძენა უფრო მარტივად, საკუთარი ფინანსებისა და სურვილების მიხედვით შეუძლიათ.
გარდა ამისა, აფთერმარკეტ დეტალების ფასს სხვადასხვა მოვაჭრე ფასდაკლებებისა და სხვა მარკეტინგული გათვლების შესაბამისად ადგენს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ კარგ შემოთავაზებას ეძებთ, მაშინ ბაზარი აუცილებლად უნდა იკვლიოთ.
არის თუ არა არაქარხნული ნაწილები დაბალი ხარისხის?
წლების წინ, როდესაც არაქარხნული ნაწილები პირველად გამოჩნდა, მოვაჭრეების ნაწილმა OEM ნაწილებთან მიმართებით, ფასში კონკურენციისთვის, ხარისხის დათმობა გადაწყვიტეს. ამ ყველაფერმა კი ქარხნული ნაწილების ისტორიული მომხმარებლები გაახარა და ხარისხში რწმენა კიდევ უფრო განუმტკიცა.
დღეს აფთერმარკეტ დეტალების მწარმოებელი კომპანიები ხარისხის მნიშვნელობას კარგად იაზრებენ. სწორედ ამიტომ, გარკვეული მათგანის პროდუქტი OEM ნაწილის ხარისხთან საკმაოდ ახლოსაა. ფაქტობრივად, არსებობს ისეთი არაქარხნული ნაწილების მომწოდებლებიც, რომლებიც OEM ნაწილის ხარვეზებსაც ასწორებენ და უფრო გაუმჯობესებულ კომპონენტებს აწარმოებენ. გამომდინარე აქედან, კონკურენცია ახლა არამხოლოდ ფასში, არამედ ხარისხშიცაა.
არსებობს თუ არა ყალბი ნაწილის შეძენის რისკი?
სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ყველაფერი შესაძლებელია. დაფიქრდით, რამდენი ყალბი საათი, სათვალე, ჩანთები და სხვა ნივთი მზადდება. ავტომობილის ნაწილებიც სამწუხაროდ იმავე რეალობაშია. უსაფრთხოების ბალიშები, სამუხრუჭე ხუნდები, საბურავები, ელექტრო კომპონენტები და ძრავის ან სავალი ნაწილების უმრავლესი დეტალი ამ რისკის ქვეშ დგას.
როგორ უნდა მივხვდეთ რომელია ყალბი ნაწილი?
კარგად შეამოწმეთ ნაწილის ხარისხი, წარწერების მართლწერა და ფერები. როდესაც საქონელს ელექტრონულად შეიძენთ, ეცადეთ მოძებნოთ ისეთ პროდუქტი, რომლის სურათებიც კარგი ხარისხით მოიპოვება. ასევე, დაწვრილებით გაეცანით აღწერასა და სპეციფიკაციებს.
რისკის შემცირების კიდევ ერთი გზაა პროდუქტის კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიების ან საცალო მოვაჭრეებისგან ყიდვაა. ინტერნეტ მოვაჭრეებს მომხმარებლები ხშირად ელექტრონულად აფასებენ, რაც სანდოობას ზრდის.
OEM თუ აფთერმარკეტ ნაწილი: რომელია საუკეთესო?
ზოგ შემთხვევაში არჩევანი არ გვაქვს. ახალი ავტომობილებისთვის ან ისეთი ნაწილებისთვის, რომლებიც ან უფრო ძვირი ღირს, ან ნაკლებ მოთხოვნაა მათზე, OEM-ი შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი იყოს. OEM ნაწილით თქვენ გარანტირებულად ანაცვლებთ შესაცვლელ კომპონენტს ზუსტად ისეთით, რაც ავტომობილს ქარხნულად დაუმონტაჟდა. ბუნებრივია, რომ ასეთი ნაწილი ავტომობილს ზუსტად ერგება. სწორედ ამიტომ პურისტებისთვის ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია.
მეორეს მხრივ, ძველი ავტომობილებისთვის ქარხნული ნაწილის შოვნა სულ უფრო და უფრო რთულდება. საღი დეტალები დროთა განმავლობაში ყველა დილერთან და ყველა მოვაჭრესთან ილევა. ასეთ შემთხვევებში აფთერმარკეტ ნაწილების არსებობა საკმაოდ მოსახერხებელია. გარდა ამისა, სხვადასხვა ფასისა და ხარისხის პროდუქტი, უკეთესი ხელმისაწვდომობა და ფართო არჩევანი მართლაც მეტ მოქნილობას ქმნის, რაც ასევე დასაფასებელი გარემოებებია.