ლუის ჰამილტონი მიხაელ შუმახერის რეკორდს გაუთანაბრდა და ახლა ეს ორი პილოტი ფორმულა 1-ის რეკორდების წიგნში გვერდიგვერდ დგას.
დიდი დავაა, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო პილოტი? ამ კითხვაზე ყველასთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი არ არსებობს. თუმცა, სტატისტიკის შედარება შეგვიძლია.
მოდით, სანამ უფრო დეტალურ შედარებაზე გადავალთ, ამ ორი ადამიანის წარმოუდგენელ სტატისტიკას თვალი გადავავლოთ!
სტატისტიკა
ჰამილტონი შუმახერს ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტით ჯობნის: პოლ პოზიციები და გამარჯვებები.
თუმცა, დარჩა კატეგორიები, რომლებშიც შუმახერი ჯერ კიდევ ლიდერია: ყველაზე სწრაფი წრეები, სეზონში ყველაზე მეტი გამარჯვება, სეზონში ზედიზედ გამაჯვებები... შუმახერის სტატისტიკაზე ცუდად „მერსედესში“ გატარებული წლები აისახა. 2010-2012 წლებში ის პოდიუმზე მხოლოდ ერთხელ ავიდა, მაშინ, როცა 1994-2006 წლებში 154-ჯერ.
რა თქმა უნდა, ჰამილტონი ფორმულა 1-დან წასვლას ჯერ არ აპირებს და მისი სტატისტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, მაგრამ ამ ეტაპზე არსებულ მონაცემებს ვადარებთ.
ტიტული
ჰამილტონი 7 – 7 შუმახერი
გამარჯვებები
ჰამილტონი 95 - 91 შუმახერი
სტარტი
ჰამილტონი 266 - 306 შუმახერი
პოლ პოზიცია
ჰამილტონი 98 - 68 შუმახერი
ქულბის ზონაში დასრულებული რბოლა
ჰამილტონი 227 - 221 შუმახერი
პოდიუმები
ჰამილტონი 165 - 155 შუმახერი
ყველაზე სწრაფი წრეები
ჰამილტონი 53 - 77 შუმახერი
რბოლა პირველ პოლ პოზიციამდე
ჰამილტონი 5 - 41 შუმახერი
რბოლები პირველ გამარჯვებამდე
ჰამილტონი 6 - 18 შუმახერი
სეზონში ყველაზე მეტი გამარჯვება
ჰამილტონი 11 - 13 შუმახერი
ზედიზედ გამარჯვებები
ჰამილტონი 5 - 7 შუმახერი
ზედიზედ პოდიუმი
ჰამილტონი 16 - 19 შუმახერი
საინტერესო დამთხვევაა, რომ ორივე პილოტმა თავის მეშვიდე ტიტულს 35 წლის ასაკში მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ამ ორ ჩემპიონს ზოგიერთ ასპექტში სებასტიან ფეტელი უტოლდება ან უსწრებს. ფეტელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია. ასევე მას ზედიზედ 9 გამარჯვების რეკორდი აქვს, ხოლო 2013 წლის სეზონში 13 გრან პრიში გაიმარჯვა და შუმახერს გაუთანაბრდა.
ასაკი პირველი ტიტულისას
ჰამილტონი 23 - 25 შუმახერი
მეორე ტიტულისას
ჰამილტონი 29 - 26 შუმახერი
მესამე ტიტული
ჰამილტონი 30 - 31 შუმახერი
მეოთხე ტიტული
ჰამილტონი 32 - 32 შუმახერი
მეხუთე
ჰამილტონი 33 - 33 შუმახერი
მეექვსე
ჰამილტონი 34 - 34 შუმახერი
მეშვიდე
ჰამილტონი 35 - 35 შუმახერი
რაც დრო გავა, ჰამილტონი თავის შედეგებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და შუმახერს კიდევ ბევრ ასპექტში აჯობებს. ამ ეტაპზე კი მას მხოლოდ მცირედი უპირატესობა აქვს.
რომელი უფრო სწრაფია?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია და რამდენიმე ასპექტზეა დამოკიდებული. ჰამილტონს მეტი პოლ პოზიცია აქვს მოგებული, შუმახერს მეტი სწრაფი წრე აქვს დაფიქსირებული.
პოლ პოზიციები პირდაპირ ქულებში არ აისახება. თანაც შუმახერს კარიერის ნაწილში საწვავის კონტროლიც უწევდა. თანაც, როცა პელეტონში ყველაზე სწრაფი ბოლიდი გყავს, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია. შეიძლება ითქვას, რომ შუმახერს მცირედით, მაგრამ შედარებით ნელი ბოლიდები ჰყავდა.
რაც შეეხება ყველაზე სწრაფ წრეებს, მისი მფლობელისთვის ქულის მინიჭება მხოლოდ ბოლო სეზონში დაიწყო. ორივე პილოტის კარიერაში ეს წრეები ქულების მხრივ არაფერს ნიშნავდა და უფრო თავის მოწონების საკითხი იყო. სრწაფ წრეებს, უფრო ახალი საბურავებით აფიქსირებენ და ეს პილოტის ზოგად ტემპს არ განსაზღვრავს.
სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ, ორივე პილოტი იმითაა ცნობილი, რომ მათ ზღვარზე მართვისას საოცარი კონტროლის უნარი აქვთ. თუმცა, რა იქნებოდა ჟილ ვილნევს და აირტონ სენას მათი გამოწვევის შანსი რომ ჰქონოდათ? ამას უკვე ვერასდროს გავიგებთ.
საინტერესოა, რომ F1-ის პარტნიორმა AWS-მა კვლევა ჩაატარა. კომპლექსური მატრიცის მეშვეობით პილოტები შეადარეს. სიის სათავეში აირტონ სენა აღმოჩნდა, რომელიც 0.114 წამით სწრაფი იყო, ვიდრე შუმახერი. შუმახერი კი 0.161 წამით სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე ჰამილტონი. თუმცა, მისი მეთედოლგიის გამო, კვლევის შედეგები საეჭვოა. ტოპ 10-ში ჰეიკი კოვალაინენი და ჯარნო ტრული აღმოჩნდნენ.
შედარებას ის კიდევ უფრო ართულებს, რომ ეს ორი პილოტი სხვადასხვა ერაში დომინირებდა. სუმახერის გმირული გამარჯვებების ისოტირიები 90-იანებში „ბენეტონის“ გუნდს უკავშირდება. მაშინ კი ბოლიდები უფრო აეროსენსიტიური და მძიმე იყო, ვიდრე დღესაა.
„მერსედესის“ ინჟინერიის დირექტორს ენდრიუ შოულინს ორივე პილოტთან უმუშავია. 2010-2012 წლებში შუმახერთან, 2013-დან დღემდე ჰამილტონთან. მისი შეფასებით, ორივე პილოტს მსგავსი მიდგომები აქვს.
„ეს ორი პილოტი პიროვნულად განსხვავებულია, მაგრამ მათი მართვის სტილი მსგავსია. როცა მიხაელი გუნდში მოვიდა, მისთვის დროში 0.01 სხვაობაც კი მნიშვნელოვანი იყო და მის აღმოსაფრხვრელად ყველაფერს გააკეთებდა. ის ბალანს და სისწრაფეს შორის შუალედს ყოველთვის პოულობდა. ეს ორი თვისება ლუისსაც აქვს“.
სამუშაო ეთიკა
მედიაში არსებული დახასიათებების მიხედვით, ამ ასპექტში შუმახერი ლიდერობს, მაგრამ სხვაობა იმაზე მცირეა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
შუმახერის ისტორია ყველასთვის კარგად ცნობილია: 1996-2000 წლებში ის „ფერარის“ რეკონსტრუქციის, განვიტარებისა და წამატების ერთ-ერთი შემოქმედი გახდა. მან გუნდში რორი ბირნი და როს ბრაუნი მიიყვანა. რა თქმა უნდა, გუნდის წარმატებაში ჟან ტოდმაც ითამაშა.
შუმახერის სამუშაო ეთიკა ლეგენდარულადაა აღიარებული. ისტორიები დადის იმაზე, თუ როგორ ესაუბრებოდა სამშაბათ ინჟინრებს ტელეფონით ახალ ნაწილზე და ოთხშაბათს უკვე შესამოწმებლად საჭესთან იჯდა. ტესტებში მონაწილეობის მიღება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამით გამოირჩეოდა თავისი თანამედროვეებისგან.
2000-2006 წლებში შუმახერმე ტესტირებებისას 89,533 კილომტრი დაფარა. ეს 279 დღეში მოხდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მან 7 წელიწადიდან 9 თვე მხოლოდ ტესტირებებში გაატარა. რა თქმა უნდა, ამას რბოლებიც ემატებოდა.
შედარებისთვის, ჰამილტონი „მერსედესის“ გუნდს 2013 წლიდან შეუერთდა. რა თქმა უნდა, ეს კარიერულად ძალიან წარმატებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა, მაგრამ გუნდის გაძლიერებაში მისი წვლილი დიდი არ ყოფილა. მაშინ, როცა ბრიტანელი გუნდს შეუერთდა, „მერსედესი“ უკვე იკრეფდა ძალებს და მზად იყო წარმატებისთვის. შუმახერი კი „ფერარის“ აღზევებაში ცენტრალური ფიგურა იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ადამიანის აზრით, ბრიტანელმა მადელა წარატებას იმის გამო მიაღწია, რომ ყველაზე სწრაფი ბოლიდი ჰყავს. რა თქმა უნდა ეს ასე არაა. ჰამილტონი ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე პილოტია.
„თითოეულ დაკარგულ შესაძლებლობას ის ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამს და შემდეგ რბოლამდე პრობლემის გამოსწორებას ცდილობს თავის სარბოლო ინჟინერ ბონოსთან (პეტერ ბონინგტონთან), მარკუსთან (პერფორმანსის ინჟინერთან) და გუნდის სხვა წევრებთან ერთად პრობლემას განიხილავს“. -ამბობს შოვინი. მისი თქმით, ლუისი ყოველთვის ახერხდებს რაღაც ახლის პოვნას ბოლიდისა და საბურავებისგან მაქსიმალურის მისაღებად.
ლუისს შრომისმოყვარეობას არ ვუკარგავთ, თუმცა შუმახერის თავდადებამ „ფერარისა“ და ფორმულა 1-ის ისტორია ძირეულად შეცვალა.
რბოლა და სარბოლო სტრატეგია
ორივე პილოტის სარბოლო სტრატეგია და ტრასაზე კონცენტრაცია, მათი წარმატების მთავარი გასაღებია. მაგრამ, შუმახერის დროინდელი საჭირო მართვის სტილი, დღევანდელი მოთხოვნებისგან განსხვავებულია.
შუმახერი ცნობილი იყო იმით, რომ მას „საკვალიფიკაციო წრეების“ სერიის გავლა შეეძლო ისე, რომ პიტ სტოპებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება მიეღო. ტემპის ესეთი ხასიათი „ფერარის“ წარმატების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო და ბრაუნის გენიას წარმოადგენდა.
ჰამილტონის წარმატებებს საბურავების მენეჯმენტი განაპირობებს. ის ტემპის კონტროლის საშუალებით საბურავების რეზინას საჭირო დროს აძლებინებს. ის პიტ სტოპებზე შესვლაზე ხანდახან გუნდს უარს ეუბნება. საბურავებს ფინიშის ხაზამდე აძლებინებს.
შუმახერი „პირელის ერაში“ დიდხანს არ ყოფილა. იმ დროს, როცა ის რბოლებს იგებდა, მას „ბრიჯსტოუნის“ საბურავები ჰქონდა, რომელიც სპეციალურად მისი „ფერარისთვის“ იყო შექმნილი და მისგან მაქსიმალურის ამოღება შეიძლებოდა.
ჰამილტონიც და შუმახერიც თავისი დროში მართვის სტილით გამოირჩეოდნენ. თუმცა, ყოველგვარი ზემოთნათქვამის გათვალისწინებით, ამ ორი პილოტის შედარება შეუძლებელია.
მეტოქეები
ორივე პილოტის გამარჯვებას ხშირად ბოლიდების სისწრაფეს მიაწერენ. ეს კამათი გვერდზე გადავდოთ და ვთქვათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მეტოქეების დამარცხებაა.
მიხაელ შუმახერს მართალია ცოტა ხანს, მაგრამ აირტონ სენას წინააღმდეგ რბოლა მოუწია და მას ამარცხებდა კიდეც. თუმცა, არავინ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა 1994 წელს იმოლაზე სენას გარდაცვალება. შეძლებდა აირტონი შუმახერის გამარჯვებებისთვის ხელის შეშლას თუ გერმანელის გამარჯვებები კიდევ უფრო შთაბეჭდავი გახდებოდა.
შუმახერს აირტონ სენას, დეიმონ ჰილის, ჟაკ ვილნევის, მიკა ჰაკინენის წინააღმეგ ბრძოლა მოუწია. მეტს აღარ ჩამოვთვლით. ეს გვარებიც საკმარისია მაშინდელი კონკურენციის აღწერისთვის. სახსენებელია ასევე ფერნანდო ალონსოც, რომლის წინააღმდეგ ჰამილტონსაც უბრძოლია.
რა თქმა უნდა, ძლიერი მეტოქეები ჰამილტონსაც ჰყოლია. იგივე ალონსო, სებასტიან ფეტელი, ნიკო როზბერგი - ერთადერთი გუნდელი, რომელმაც ტიტულისთვის ბრძოლაში მისი დამარცხება შეძლო.
ვრცელდებოდა ჭორები, რომ ჰამილტონთან Mercedes-ი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ აღწევდა, რადგან ბრიტანელი გუნდელის კანდიდატურაზე ვეტოს დადების უფლებას ითხოვდა. ამბობდნენ, რომ მას ფერშტაპენისა და რასელის გვერდით გუნდში ყოფნა არ უნდოდა. კონტრაქტის დადების შემდეგ, ტოტო ვოლფმა ყველაფერი უარყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჭორები საკმაოდ დამაჯერებელი წყაროებიდან მოდიოდა. თუ ყველაფერი მართლაც ასეა, ეს მსოფლიო ჩემპიონის პიროვნებაზე კარგად ნამდვილად არ მეტყველებს.
ბევრი შეიძლება არ დაგვეთანხმოს, მაგრამ შუმახერის დროს კონკურენცია სულ სხვა დონეზე იყო. იმ ადამიანებმა გერმანელ პილოტთან ერთად ისტორია დაწერეს. ბოლო დროს მომხდარი მოვლენები კი გადაწყვეტილების მიღებას გვიმარტივებს.
ვერდიქტი: შუმახერი
სპორტსმენობა
გამარჯვების მისაღწევად „გამარჯვებულის“ მენტალიტეტი და მაქსიმალურის გაკეთებაა საჭირო. თუმცა, გამარჯვებისთვის მაქსიმალურის გაკეთებასა და ზღვარს გადასვლას შორის დიდ განსხვავებაა.
შუმახერის კრიტიკოსებს არასდროს დაავიწყდებათ 1994 წლის ავტრალიის გრან პრი, 1997 წლის ევროპის გრან პრი და 2006 წლის მონაკოს კვალიფიკაცია. ყველა ამ შემთხვევაში შუმახერმა გამარჯვების მისაღწევად ზღვარს გადააბიჯა და სამიდან ორ შემთხვევაში FIA-სგან მკაცრადაც დაისაჯა.
1994 წელს ფინალურ ეტაპზე ჰილთან შეჯახებამ მას ჩემპიონის ტიტული მოუტანა. შუმახერმა შეცდომა დაუშვა და კედელს შეეჯახა. შემდეგ კი ჰილთან შეჯახება გამოიწვია. ორივე პილოტს რბოლის შეწყვეტა მოუწია. ტიტული შუმახერს დარჩა.
იმავეს გამეორება სცადა 1997 წელს ჟაკ ვილნევის წინააღდეგ, თუმცა, ამჯერად მისი საქციელი დაუსჯელი არ დარჩენილა. გერმანელს დისკვალიფიკაცია მისცეს. მაშინდელი საქციელები მის ახალგაზრდობას მიაწერეს.
მონაკოს გრან პრის საკვალიფიკაციო ეტაპზე შუმახერმა ავარია სპეციალურად მოახდინა და მოსახვევი ჩაკეტა. ამგვარად, სხვა პილოტები უკეთესი საკვალიფიკაციო დროის ჩვენებას ვერ სეძლებდნენ. ამ დროს მიხაელი უკვე 37 წლის იყო.
ამ ინციდენტების გამო, ბევრ ადამიანს შუმახერი დაუნდობლად და ცუდი ხასიათის ადამიანად მიაჩნია:
„ტრასის გარეთ ის სრულიად განსხვავებული ადამიანი იყო. ზოგიერთი ადამიანი, ვისაც მიხაელი გავაცანი, გაცნობამდე ფიქრობდნენ, რომ მიხაელი საზიზღარი, საშინელი ხასიათის მქონე ადამიანი იყო, მაგრამ მისი გაცნობის შემდეგ, აზრს სრულიად იცვლიდნენ“. - ამბობს როს ბრაუნი.
„ტრასაზე და ტრასის გარეთ სხვადასხვანაერი ადამიანი იყო. ვინც მასთან მუშაობდა, ცუდს მასზე ვერავინ იტყვის. ბევრ ადამიანს, ვისაც მის წინააღმდეგ რბოლა უწევდა, განსხვავებული აზრი აქვს. თუმცა, ვინც მას ტრასის გარეთ იცნობდა და მასთან მუშაობა უწევდა, მისი კარგი ადამიანობის გამო, ცუდს ვერავინ იტყვის“.
FIA-სგან ჰამილტონიც არაერთხელ დასჯილა, თუმცა, ეს ძირითადად გულწრფელი შეცდომების გამო მომხდარა.
ყველაზე სადაო ეპიზოდი 2009 წელს ავსტრალიის გრან პრიზე მოხდა. მან სტიუარდები შეცდომაში შეიყვანა. ბრიტანელმა ყვითელი დროშების დროს ტრულის გაუსწრო. როგორც მოგვიანებით აღიარა, ეს მან მაკლარენის სპორტულმა დირექტორმა დეივ რაიანმა დაავალა. მაშინ ის სულ 24 წლის იყო და შესაძლოა, ბრძანების შესრულებას მაგიტომაც დათანხმდა.
მემკვიდრეობა
როცა ყველა დროის საუკეთესო პილოტს განვიხილავთ, „მემკვიდრეობა“ შესადარებლად მნიშვნელოვანი ასპექტია.
შუმახერმა თავისი კარიერის განმავლობაში პროფესიონალიზმის თამასა მაღლა ასწია. მისი გვარი ნებისმიერ პატარა სოფელშიც კი სმენიათ. შუმახერის გვარი დღემდე სიჩქარის ეტალონია. მიხაელი ფორმულა 1-დან ყველაზე ცნობილი პილოტი იყო თავის დროზეც და შეიძლება ითქვას, რომ ახლაც ასეა. ის მილიონობით ადამიანის შთაგონება გამხდარა და მათ შორის თვითონ ლუის ჰამილტონისაც.
ის ქველმოქმედებაშიც აქტიურად იყო ჩართული. ის სათაურებში ხშირად ხვდებოდა. მაგალითად, 2005 წელს აზიაში ცუნამით დაზარალებულებს 10 მილიონი დოლარი გადაურიცხა.
შუმახერი, როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხებოდა, ჟურნალისტებს არ სწყალობდა. ამიტომ, მისმა გულშემატკივრებმა მის შესახებ, მხოლოდ ტრასაზე მისი საოცარი მიღწევების შესახებ იცოდნენ. თანაც მისი კარიერის პიკში სოციალური ქსელების დიდი ნაწილი არც არსებობდა.
მას შემდეგ, რაც გერმანელს 2013 წელს შეემთხვა, მისი ოჯახი Keep Fighting Foundation-ით ბევრ პროექტს აწყობს და ადამიანებს ეხმარება.
ამასობაში კი ჰამილტონის პირადი ცხოვრება ყველასთვის გადაშლილი წიგნივითაა. ის სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია. ის მუდმივად სხვების შთაგონებას ცდილობს. გარემოს დაცვაზე ზრუნავს და ყოველთვის პოზიტიური, მოტივაციის მიმცემი მესიჯები აქვს.
ეს ასპექტი მნიშვნელოვანია და ვერ გამოვტოვებდით. თუმცა, ეს შედარება ჯერ ნაადრევია იმიტომ, რომ ჰამილტონს ჯერ კარიერა არ დაუსრულებია და არავინ იცის, კიდევ რის გაკეთებას მოასწრებს. ბრიტანეთის დედოფალმა მას სერის წოდებაც კი მიანიჭა. თუმცა, ამ ეტაპზე ერთი რამ მაინც ცხადია. მსოფლიოს მასშტაბით შუმახერის გვარი უფრო პოპულარულია და ის, არა მხოლოდ ფორმულა 1-ის, არამედ სპორტის ლოგენდადაა აღიარებული.
ვერდიქტი: შუმახერი (ამ ეტაპზე)
ასე რომ, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ძალიან საკამათო და ყველასთვის ინდივიდუალური საკითხია. ბევრისთვის, მიუხედავად შუმახერის და ჰამილტონის წარმოუდგენელი მიღწევებისა, აირტონ სენა ყველა დროის საუკეთესო პილოტია.
დარწმუნებული ვართ, სანამ სტატიის კითხვას დაიწყებდით, უკვე გქონდათ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი და საეჭვოა სტატიის წაკითხვის შემდეგ აზრი შეგეცვალათ. მიხაელი თავად ამბობდა, რომ რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ მოიხსნას. შუმახერის გულშემატკივრებმა, შესაძლოა ჰამილტონის მიღწევები დააფასონ, მაგრამ მას ყველა დროის საუკეთესოდ არასდროს აღიარებენ. ისევე, როგორც ჰამილტონის გულშემატკივრებისთვის საუკეთესო ყოველთვის ბრიტანელი პილოტი იქნება.
ასე რომ, იმედია, ნეიტრალურ გულშემატკივრებს ეს სტატია გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარათ.