იდეიდან განხორციელებამდე: ტოპ 10 გიჟური კონცეპტუალური ავტომობილი
Aa Aa

იდეიდან განხორციელებამდე: ტოპ 10 გიჟური კონცეპტუალური ავტომობილი

General Motors-მა 1950-იან წლებში კონცეპტუალური ავტომობილები გამოიგონა და პოპულარული გახადა. მას შემდეგ კომპანიები მომავლის ტექნოლოგიების გამოსაცდელად ამ ხერხს ხშირად მიმართავენ.

საგზაო ავტომობილები უამრავ რეგულაციას ექვემდებარება. კონცეპტუალური ავტომობილები კი ფანტაზიას ფრთებს ასხამს. ავტომწარმოებლებს შეუძლიათ ყოველგვარ საზღვრებს გასცდნენ და ტექნოლოგიების შესაძლობლობების მაქსიმუმი გვიჩვენონ.

კონცეპტუალურ ავტომობილებს ხშირად განსხვავებული დიზაინი აქვს. ისინი იმდენად არღვევს რეგულაციებს, რომ წარმოებაში ჩაშვება წლების მერეც შეუძლებელი იქნება.

ამ ავტომობილებს სხვა დანიშნულებაც აქვს. მისი საშუალებით ავტომწარმოებლები ამოწმებენ, თუ რა რეაქცია ექნებათ მომხმარებლებს ახალ დიზაინზე და ღირს თუ არა ბაზარზე მისი დანერგვა.

2020 წლის კონცეპტუალური ავტომობილები მრავალფეროვანია: ფილმებით შთაგონებით დაწყებული, მფრინავი ავტომობილებით დასრულებული.  

 

10. DS X E-Tense

DS Automobiles-მა თავის ავტომობილს DS X E-Tense უწოდა. ის გვიჩვენებს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ავტომობილი 2030 წელს. E-Tense ყველა მხრივ უნიკალურია. მას სამადგილიანი კონფიგურაცია აქვს. მძღოლის სავარძელი ღიაა. მგზავრების - დახურული. მას ორი სხვადასხვა ძრავა აქვს. ერთი ძრავა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება. მეორე - სარბოლო ტრასაზე. ჭკვიანურია, არა? ამ ავტომობილს 1 360 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია და სრულიად ავტონომური რეჟიმიც აქვს.

 

9. Aston Martin Lagonda Vision

Aston Martin-მა ამ ბოლო დროს საცხოვრებელი სახლებისა და ნავების დიზაინში წარმატებას მიაღწია. ამიტომ, როცა კომპანიამ ისეთი მდიდრული ავტომობილის იდეაზე გააკეთა განცხადება, რომელიც მის კლასში ყველას დაჯაბნიდა, დიდი ინტრიგა დაიბადა. ეს კონცეპტუალური ავტომობილია Aston Martin Lagonda Vision. მას ექსტერიერის გაგება სრულად ახალ დონეზე აჰყავს. ავტომობილი დამოუკიდებლად, მძღოლის გარეშე გადაადგილდება, სანამ მგზავრები სასტუმრო ოთახით ტკბებიან. თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ მდიდრულ სახლში - ესაა კომპანიის მომავლის ხედვა.

8. Terrafugia TF-X

მომავალზე გადაღებულ ფილმებში მფრინავ მანქანებს ხშირად შევხვდებით, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ამის განხორციელება ჯერ სრულფასოვნად არავის მიუღწევია. დიდი ხნის ოცნების ახდენა შესაძლოა  TF-X-მა შეძლოს. ეს ფლაგ ინ ჰიბრიდული მფრინავი ავტომობილია, რომელიც 4 ადამიანს იტევს და 322 კმ/სთ საათის განვითარება შეუძლია. TF-X-ს დაკეცვადი ფრთები აქვს. ამგვარად, ის ავტოფარეხში ჩვეულებრივ მოთავსდება. მას ჰაერში ვერტიკალურად აჭრის ფუნქციაც აქვს, რაც უპირატესობაა. ავტომობილს დიდი ზომის პარაშუტი აქვს. 

 

7. Audi PB-18 E-Tron

Audi PB-18 E-Tron-ი, შეიძლება ითქვას, რომ ამ სიაში ყველაზე ამაღელვებელი კონცეპტია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი შეგვპირდა, რომ ორი წლის განმავლობაში მას 50 ეგპემპლარად გამოუშვებს. 0-100კმ/სთ-მდე 2 წამი აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 300კმ/სთ. მძღოლს შეუძლია კონფიგურაცია სურვილისამებრ შეცვალოს და ავტომობილი მართვის ცენრალური პოზიცია აირჩიოს. 

 

6. Rolls-Royce Vision NEXT 100

Rolls Royce-ი ავტომობილში წარმოუდგენელი ფუფუნების სინონიმია. გასაკვირი არაა, რომ ბრენდი ამის შეცვლას ჯერ კიდევ დიდხანს არ აპირებს. Vision NEXT 100 იმის ხედვაა, თუ რამდენად მდიდრული ავტომობილები ეყოლება კომპანიას მომავალში. ეს კონცეპტი ელექტრო და სრულიად ავტონომურია. ის Rolls Royce-ის მყიდველებს იმას შესთავაზებს, რასაც უკვე შეჩვეულები არიან. მას ხელოვნური  ინტელექტი აქვს, რომელსაც ელეონორი ჰქვია, რომელიც მფლობელის დახმარებისთვის ყოველთვის მზადაა.

5. Citreon 19_19

Citreon 19_19 ქალაქის მომავლის ავტომობილის ხედვაა. ეს კონცეპტი კომპანიის მეასე დაბადების დღეზე წარმოადგინეს. ეს ავტომობილიც ელექტროა და დამოიკიდებელი მართვის სისტემაც აქვს. ფუტურისტიკული დაკიდების სისტემა გზის უსწორმასწორობას თითქმის აქრობს და ისეთ შტაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ავტომობილი გზაზე დაცურავს. მას ხმით გააქტიურებადი ხელოვნური ინტელექტიც აქვს.

 

4. Mercedes Vision EQ Silver Arrow

Vision EQ Silver Arrow ჩვეულებრივი საჩვენებელი კონცეპტი არაა. ის სრულად ფუნქციურია. 750 ცხენის ძალა აქვს და 0-100კმ/სთ-მდე 2 წამში ნაკლებ დროში აღწევს. ის 1937 წლის Silver Arrow სპორტული ავტომობილის საპატივსაცემოდ შეიქმნა. Vision EQ-ს ყველასგან გამორჩეული აეროდინამიკა აქვს. კარბონი დიდი რაოდენობითაა გამოყენებული. ბოლომდე დამუხტულზე ის 400კმ-ს გავლას შეძლებს.  

 

3. Audi AI-Trail Quattro

AI-Trail Quattro მომავლის ყველგანმავალია! ავტომობილის შუშის დიზაინი მგზავრებს ბუნებით ტკბობის საშუალებას აძლევს. შესაბამისად, მგზავრები გარემოზე იქნებიან კონცენტრირებულნი. კონცეპტი სრულიად ელექტროა და საკმარისად ბევრი ბატარეა აქვს იმისთვის, რომ მოხმარებელს ბუნებაში გაჭედვის არ შეეშინდეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კონცეპტს საკუთარი დრონები აქვს, რომელიც გზას გიჩვენებთ და გინათებთ.

 

2. Toyota LQ

Toyota LQ-ს აწყობის ფილოსოფია გულისხმობდა, რომ ეს კონცეპტი უნდა ყოფილიყო იდეალური მაგალითი იმისა, ტუ როგორი უნდა იყოს კავშირი მძღოლსა და ავტომობილს შორის. ამის მიღწევას Toyota LQ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცდილობს, რომელსაც Yui ჰქვია. ის მძღოლს რჩევებსაც აძლევს. LQ ხმით კონტროლდება. მას ამოსაწევი ეკრანი აქვს და მძღოლს იმ მომენტში არსებულ ინფორმაციას აწვდის.

1. Mercedes Vision AVTR

ეს კონცეპტი ჯეიმს ქემერონის ფილმით, „ავატარითაა“ შთაგონებული. გარდა ამისა, Mercedes Vision AVTR კიდევ ბევრი ფაქტორის გამოა განსაკუთრებული. ეს ავტომობილი მთლიანად გარემო დაცვას ემსახურება. ის ელექტროა და ორგანული ბატარეის ტექნოლოგიას იყენებს. ის მეტალებისგან და გარემოს სხვა დამაბინძურებლებისგან სრულიად სუფთაა. მისი გენიალური დიზაინი კი მგზავრებს გარემოსთან მაქსიმალური კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

 

და რომელია თქვენი ფავორიტი?

გაზიარება: