პაპარაცებმა ახალ Mercedes-AMG GT Black Series ფოტოები გადაუღეს
ნიურბურგრინგზე „მერსედესის“ კიდევ ერთი პროტოტიპი შენიშნეს.
Mercedes-AMG-იმ ახალი თამაში GT-სთან და ლუის ჰამილტონთან ერთად უკვე წამოიწყო, მაგრამ საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა. საუბარია Black Series -ზე, რომელიც თაობის შეცვლამდე უნდა გამოვიდეს. პაპარაცებმა AMG-ს რამდენიმე პროტოტიპი ჩუმად გადაიღეს. ერთ-ერთი ნიურბურგრინგზე , მეორე კი ჩრდილოეთ ევროპაში თოვლში მოთამაშე.
მისი გარეგნობა უფრო აგრესიულია, ვიდრე ჩვენთვის კარგად ცნობილი GT R-ის. კაპოტის გამაგრილებლიდან და უზარმაზარი ცხაურადან დაწყებული, უკანა გიგანტული სპოილერით დასრულებული, ეს მანქანა „ტრასის ნამდვილი მონსტრია“.
პაპარაცების მიერ შემჩნეულ ორ Black Series პროტოტიპს შორის განსხვავებაა. „მწვანე ჯოჯოხეთის“ პროტოტიპს სავარძლებს უკან უსაფრთხოების კარკასი აქვს, თოვლში დაფიქსირებულს - არა. ამ უკანასკნელს წინა მაშუქებში სტაფილოსფერი გრაფიკა აქვს. სავარაუდოდ, ეს მოდელი ამერიკისთვის უნდა იყოს. ორივე პროტოტიპი საკმაოდ დაბალი ჩანს, თუმცა გერმანიაში შენიშნული ისეთია, თითქოს გზაზე დევს.
დადასტურებულია, რომ 4.0-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ V8 ძრავა ექნება, რომელმაც სავარაუდოდ 700 ცხენის ძალა უნდა გამოიმუშაოს. Black Series-ს ახალი შასი, დაკიდება და უფრო მსუბუქი წონა ექნება, რადგან კარბონის მეტი ნაწილი აქვს.
ასე რომ, თუ ნიურბურგრინგის ტრასის რეკორდებს თვალს ადევნებთ, ამ მხრივ საინტერესო წელიწადი გველის.