ეს მეტად უცნაური და ისტორიული ძარის ტიპი არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის, თუმცა ავტოსამყაროში ის ხშირად კამათის თემა გამხდარა. ზოგს რადიკალურად არ მოსწონს, ზოგს კი პირიქით, ძალიან მოსწონს. გაიცანით! მისი სახელია Shooting Brake. მისი ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში იწყება და სათავეს დიდ ბრიტანეთში იღებს.
მას თავდაპირველად შეძლებული არისტოკრატები სანადიროდ იყენებდნენ. მისი არისტოკრატიულობა დღემდე აქტუალურია, რადგან Shooting Brake მოდელი, გარდა თავისი არასტანდარტული დიზაინისა ფასითაც გამოირჩევა. თავის საბაზისო მოდელთან შედარებით ყოველთვის ძვირი ღირს და ავტოკოლექციონერების წრეში ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
Rolls Royce Phantom Shooting Brake
ამ ტიპის მოდელებმა ძირითადი ევოლუცია მე-20 საუკუნის ბოლოს განიცადა. 80-იან და 90-იან წლებში, როცა მსხვილ ავტომწარმოებლებს შორის ერთგვარი მოდა და პაექრობაც კი იყო , ზოგიერთმა ბრენდმა სერიულ წარმოებაშიც კი ჩაუშვა. მაგალითად, როგორიც არის BMW Z3, რომელიც გამოირჩევა თავისი უცნაური და არაორდინალური ფორმებით, რამაც ამ მოდელს წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ცნობადობა მოუტანა და დღემდე ავტომოყვარულებში აქტუალურობას არ კარგავს. ამ ბრენდების სიაში ბევრ სხვა გიგანტსაც შევხვდებით, როგორიცაა Ferrari, Aston Martin-ი, Jaguar-ი, Porsche და სხვები.
BMW Z3
Aston Martin Lagonda Shooting Brake
Ferrari 612 Scaglietti Shooting Brake
ისევე, როგორც ყველა ტიპის ძარას აქვს საკუთარი კრიტერიუმები, ისინი Shooting Brake-საც გააჩნია. კერძოდ, ავტომობილის ძარის ტიპი, ამ სახელწოდების მატარებელი რომ იყოს, მისი დიზაინის ძირითადი შტრიხები უნდა გადიოდეს ფურგონს და კუპეს შორის, თუმცა ამ ორიდან, აუცილებლობას ფურგონთან მსგავსება წარმოადგენს ,ხოლო აუცილებლობას არ წარმოადგენს 2 კარის არსებობა და მოცემული მოდელები ატარებენ სპორტული ხასიათის მქონე ავტომობილის სტატუსს. სწორედ ამ კრიტერიუმების ერთობლიობა მათ სხვა სტანდარტული მოდელებისგან გამოარჩევს.
Jaguar F-Type Sooting Brake
ჩვენს მიერ ნახსენები მოდელები მრავალფუნქციონალურ დატვირთვასაც ატარებენ, რამაც განაპირობა მათი შექმნის იდეა, ეს ყველაფერი იმაში გამოიხატება, რომ ყველა ამ მოდელს აქვს გაცილებით დიდი ფართი უკანა სავარძელზე, აგრეთვე გააჩნიათ შედარებით დიდი ტევადობის საბარგული, რაც Mercedes-მა მომგებიანად მიიჩნია და 2015 წელს სერიული წარმოებისთვის თავისი ახალი მოდელი CLA Shooting brake-ი დაამტკიცა. ის დღემდე იწარმოება და უახლოეს მომავალში იგეგმება ახალი მოდელის გამოშვებაც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით მსგავს ავტომობილებს ამ დატვირთვით იშვიათად იყინებს ვინმე. ეს მოდელები ჯერჯერობით მაინც გასხვავებული აზრის მქონე ავტომოყვარულებისთვის სტილის ეტალონად რჩება.
Mercedes Benz CLA Shooting Brake