Mercedes-AMG C63 Coupe-ს საბურავების დაწვის მცდელობისას ცეცხლი გაუჩნდა
მძღოლს ქორწილში სანახაობის დადგმა სურდა, თუმცა, საბოლოოდ თავი გაისულელა.
ხალხითა და მანქანებით გადაჭედილ საგზაო გზაზე საბურავების დაწვის მცდელობას არანაირი გამართლება არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ მოქმედებას მაინც ეწევით და საფრთხის არ გეშინიათ, ის მაინც უნდა იცოდეთ რას აკეთებთ. ამ Mercedes-AMG C63-ის მძღოლმა კი საქორწინო შეკრებაზე ყველანაირი წესი დაარღვია და პატარძალი კვამლში გახვია.
ინციდენტი სიდნეიში მოხდა. მოწმეებმა შემთხვევა კამერებით აღბეჭდეს, როგორც ავტომობილის შიგნიდან, ისე გარედან. საბურავის დაწვის რამდენიმე უშედეგო მცდელობა საბოლოოდ ავტომობილის დაწვით დასრულდა.
გაურკვეველია კონკრეტულად რომელი კომპონენტი გამოვიდა მწყობრიდან, თუმცა, სავარაუდოდ ცეცხლი გადაცემათა კოლოფის გადახურებამ და ზეთმა გამოიწვია. გარდა ამისა, მძღოლი საბურავების დაწვას მოცურების საწინააღმდეგო სისტემის აქტიური სტატუსით ცდილობდა, რაც ნიშნავს, რომ მწარმოებლის საგარანტიოს მფლობელმა ხელი უნდა დაუქნიოს.
25 წლის ჟან პიერი დაუდევარი ქმედების გამო დაჯარიმდა. მარტში კი სასამართლოში უნდა განმარტოს საკუთარი საქციელი და მიზეზი, რატომაც AMG-ს ცეცხლი მოეკიდა.
ადგილობრივი მოხსენებების მიხედვით, მფლობელმა ავტომობილი გათამაშებაში მოიგო. სამწუხაროდ ჟან პიერი C63-ის V8 ძრავის გრუხუნს ვეღარ გაიგონებს, რადგან მანქანა თითქმის განადგურებულია.