პოლიციის მინიატურული Subaru 360 აუქციონზე გაიყიდება
Aa
Aa

პოლიციის მინიატურული Subaru 360 აუქციონზე გაიყიდება

მალე აუქციონზე პოლიციის მინიატურული ავტომობილი გაიყიდება.

პირველი Subaru 360 პროდუქციაში 1958 წელს, პატარა და მსუბუქი მცირე 2-ცილინდრიანი შუა ძრავით, გამოჩნდა. მინიატურული მანქანის წარმოება 1971 წლამდე გაგრძელდა. ამ 12 წელიწადში Subaru-მ 392 000 ეგზემპლარი გაყიდა. სანამ წარმოება შეწყდებოდა, ახალი ზელანდიის ტრანსპორტის მინისტრმა ავტომობილის პოლიციის მანქანად გადაკეთება მოასწრო. 

RM Sotheby's Elkhart Sale-ის მსვლელობისას, რომელიც 1 და 2 მაისს ინდიანაში გაიმართება, ეს საყვარელი პოლიციის მანქანა აუქციონზე გაიყიდება. პოლიციისთვის საჭირო დეტალებით აღჭურვილი ეს ავტომობილი, ჯერჯერობით ერთადერთი 360-ია, რომელიც გვინახავს.  

მას ჯერ კიდევ 2-ცილინდრიანი „კარგად შენახული“ ძრავა და 4-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს. 25 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასე რომ, ამ მანქანით სიჩქარის გადაჭარბების გამო ვერავის დაიჭერთ.

პირველი შემთხვევა არაა, როცა აუქციონზე Subaru-ს პოლიციის მანქანა იყიდება. 2010 წელს 360 კალიფორნიაში $16,500-ად გაიყიდა. იმედია, ამჯერად ამ მანქანის შეძენა უფრო იაფად იქნება შესაძლებელი.  

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მანქანები ხშირად საინტერესოა, ამ ბოლო დროს მათი ხშირად ხილვის ფუფუნება არ გვქონია. Ford Mustang Fox Body Canadian პოლიციის ავტომობილი აუქციონზე შემდეგ თვეში გაიყიდება. მიუხედავად იმისა, რომ აუქციონზე ვერ მოხვდება, ეს ფუნქცია ამ ბოლო დროს Skoda Kodiaq-ის კროსოვერმაც შეითავსა.

მსგავსი სიახლეები