თბილისში ავტობუსების ზოგიერთ მარშრუტში ცვლილებებია
Aa
Aa

თბილისში ავტობუსების ზოგიერთ მარშრუტში ცვლილებებია

8 თებერვლიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, გარკვეულ მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდა.

ინტეგრირებულ N301 მარშრუტს ცვლილება შეეხო. მისი ბოლო გაჩერება (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა) გაგრძელდა ემირ ბურჯანაძის ქუჩის (ყოფილი გარდაბნის გზატკეცილი) მიმართულებით, დავით ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე. თავისუფლების მოედნის მიმართულებით, N301, კ. აფხაზის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება ნ. ბარათაშვილის ქუჩის გავლით. ამასთანავე, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობს პ. ქავთარაძის ქუჩის გავლით.

ინტეგრირებული მარშრუტი N301 აერთიანებს N140 და N55 მარშრუტებს. შესაბამისად, აღნიშნული ნომრების მომსახურება გაჩერდება. ხოლო, N301-ის მოცდის ინტერვალი 11 წუთამდე შემცირდება.

ასევე, ცვლილება შეეხება N51 ავტობუსსაც. გლდანის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება კერძო ავტომობილების ნაკადის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით.

ამასთან დაკავშირებით, მგზავრთნაკადებზე დაკვირვებისა და მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნის გათვალისწინებით, ავტობუსი N51 გადაადგილდება შემდეგნაირად - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ან „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით, ნაცვლად შეშელიძის ქუჩისა, იმოძრავებს ქერჩისა და ვასაძის ქუჩების გავლით.

შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი შეზღუდვა ჯერ კიდევ ძალაშია. მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან. ასევე, ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს. 

მსგავსი სიახლეები