რა იქნებოდა თუ სუპერქარების მწარმოებლები ავტომობილების ნაცვლად მოტიციკლებს ააწყობდნენ?
მგონი ცუდი იდეა არ უნდა იყოს.
სტატიის სათაურის კითხვის პასუხი სახელშივეა - სუპერ ქარი. თუმცა, BMW სუპერ სედან M5-სა და საოცარ მოტოციკლებს ერთად მაინც აწყობს. წითელი Honda CBR600RR-ით შთამბეჭდავად გამოიყურება წითელი NSX-ის გვერდით. ეს სწრაფად სიარულის განსხვავებული გამოცდილებაა და თუ სუპერქარების მწარმოებლები სუპერმოტოებს შემოგვთავაზებდნენ საწვავის მოყვარულთა სამყარო ნამდვილ სამოთხედ იქცეოდა.
იმისათვის, რომ ეს სამოთხე წარმოდგენის დონეზე მაინც ვიხილოთ, Budget Direct-მა ექვსი არაოფიციალური რენდერი შექმნა. თითოეული მათგანი მწარმოებლის უნიკალურ დიზაინერულ შტრიხებს იმეორებს და მათი ცნობა არ უნდა გაგიჭირდეთ.
ნახეთ, როგორი იქნებოდა საკულტო სუპერქარების ორბორბლიანი ვერსიები:
Pagani
შიშველი კარბონი და ოთხი ცრემლისებრი მაშუქი Pagani Huayra-ს დიზაინერული ფორმულაა. შესაძლოა მკითხველთა ნაწილს Zonda-ც გაახსენდეს, თუმცა ფორმები, ხაზები და საერთო ვიზუალი Pagani-ის მთლიან ისტორიას იტევს. Budget Direct-ი კი მოდელს Huayra-ს ამსგავსებს, თუმცა, ამ საკითხს თქვენ სუბიექტურობას მივანდობთ.
Aston Martin
Aston Martin-ის დიზაინის საფირმო შტრიხი მისი ცხაურაა. ალბათ რთული არ ყოფილა ამ მხრივ ბრიტანული ბრენდის ორბორბლიან ტრანსპორტზე გადმოტანა. თუმცა, გადმოტანა ერთია, ხოლო ესთეტიკურად მორგება მეორე. ეს ვერცხლისფერი სუპერმოტოციკლი Valhalla-ს ხაზებს იმეორებს. აღსანიშნავია მაშუქების მიმსგავსებაც. ეს ყველაფერი არ არის.
Lamborghini
საუკეთესო ვიზუალის ტიტულს ალბათ ეს, Veneno-ზე დაფუძნებული Lamborghini-ს მოტოციკლი იმსახურებს. ხისტი და ბასრი ხაზები წინა ბორბლიდან იწყება და უკან ესთეტიკურად გადის. ალბათ, ის ყველაზე მეტად გავს მწარმოებლის პროდუქტს, რომლის ცნობაც არავის გაუჭირდება.
McLaren
Senna-ს მსგავსად ეს სუპერმოტოც ტრეკზე გიჟური გამოცდილების მომნიჭებელი იქნებოდა. სამწუხაროდ, თვალისთვის მთლად სასიამოვნოდ არ გამოიყურება, თუმცა, მისი აგრესიულობა მისაღები და დასაფასებელია. შუშის ღიობი და მაშუქები მას Senna-სთან მნიშვნელოვნად აკავშირებს.
Ferrari
Ferrari-ს მოტოციკლი ისე კომფორტულად ნამდვილად არ გამოიყურება, როგორც პილოტები მოისურვებდნენ. ეს მოდელი F8 Tributo-ს შტრიხებზეა დაფუძნებული და წითლისა და შავი ფერების კომბინაცია ნამდვილ სარბოლო ვიზუალს ქმნის. აღსანიშნავია ბასრი წინა მაშუქიც და მაღლა აქაჩული კუდიც. იქნებ მას პატარა ზომის 12 ცილინდრიანი ძრავაც ჰქონოდა?
Porsche
არ ვიცით მოვიტოვეთ თუ არა ბოლოსთვის საუკეთესო, მაგრამ სურათზე ნაჩვენები მოტოციკლი უდავოდ ყველაზე საინტერესო დიზაინისაა. ალბათ აღნიშვნას არ საჭიროებს, რომ ის 918-ის შთაგონებითაა შექმნილი. კორპუსის დეტალები საკმაოდ დიდია და ის მძღოლს შიდა ელემენტებისგან მნიშვნელოვნად დაიცავს. წინ არსებული მრგვალი მაშუქი კი მართლაც რომ დამატყვევებელია. იმედია პანელები ოპოზიტურ 6-ცილინდრიან ძრავას მალავს, რადგან ის ამ მოტოციკლს ნამდვილ Porsche-დ აქცევდა.