MSO-მ McLaren Elva-ს დამსახურებული პატივი მიაგო
Aa
Aa

MSO-მ McLaren Elva-ს დამსახურებული პატივი მიაგო

MSO-მ გადაწყვიტა, ლეგენდარული McLaren Elva-სთვის პატივი მიეგო.

შეგიძლიათ McLaren Elva ნებისმიერ ფერში გადაღებოთ, მაგრამ ის ყოველთვის შთამბეჭდავად დარჩება. რეტრო სტილის ავტომობილი ფანტასტიკურად გამოიყურება და საქარე მინის არ ქონდა მის წარსულს უსვამს ხაზს. ეს მანქანა ბრუს მაკლარენის 60-იანების შემდეგ მოდის და მისი სტაფილოსფერი საღებავი M6A-ს ეძღვნება, რომელიც 1967 წლის „კანადურ-ამერიკული გამოწვევების სერიის“ დროს განვითარდა.

M1A – სთვის პატივის მიგების შემდეგ, MSO-ს ახალი პროექტი 1967 წლის ტრიუმფატორი გახდა. მანქანას აქვს სტაფილოსფერი საღებავი, ნაცრისფერი ზოლები და ბრუს მაკლარენის სარბოლო 4 ნომერს, ხელმოწერასთან ერთად, ატარებს. სალონი კიდევ უფრო შთამბეჭდავ ფერებშია.

თავდაპირველად, მანქანა სტაფილოსფერი იყო, თუმცა მოგვიანებით ეს მკვეთრი ფერი უფრო გაღიავდა. დღევანდელი M6A-ს ფერი შესანიშნავია და მანქანის ავანგარდული დიზაინი თანამედროვეობისთვის შესაფერისია.

1960-იანი წლების მანქანებს 5.9-ლიტრიანი V8 ძრავა ჰქონდა, რომელიც 525 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ამასობაში Elva-ს კი 4.0-ლიტრიანი V8 804 ცხენის ძალით. Ultimate Series-ის ბოლო წევრები 399 ეგზემპლარამდეა შეზღუდული. და თითოეული $1.69  ღირს. ამ მანქანის შეძენა სპეციალური შეკვეთით საქარე მინით შეგიძლიათ, ოღონდ არავითარ შემთხვევაში სახურავით ან გვერდითა შუშებით.

 

მსგავსი სიახლეები