ორშაბათიდან თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება
Aa
Aa

ორშაბათიდან თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება

მერიის ინფორმაციით, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება გრძელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიამ დამატებით 300 მიკროავტობუსი შეიძინა. 

„300 ერთეული შევიძინეთ, 120 უკვე გასულია ხაზზე, ორშაბათიდან კი 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. წლის ბოლოს 2021 წელს მთლიანად ჩანაცვლების პროცესი დასრულებული იქნება. შესყიდული გვყავს ავტობუსები და ველოდებით შემოსვლას, ამის შემდეგ ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ ივლიან. ორშაბათიდან 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“. – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ქალაქში შექმნილ საცობებსაც გამოეხმაურა და იმ ადამიანებს, ვისაც ზამთრის საბურავები არ აქვთ, მოუწოდა, მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

 

წყარო: mtavari.tv

მსგავსი სიახლეები