ახალ SVJ-ში ჩაჯდებით, თუმცა უკან ვეღარ გადმოხვალთ
Aa
Aa

ახალ SVJ-ში ჩაჯდებით, თუმცა უკან ვეღარ გადმოხვალთ

თუ ფიქრობთ, რომ სამსახურში ყველაზე ცუდი პირველი დღეები ჰქონდათ, მაშინ ალბათ Lamborghini-ს ახალი თანამშრომელის იტორია გადაგარწმუნებთ.

მან ისე „აურია“, რომ 26 2020 Aventador SVJ Coupe-სა და Aventador SVJ Roadster-ის უკან გამოწვევა მოუწიათ.

პრობლემა ის იყო, რომ მანქანების კარის შიგნიდან გაღება შეუძლებელი აღმოჩნდა. კომპანიის განმარტებით, ახალმა თანამშრომელმა მანქანის კარის სახელურში საჭირო სადენის პინი არასწორად ჩასვა. შედეგად, მანქანიდან გამოსვლა შეუძლებელია და ეს მგზავრებს საფრთხეს უქმნის. ჩაჯდომის შემთხვევაში კარის სახელური სხვა ნაწილებს იყენებს.

კომპანია 900 ერთეული Aventador SVJ კუპესა და   800 Roadster-ის წარმოებას აპირებს. ორივე მათგანს V12 ძრავა აქვს, რომელიც 770 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Lamborghini-მ პრობლემა ცოტა გვიან შენიშნა. სრულმა გამოძიებამ პრობლემის არსი აჩვენა. კომპანიას მანქანის აწყობის პროცესისთვის გადახედვა მოუწია. რა თქმა უნდა, ახალ თანამშრომელთან გასაუბრებაც.   

Lamborghini დაზარალებულ პირებს მალე დაეკონტაქტება და დილერები კარის სახელურს ჩაანაცვლებენ. NHTSA-ს ინფორმაციით, შეკეთებები 1 მაისისთვის დაიწყება.  

მსგავსი სიახლეები