1955 წლის 30 სექტემბერს მსოფლიომ საშინელი ამბავი შეიტყო. ჰოლივუდური ფილმების სუპერვარსკვლავი ჯეიმს დინი თავისი Porsche 550 Spyder-ით ავარიის შედეგად გარდაიცვალა. შედარებისთვის, დინი მაშინ ისეთივე პოპულარული იყო, როგორც დღეს კინომოყვარულებს და, განსაკუთრებით ქალთა შორის, ბრედ პიტია. ბევრი ადამიანი დინს დღემდე ფილმების ყველა დროის საუკეთესო, კაშკაშა სუპერვარსკვლავად მიიჩნევს.
მართალია, ჯეიმს დინი პროფესიით მსახიობი გახდა, მაგრამ მისი ოცნება პროფესიონალი მრბოლელობა იყო. პილოტის რანგში თავისი გამოცდილების მცირე პერიოდში მან რამდენიმე რბოლა მოიგო.
შეიძლება ითქვას, რომ დინს „პორშეები“ განსაკუთრებით უყვარდა. მას 356 Porsche Speedster-ი ჰყავდა, რომლითაც ათასობით კილომეტრი გაიარა, სანამ 550 Spyder-ს $7,000-ად შეიძენდა.
550 Spyder-ის შეძენა ამერიკაში მარტივი საქმე არ იყო. მას თვალი ყველაზე გამოცდილმა მრბოლელებმა დაადგეს. ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 7 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 240კმ/სთ. თავის კლასში ლემანი და Carrera Panamericana დაიპყრო.
550 Spyder-ს მრბოლელის კარგი უნარები სჭირდებოდა. იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად ჯეიმს დინს ჰქონდა. ეს ავტომობილი მოცურებისკენ იყო მიდრეკილი და მასზე კონტროლის დაკარგვაც ადვილი იყო.
ჯეიმს დინი და სულ ახალი Porsche 550 Spyder-ი... ამაზე მიმზიდველი წყვილი ალბათ არც მოიძებნებოდა. მსახიობი თავისი ახალი შენაძენით ამაყობდა და მეგობრებთან თავს იწონებდა კიდეც. ავარიამდე ერთი კვირით ადრე, 23 სექტემბერს ის ერთ-ერთ რესტორანთან მსახიობ ალეკ გინესს შეხვდა. გინესმა Porsche-ს შეხედა თქვა, რომ ამ ავტომობილს „ავის მომასწავებელი“ შეხედულება ჰქონდა.
„თუ ამ ავტომობილში ჩაჯდები, ერთ კვირაში მკვდარს გიპოვნიან“. - მისმა სიტყვებმა წყევლასავით გაიჟღერა და ახდა კიდეც.
ჯეიმს დინი მისმა საყვარელმა ავტომობილმა მოკლა, რომელსაც თავად „პატარა ნაბიჭვარი“ უწოდა. Porsche 950 Spyder, რომელსაც სუპერსვარსკვლავი მართავდა, Ford Tudor-ს შეეჯახა. 24 წლის ჯეიმს დინი ადგილზე გარდაიცვალა. Tudor-ის 23 წლის მძღოლი დონალდ თურნაფსიდი მსუბუქად დაშავდა. მძიმე იყო Porsche-ს მეორე მგაზვრის, ვიუტერიხის თავის ტრავმა. ის ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ დინის ავტომობილს სისწრაფისთვის არ გადაუჭარბებია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დინი 137 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა. დინის სხეულის პოზიციაზე კვლევით კი დაადასტურეს, რომ ავტომობილის სიჩქარე 89კმ/სთ იყო.
სუპერვარსკვლავი 1955 წლის 8 ოქტომბერს, სხეულის მძიმე დაზიანებების გამო, დახურულ კუბოში დაკრძალეს.
„პატარა ნაბიჭვარმა“ მხოლოდ ჯეიმს დინი როდი შეიწირა. ყველა, ვისაც ამ მანქანასთან შეხება ჰქონია, ამბობდა, რომ ის დაწყევლილი იყო.
სადაზღვეო კომპანიისგან ავტომობილი უილიამ ეშრიხმა $1,092-ად შეიძინა. მან ძრავა და ტრანსმისია ამოიღო, ავტომობილის დარჩენილი ნაწილი კი ჯორჯ ბარისს, ბეტმობილის შემქმნელს, მიჰყიდა. სახლში მიტანისთანავე ავტომობილი უკანა მისაბმელიდან გადმოვარდა და ბარისს ფეხი მოსტეხა.
ტროი მაკჰენრი და უილიამ ეშრიდი, რომელთა ავტომობილებშიც Porsche-დან ამოღებული ძრავა და ტრანსმისია იყო, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, როცა მაკჰენრი ხეს შეეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. მოსახვევში შესვლისას ეშრიდის ავტომობილის თვლები დაიბლოკა, გზიდან გადავიდა და მძღოლი დაშავდა.
ბარისმა ორი საბურავი გაყიდა. მალევე ეს საბურავები ახალი მფლობელის ავტომობილს სიარულისას მოძვრა და მანქანა გზიდან გადავიდა.
ამ ყველაფრის შემდეგ ბარისს „პატარა ნაბიჭვარის“ წყევლისგან განთავისუფლება უნდოდა. მან მანქანის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. California Highway Patrol-მა მას ავტომობილის მუზეუმისთვის გადაცემა სთხოვა.
პირველი გამოფენა წარუმატებელი გამოდგა. ფარეხს, რომელშიც ავტომობილი იყო, ცეცხლი გაუჩნდა. თვითონ ავტომობილის ნარჩენები კი ცეცხლისგან არ დაზიანებულა. შემდეგი გამოფემა ერთ-ერთ სკოლაში ჩატარდა. მკვლელი ავტომობილი საგამოფენო სივრციდან გადმოვარდა და ერთ-ერთ მოსწავლეს ნეკნი ჩაუმტვრია.
თუ ფიქრობთ, რომ ამ ავტომობილის ბოროტი საქმეები აქ მთავრდება, თქვენ ცდებით. სატვირთო, რომლითაც დაწყევლილი ავტომობილი გადაჰქონდათ, გზიდან გადავიდა, მძღოლი გადმოვარდა და მას მისაბმელიდან გადმოვარდნილი Porsche ზედ დაეცა. CHP-ს მოთმინების ფიალა აევსო და ავტომობილის ბარისისთვის დაბრუნება გადაწყვიტა. სანამ მისკენ მიჰქოდათ, ავტომობილი მოულოდნელად გაუჩინარდა და 1960 წლის შემდეგ აღარავის უნახავს.
2020 წელს „პორშეს“ კოლექციონერმა მასაჩუსეთში ავტომობილის მნიშვნელოვან ნაწილს - ხიდს მიაგნო, რომლის სერიული ნომერიც დინისას ემთხვეოდა. ეს არის ერთადერთი არსებული ნაწილი, რომლის ხილვაც ფართო საზოგადოებისთვისაა შესაძლებელი. შასის სამყოფელი კი ჯერ კიდევ უცნობია. თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ავტომობილმა და კიდევ რამდენი დააშავა, არაგგვონია, ვინმეს მისი პოვნა უნდოდეს.
კიდევ რამდენიმე უცნაური ფაქტი დინის ავტომობილზე: