Toyota-მ FJ Cruiser-ის გმირ მძღოლს ახალი ავტომობილი გადასცა
ტრეი მაქდენიელისთვის 11 თებერვალს სამსახურში გამგზავრება უჩვეულო აღმოჩნდა. ზამთრის პირობების გამო ტექსასის ავტომაგისტრალი მოიყინა. მოიყინა ის მონაკვეთიც, რომელზეც მაქდენიელსი ფრთხილად მართავდა თავის 2011 წლის Toyota FJ Cruiser-ს. მოხდა ისე, რომ იმ დილას გზის მოყინული ზედაპირის გამო 130 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. მალე FJ Cruiser-იც მოჰყვა მეტალების დამამსხვრეველ ავტოკატასტროფაში.
ავტოავარიაში მოხვედრის მიუხედავად, მაქდენიელმა დაჭმუჭნული Toyota-დან გადმოსვლა შეძლო და ხალხის დახმარება დაიწყო. Toyota-სთვის გმირობის ფაქტი მალევე გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ მაქდენიელსისთვის ახალი ავტომობილი შეეთავაზებინა, რითაც დაზარალებული თავის FJ-ს ჩაანაცვლებდა.
„როგორც ყოველთვის, დილას სამსახურში მივდიოდი.“ - იხსენებს მაქდენიელსი. „როგორც კი ჩემს წინ გაჩერებული ავტომობილები დავინახე მუხრუჭის სატერფულს მაშინვე დავაჭირე. თუმცა, ძალისხმევის მიუხედავად ავტომობილი საერთოდ არ ჩერდებოდა. სარკეში გახედვისას კი დავინახე, რომ უკნიდან უნაგირა საწევარი მომყვებოდა, რომელიც სრული სიჩქარით მეჯახებოდა“.
დაზარალებული ექიმი სამსახურისკენ მიმავალ გზაზე სამუშაო უნიფორმაში იყო გამოწყობილი. მანქანიდან გადმოსვლისა და სხვა დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენისას კი ის გამოძახებული ექიმი ეგონათ. მალევე კი გაირკვა, რომ ტრეიც აღნიშნული ავტოავარიის მონაწილე იყო, რის შემდეგაც სამედიცინო შემოწმებაზე გააგზავნეს.
მაქდენიელსმა მოგვიანებით თავისი დაზიანებული მანქანის სურათები ინტერნეტში გაავრცელა. მალევე კი ეს ამბავი Toyota-მდეც მივიდა, რომელმაც ექიმს განადგურებული ავტომობილი ახალი ავტომობილით ჩაუნაცვლა.
ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც Toyota გმირ მძღოლებს დახმარებას სთავაზობს. 2018 წელს ავტომწარმოებელმა მედდას, რომელსაც, საკუთარი ავტომობილით, ხალხის ევაკუაციისას პირადი საკუთრება დაუზიანდა, ახალთახალი Tundra გადასცა.