Aa Aa
25 მარტი 2020  |  18:52

2020 BMW M340i „აუდის“ Nardo Gray საღებავით

ყველაზე მძლავრი და ძვირიანი მე-3 სერიის M340i ვარიანტი წლევანდელი სამოდელო რიგის სათავეში დგას. ამ პოზიციას ცოტახანი კიდევ შეინარჩუნებს, სანამ წელს მოგვიანებით ნამდვილი M3 არ გამოვა. ვებ-გვერდის კონფიგურატორში ძალიან დიდი არჩევნის წინაშე დადგებით, მაგრამ ყველაზე საინტერესო Audi RS სერიის ინდივიდუალური Nardo Grey ფერის არჩევის შესაძლებლობაა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ნარდოს ნაცრისფერის“ მსგავსი ტონალობის მქონე M340i-ზე ვისაუბრებთ, რომელიც კარბონის სახურავით, დიფუზორითა და M Perfomance-ის რამდენიმე დეტალით არის აღჭურვილი.

ახალი შეფერილობის M340i პირველად ბრიტანეთის ერთ-ერთ სადილეროში შეამჩნიეს. მისი ფასი 60 000 ფუნტის ფარგლებში მერყეობდა, რომლიდან £4 500 მხოლოდ საღებავის ღირებულება იყო.

BMW-ს ახალი ფერის არჩევის შემთხვევაში მე-3 სერიის შეკვეთის დროს კიდევ 6-8 კვირა დაემატება, რადგან ამ ფერის მიღების ტექნოლოგიით ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქარხანაა აღჭურვილი. შესაბამისად ამ ეტაპზე ეს ფერი მხოლოდ მე-3 სერიის ავტომობილებისთვისაა ხელმისაწვდომი.

უცნაური ფერის გარდა, M340i M Perfomance-ის ნაწილებითაა აღჭურვილი, როგორებიცაა უფრო დიდი მუხრუჭები და უკანა დიფუზორი. Merino Red ტყავის სალონი ავტომობილის ექსტერიერთან სასიამოვნო კონტრასტს ქმნის.

ამერიკული ბაზრისგან განსხვავებით, ევროპაში M340i-ის ფურგონის ვერსიაც ხელმისაწვდომი იქნება, ასევე, როგორც დიზელზე მომუშავე M340d. საკმაოდ მძლავრი ძრავის და ბევრი მაბრუნი მომენტის მქონე ფურგონი ოჯახის წევრებთან შორ მანძილებზე მგზავრობისთვის იდეალური იქნება.

გაზიარება: