ცეცხლმოკიდებულ Mitsubishi Outlander-ს თოვლი დააყარეს
ალბათ, ჯერ ძრავის ხუფი უნდა გაეხსნათ.
ზოგჯერ გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება. ზოგჯერ კი პრობლემა იმ საშუალებით უნდა მოაგვარო, რაც გაქვს. ახლა რუსეთს ბევრი თოვლი აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ძრავას მცირე ხანძარი გაუჩნდება იმპროვიზაციის შესაძლებლობა არსებობს.
ვიდეოს აღწერის მიხედვით, ეს ყველაფერი ოსინიკიში, რუსეთში მოხდა. ავტომობილის სახელწოდება დასახელებული არ არის, მაგრამ მისი იდენტიფიცირება მარტივია. კადრებში ასევე ისიც ჩანს, რომ Outlander-ი ქალაქის საკმაოდ გადატვირთულ ადგილას იწვის. ხანძრის გაჩენის მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა, კარგად ჩანს, რომ ძრავას განყოფილება კვამლშია გახვეული. ცეცხლის ჩასაქრობად ცეცხლმაქრებს იყენებენ, მაგრამ უშედეგოდ.
მალევე ვიდეოში ტრაქტორი გამოჩნდა, რომლის ჩამჩაც თოვლით იყო სავსე. სავარაუდოდ ის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოებს ასრულებდა. სახანძრო ბრიგადის გამოჩენამდე კი ავტომობილის წინა ნაწილში, ხანძრის ჩასაქრობად, თოვლის დაყრა გადაწყვიტა. კადრებში ჩანს, რომ SUV-ის წინა ნაწილი წონისგან დავარდა. გადარჩა მსოფლიო? არა მგონია...
ძრავის ხუფზე დაყრილი თოვლი ბამპერთან ჩამოიყარა და იმ ადგილას, სადაც ალი ამოდიოდა შეუვსებელი დარჩა. ცეცხლმოკიდებული ავტომობილის ხუფის გახსნა, არც მარტივი საქმეა და არც რეკომენდებული. თუმცა, უბრალოდ თოვლის დიდი მასის დაყრაც არ იყო საუკეთესო გამოსავალი. ვიდეოში ასევე ჩანს, თუ როგორ ანაწილებენ თოვლს ნიჩბებით ადამიანები.
ამ იდეამ შემაჩერებელი ფანჯრის ეფექტი იქონია იქამდე, სანამ მეხანძრეები გამოჩნდებოდნენ. ისინი 7 წუთში მოვიდნენ. თოვლის დიდი მასის გამო ხუფის გახსნა ვერ შეძლეს, მაგრამ Mitsubishi-ს უკვე სული ჰქონდა დალეული. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა და საგა ცუდი ამბის გარეშე დასრულდა.