Aa
Aa

ნახეთ, რა ემართება ზეთს ძრავაში

ეს ვიდეო ზეთის მოქმედების პრინციპს ხსნის.

როდისმე გიფიქრიათ, რა ხდება თქვენი ავტომობილის ზეთის რეზერვუარში? ამ კითხვაზე პასუხს ვიდეოში ნახავთ. ეს ვიდეო Garage 54 YouTube-ის არხმა გადაიღო.

საინტერესოა იმის ნახვა, რა მოსდის ზეთს, როცა ძრავა ჩართულია. რა თქმა უნდა, რეზერვუარი, როგორც წესი, მყარია, იმისთვის, რომ ავტომობილით გადაადგილებისას გზაზე არსებულ ყველა დაბრკოლებას გაუძლოს. პლასტმასა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

ამან Garage 54-ს ექსპერიმენტის ჩატარებაზე უარი ვერ ათქმევინა. მათ სხვადასხვა სისქის პლასტმასი სცადეს, სანამ შესაფერის ვარიანტს არ მიაგნეს. ფოლადის რეზერვუარი პლასტმასით ჩაანაცვლეს.  

Lada-ში ზეთის ჩასხმის შემდეგ ძრავა აამუშავეს. ვიდეოში დეტალურად ჩანს, როგორ ჩადის ავზში ზეთი. გამანაწილებელი მექანიზმი ძრავს ზეთს ასხამს. ამ ყველაფრის ნახვა კი ძალიან საინტერესოა.

რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში ნანახის გამეორება რეკომენდებული არ არის. უბრალოდ უყურეთ ვიდეოს და ნახეთ, რა პრინციპით მუშაობს ზეთის ჩასხმა ავტომობილში.

 

მსგავსი სიახლეები