ეს 4-კარიანი C3 Corvette ყიდვამდე არ უნდა დაქოქოთ
ერთადერთი მინუსი, რაც Porsche 911-ს Chevy Corvette-ის ყიდვას ამჯობინებდით, Corvette-ის უკანა რიგის არარსებობა იქნებოდა. ამ მიზეზის გამო, ავტომობილში ერთზე მეტ ადამიანს ვერ ჩაისვამდით, რაც შეზღუდულს გხდიდათ. თუმცა, ახლა მოდელის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. აშშ-ში, კერძოდ ნევადაში, ვიღაც საკუთარი ძალებით გადაკეთებულ 4-ადგილიან Corvette-ს ყიდის, რომელიც საოჯახო მიზნებისთვისაა შექმნილი.
განცხადება Facebook Marketplace-ზეა ატვირთული. აშკარაა, რომ Corvette-ის ეს სედანი 1990 წელს გამოშვებული, ორი C3-ისგანაა აწყობილი. წინა ნაწილში არსებული ავტომობილი მძღოლის და მგზავნის სავარძელთან უკანაა გადაჭრილი, ხოლო უკანა ნაწილში განთავსებული ავტომობილი - სავარძლების წინ.
უსუფთაო გადასაკრავი, ჰაერშეპარული შუშების დასაბური ლენტი და უკანა ფრთები მიუთითებს, რომ ავტომობილი კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. მფლობელი ამტკიცებს, რომ V8 ძალოვან აგრეგატსა და ავტომატურ ტრანსმისიას 2 500 კმ-მდე აქვს დაფარული და იდეალურად მუშაობს. ახალი საბურავების დაყენების შემთხვევაში, ის სახლამდეც მიიყვანს ახალ მფლობელს.
ეს სიამოვნება კი 12 900 დოლარი დაგიჯდებათ. ფასი დაბალგარბენინანი C3-ისთვის გაბერილი არ გახლავთ. ამასთან ერთად, თუ მის ექსკლუზიურობასაც გავითვალისწინებთ ეს ავტომობილი მეტიც ღირს. საინტერესო იქნება მისი რესტავრაციისა და გამართვის შემდეგ მიღებული შედეგიც. მსოფლიოში ერთადერთ 4-ადგილიან C3-ს, კარგი დამუშავების შემდგომ, ბევრი დოლარის მოტანა შეუძლია.