შვედების სიამაყე: 2016 Volvo S80
2016 წლის Volvo S80 საშუალო ზომის ელიტარული სედანების რიგში შედის. მას შესაძლო 10-ქულიანი შეფასებიდან 7.5 აქვს, რაც არც თუ ისე დაბალი მაჩვენებელია. მოდით, რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხით დავადგინოთ იმსახურებს თუ არა ეს ავტომობილი ამ შეფასებას.
რამდენად გამოდგება ყოველდღიური მოხმარებისთვის?
Volvo S80 ყოველდღიურობისთვის საჭირო ფუნქციებს კარგად ასრულებს. მგზავრებისთვის დიდი ადგილი აქვს. სალონში ხმაური არ შემოდის. სავარძლებიც მოსახერხებელია. S80 საწვავს საკმაოდ ეკონომიურად მოიხმარს და უსაფრთხოების ბევრ ფუნქციასაც გვთავაზობს.
რომელი წლის Volvo S80 არის საუკეთესო?
2016 წლის S80 ამ სერიის ბოლო მოდელია. ეს თაობა 2007 წლიდან მოდის. მას შემდეგ „ვოლვომ“ ამ მოდელში მხოლოდ მცირე ცვლილებები შეიტანა. ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებები 2012 და 2015 წლის მოდელებში იყო. 2012 წელს დაემატა ახალი უსაფრთხოების და ნავიგაციის სისტემები. 2015 წელს გამოჩნდა Drive-E 4-ცილინდრიანი ძრავები. 2016 წლიდან ეს მოდელები მხოლოდ ამ ძრავით არის ხელმისაწვდომი. ყველა წლის მოდელს თავისი დადებითი მხარეები აქვს. მაგრამ 2012 წლის შედარებით იაფია და თუ დაბალი ბიუჯეტი გაქვთ ოპტიმალური არჩევანია.
როგორ დადის 2016 Volvo S80?
2016 წლის Volvo S80-ს ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ამ მოდელისთვის სტანდარტულია. უახლესი თაობის Drive-E ძრავა ავტომობილს 100კმ/სთ-ამდე 7 წამში აჩქარებს. ავტომობილი აღმართებს და დაღმართებს კარგად უმკლავდება. მოხვევის დროს უსაფრთხოა, თუმცა არც თუ ისე ათლეტური.
რამდენ საწვავს მოიხმარს 2016 Volvo S80?
S80 ქალაქში 100კმ-ზე 9.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე კი 6.3 ლიტრს, რაც საშუალო ზომის სედანისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
რამდენად უსაფრთხოა S80?
ყველა 2016 წლის S80 სედანს წინა და უკანა პარკირების სენსორი აქვს. ისევე როგორც ქალაქის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც საფრთხის თავიდან ასარიდებლად ავტომატურად ამუხრუჭებს (50კმ/სთ სიჩქარეზე ან ნაკლებზე). ამ მოდელს ასევე აქვს უკანახედვის კამერა, ადაპტირებადი ფარები, უხილავი წერტილის მონიტორინგი და შეჯახების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა, ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სიტემა, კრუიზ კონტროლი.
როგორია 2016 Volvo S80 კონკურენტების წინააღმდეგ?
რომელი ჯობია: 2016 Volvo S80 თუ 2016 Volvo S60?
ორივე ავტომობილი საწვავს ეკონომიურად მოიხმარს. სავარძლებიც ორივეს რბილი აქვს და ორივე გლუვად დადის. უსაფრთხოების ფუნქციებიც კარგი აქვს და რეიტინგებიც მაღალი. სამწუხაროდ, სხვა ყველა დანარჩენში S60 ჯაბნის S80-ს. S60 ხელმისაწვდომია 4x4 ამძრავით. უკანა სავარძლები უფრო ტევადია. პარალელური პარკირების დამხმარე სისტემას გვთავაზობს. S60 4, 5 და 6-ცილინდრიანი ძრავებით ხელმისაწვდომია. ის უბრალოდ უკეთესი „ვოლვოა“.
Volvo S60
2016 Volvo S80 თუ 2016 Audi A6?
S80 2016 წლის Audi A6-ს ორ ასპექტში ჯობნის. უფრო გლუვად დადის და შედარებით იაფი ღირს. თავისი V6 და V8 ძრავებით, „აუდის“ უფრო სპორტული მართვა სჭირდება. უფრო ტევადი ინტერიერი და შედარებით მარტივი საინფორმაციო-გასართობი სისტემაც აქვს. ორივე ავტომობილს შესანიშნავი უსაფრთხოების ფუნქციები აქვს, მაგრამ A6 ბევრად უკეთესი სედანია, ვიდრე S80.
Audi A6
რამდენ ადამიანს იტევს 2016 წლის S80?
2016 Volvo S80-ს სავარძლები 5 მგზავრისთვის აქვს. წინა სავარძლები განსაკუთრებულად კომფორტულია. უკანა სავარძლებიც რბილია, მაგრამ არც თუ ისე ტევადი, როგორც სხვა საშუალო ზომის სედანებში. ტყავის საფარი და წინა სავარძლების გათბობა სტანდარტულია. უკანა სავარძლების გამათმობელიანი მოდელებიც ხელმისაწვდომია.
რა განზომილებები აქვს 2016 წლის Volvo S80-ს?
S80-ის საბარგული 4.2მ³ მოცულობისაა. უკანა დაკეცვადი სავარძლები საშუალებას გვაძლევს საბარგულში უფრო გრძელი ნივთებიც მოვათავსოთ. Volvo S80 4.84 სიგრძისაა და 1687კილოგრამს იწონის.
დასკვნა
ამგვარად, თუ საშუალო ზომის სედანის შეძენა გსურთ 2016 წლის Volvo S80 ნამდვილად იმსახურებს თქვენს სიაში ყოფნას. განსაკუთრებით მაშინ, თუ საწვავის ეკონომია თქვენთვის მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კლასში უკეთესი არჩევანიც არსებობს. მაგალითად, 2016 წლის Lexus ES ან იმავე წლის Hyundai Genesis, თუმცა არჩევანი ისეთივე ინდივიდუალური უნდა იყოს, როგორიც თვითონ „ვოლვოა“.