Porsche-მ თავის ლეგენდარულ მოდელებს დაბადების დღე გადაუხადა
918 Spyder Concept-ი, 993-სერიის 911 Turbo და 718 RS 60 - ამ თვეში ეს სამი ლეგენდარული ავტომობილი იუბილარია.
მარტი „პორშესთვის“ და მისი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული თვეა. მიუხედავად იმისა, რომ წელს ჟენევის ავტოშოუ გაუქმდა, მსოფლიომ რამდენიმე ახალი მოდელი მაინც იხილა.
10 წლის წინ 918 Spyder Concept -ი მსოფლიოს მოევლინა. 25 წლის წინ კი 993-სერიის 911 Turbo-ს დებიუტი შედგა - უკანასკნელი ჰაერით გაგრილებადი მოდელი შტუტგარტიდან.
ამ ორი ლეგენდარული ავტომობილის იუბილე მარტშია. თუმცა, არსებობს მესამე მანქანაც, რომელიც მათთან საერთო დაბადების თვეს იზიარებს. 60 წლის წინ 718 RS 60 სარბოლო ავტომობილის დებიუტი შედგა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მალევე მოიპოვა. ასე რომ, ამ თვეში ავტომობილებმა ალუმინის, ვერცხლის და ბრილიანტის დაბადების დღე იზეიმეს.
სტატიის ვიდეო სწორედ ამ წვეულებას ეძღვნება. „პორშეს“ მუზეუმმა ამ სამ ლეგენდარულ მანქანას დაბადების დღე ამ ფორმით მიულოცა. ეს ვიდეო კულისებში ფოტოსესიის დროსაა გადაღებული. მსოფლიო ალბათ მალე საოცარ ფოტოებს იხილავს.
ჩვენ ვერ ვისაუბრებთ 2020 წლის მარტის იუბილეზე, თუ არ გავიხსენეთ, რომ 2030 წელს „პორშეს“ კიდევ ერთი წვეულების გადახდა მოუწევს. მარტის დასაწყისში კომპანიამ ახალი 911 Turbo S წარადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2030 წელს წვეულება უფრო დიდი იქნება და ამ სამ მანქანას, მეოთხეც შეუერთდება.