ორიგინალი TVR Griffith Prototype აუქციონზე გაიყიდება
Aa
Aa

ორიგინალი TVR Griffith Prototype აუქციონზე გაიყიდება

მანქანა, რომელმაც AC Cobra-სთვის წინააღმდეგობის გაწევა გაბედა.

1960-იან წლებში ჯეკ გრიფიტმა სახელი გაითქვა, როგორც ადამიანმა, რომელმაც კეროლ შელბის გამოწვევა შეძლო. მართალია, ეს სარბოლო სფეროს არ ეხება, მაგრამ Shelby სხვა სწრაფი მანქანების წარმოებაშიც წარმატებული იყო. სწორედ ამ დროს, გრიფიტმა Griffith 200 შექმნა.    

TVR Griffith 200-მა,  TVR Griffith roadster-ის წინაპარმა, შესაძლოა თავიდან რთულად დაიწყო, მაგრამ Griffith-მა მიზანს საბოლოოდ მაინც მიაღწია. ეს კონკრეტული მანქანა მესამეა რომელიც RM Sotheby-ს აუქციონზე 200/5/002-ნომრიანი შასით გაიყიდება.  

ჯეკი TVR -თან Cobra-killer-ზე მუშაობისას თანამშრომლობდა. ბაზად TVR Grantura აიღეს. „ფორდის“ V8 ძრავა გამოიყენეს. მოგვიანებით,  Griffith 200-ს 4.7-ლიტრიანი V8 ძრავა ჰქონდა. თუმცა, ეს კონკრეტული მანქანა ერთადერთი ეგზემპლარია, რომელსაც 4.26-ლიტრიანი V8 აქვს.

ამ მანქანის მეორე მფლობელი მას 1968 წლიდან 50 წელს ინახავდა. ამ მანქანამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ავტოფარეხში გაატარა. თუმცა, სასიარულოდ კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ამ ისტორიული მანქანის ყოველდღიურად სასიარულოდ გაფუჭება არავის ენდომება.  

წლების განმავლობაში მანქანამ ცვლილებები მხოლოდ ესთეტიკის მიმართულებით განიცადა. ხის რგოლიანი საჭე ისევ ორიგინალია. უკანა სავარძლების საფარი კი აღდგენილია.

კაპოტის ქვეშ რამდენიმე ცვლილებაა. მაგალითად, ჰაერის შემწოვები Edelbrock Streetmaster -ისაა. რადიატორის ვენტილატორი განახლებულია. „იაგუარის“ დიფერენციალი და ალუმინის საწვავის ავზი აქვს.

სილ მალე კი ავტოინდუსტრიის ისტორიის ამ მნიშვნელოვან ნაწილს ახალი მფლობელი ეყოლება.

მსგავსი სიახლეები