უიშვიათესი Ford GT MK II აუქციონზე გადის
Aa
Aa

უიშვიათესი Ford GT MK II აუქციონზე გადის

Ford GT-ს უფრო მსუბუქი, უფრო მძლავრი ტრეკის ვერსია 2019 წელს გასაჯაროვდა.

Mecum-ის აუქციონზე 1966 წლელს გამოშვებული, კენ მაილსის Ford GT40-ის დიზაინის Ford-ი გამოჩნდება. ის Le Mans-ის გამარჯვებული ავტომობილის შთაგონებითაა შექმნილი და მსურველები მისთვის ბრძოლას მალე შეძლებენ.

GT Mk II საწარმოო GT მოდელის სარბოლო ვერსიაა, რომელიც რეგულაციებისგან დამოუკიდებლად შეიქმნა. ძრავა ახლა უფრო მეტ სიმძლავრეს - 700 ცხენის ძალას - გამოიმუშავებს და მიწაზე დასაკრობად უამრავი დანამატები აქვს.

გარდა ამისა, შემცირებულია წონაც. მაგალითად, სიმაღლის მარეგულირებელი სისტემა და მართვის რეჟიმის სამართავი ამოღებულია, რითაც 90 კილოგრამი დაიზოგა.

სარბოლო დანამატები Brembo-ს კარბონ-კერამიკურ როტორებს, ხუთნაირად რეგულირებად Multimatic MSSV-ის ამორტიზატორებს, MoTec-ის საინფორმაციო საზომს, უკანა ხედვის კამერასა და Sparco-ს სპორტულ სავარძლებს მოიცავს. ამ კონკრეტულ GT MKII-ს მხოლოდ 24კმ აქვს გავლილი.

ავტომობილი Mecum-ის აუქციონზე ინდიანაპოლისში, 14-22 მაისს გავა. სავარაუდო ფასი მოცემული არ არის. მიუხედავად ამისა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ავტომობილი 1.2 მილიონ დოლარზე ძვირად გაიყიდება.

მსგავსი სიახლეები