პოლონეთის ყველაზე ცუდი მძღოლი თეორიულ ტესტში 192-ედ ჩაიჭრა
Aa
Aa

პოლონეთის ყველაზე ცუდი მძღოლი თეორიულ ტესტში 192-ედ ჩაიჭრა

50 წლის პოლონელი კაცი მართვის მოწმობის თოერიულ ტესტში, 17 წლის განმავლობაში, 192-ჯერ ჩაიჭრა. ეს ქვეყნის მასშტაბით რეკორდული რაოდენობაა.

იმისათვის, რომ პოლონეთში მართვის მოწმობა მოიპოვოთ, პირველ ეტაპზე თეორიული გამოცდის ჩაბარებაა საჭირო. მისი ჩაბარების გარეშე კი პრაქტიკულ გამოცდაზე არ დაიშვებით. გამოცდაზე გასვლის ზღვარი დაწესებული არ არის. აღნიშნულ ტესტს მართვის მოწმობის მსურველთა 50-60% აბარებს. პრაქტიკულ გამოცდაზე კი წარმატებას 40% აღწევს.

სტატიის მთავარმა გმირმა მომზადება თითქმის ორი ათწლეულის წინ დაიწყო. ადგილობრივი საინფორმაციოს მიხედვით, მას უკვე გამოცდაზე გასასვლელად 1 300€-მდე აქვს დახარჯული.

თეორიულ ტესტს პოლონეთში საშუალოდ მეორე ან მესამე ცდაზე აბარებენ. მეორე ყველაზე ცუდმა მძღოლმა კი გამოცდაზე გასვლა 40-ჯერ სცადა. ამის შემდეგ კი საზოგადოების გარკვეული ნაწილი რეგულაციებზე ალაპარაკდა. მათი აზრით, მომავალ მძღოლდ 20 ანდ 30 ცდის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს.

„ის ვინც წესებს ვერ იმახსოვრებს, საჭესთან არაფერი ესაქმება. ასე საფრთხე მასაც ექმნება და სხვა დანარჩენებსაც“ - განაცხადა მართვის ინსტრუქტორმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რეკორდი, ჩაჭრილ გამოცდებში, სამხრეთ კორეელ ქალბატონს ეკუთვნის. ის მართვის მოწმობისს გამოცდაში 950-ჯერ ჩაიჭრა.

მსგავსი სიახლეები