BMW შიგაწვის ძრავების წარმოების შეჩერებას არ აპირებს
Audi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკუს დუსმანმა განაცხადა, რომ Audi ახალი შიგაწვის ძრავების შემუშავებით აღარ დაკავდება. კომპანია მის ხელთ არსებულ ძრავებს მოდიფიცირებას, საჭირო დროს ჩაუტარებს. მოდიფიცირება კი მკვეთრად შეეხება დაბინძურების რეგულაციებთან თანხვედრაში მოსვლას. მსგავსი სტრატეგია სხვა ბრენდებსაც აქვთ. მათ სხვადასხვა განცხადება სრულად ელექტრო მომავლის მასტიმულირებლად გააკეთეს. ამ სიაში ერთი სახელი არ წერია - BMW.
CNBC-ის მიხედვით, BMW შიგაწვის ძრავების წარმოების შეწყვეტას უახლოეს მომავალში არ აპირებს. BMW-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კი განაცხადა, რომ ისინი, უახლოეს წლებში, შიგაწვის ძრავიან ავტომობილებზე მოთხოვნის მატებას ელიან.
ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ BMW ელექტროფიკაციის მიმართულებით დიდ ნაბიჯებს არ დგამს. გუშინ კომპანიამ 530-ცხენისძალიანი ელექტრო ავტომობილის, i4-ის პრეზენტაცია გამართა. თუმცა, მწარმოებელი ამ მოედანზე სრული დატვირთვით შესვლას არ გეგმავს. ბრენდის მიმდინარე შემადგენლობაში უფრო მეტ „ფლაგ ინ“ ჰიბრიდს ვხედავთ, ვიდრე EV-ის. მათი გაყიდვების უმრავლესობა კი შიგაწვის ძრავის მქონე მოდელებია. ახლა ჰიბრიდული სისტემის შიგაწვის ძრავიან ავტომობილებში ინტეგრირების ტენდენციაა, მაგრამ BMW-ს ფლაგმანები ცხოველური 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავებითა და მძლავრი V8-ითაა წარმოებული. მეშვიდე სერიაში კი V12-საც გადავაწყდებით. საბოლოოდ, მათთან განშორება მაინც მოგვიწევს. კარგი ამბავი კი ისაა, რომ მათ გადაშენებამდე მინიმუმ ერთი თაობა მაინც არის დარჩენილი.