რჩევები მათთვის, ვისაც ავტომობილით ოთხფეხა მეგობრებთან ერთად სეირნობა უყვართ
Aa
Aa

რჩევები მათთვის, ვისაც ავტომობილით ოთხფეხა მეგობრებთან ერთად სეირნობა უყვართ

ბევრ ადამიანს უყვარს თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად ავტომობილით გასეირნება, თუმცა ეს ადამიანისთვისაც და ცხოველისთვისაც საფრთხის შემცველია. არსებობს ზოგადი წესები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი შინაური ცხოველები უსაფრთხოდ იყვნენ. მაგალითად, არასდროს დასვათ ცხოველი წინა სავარძელზე. საჰაერო ბალიშის გახსნამ შესაძლოა მისი დაღუპვა გამოიწვიოს. არც საბარგულში ჩასვათ. ცხოველები მგზავრობისას დიდ ყურადღებას საჭიროებენ.

კარგი იქნება თუ კატას სპეციალური გალიის მსგავს გადამყვანში ჩასვამთ. ამ გადამყვანში აუცილებლად უნდა იყოს საკმარისი ადგილი საჭმლისთვის და წყლისთვის. ზედმეტად დიდი ადგილის ქონაც არ არის რეკომენდირებული.

ძაღლების გადასაყვანად უსაფრთხოების მტკიცე ღვედებია საჭირო. არსებობს სპეციალური ღვედები, რომლებიც მანქანაში ადვილად მაგრდება. ისინი საუკეთესოა საშუალო ზომის ძაღლებისთვის. ღვედი გადაჭიმული უნდა იყოს მკერდზე, ზურგსა და მხრებზე.

დიდი ზომის ძაღლის შემთხვევაში სავარძლებს შორის ბარიერები კარგი ვარიანტია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ავარიის შემთხვევაში თქვენს ოთხფეხა მეგობარს ისინი ვერ დაიცავს.

შედარებით პატარა ზომის ძაღლები ყუთში თავს კომფორტულად გრძნობენ, სადაც საბანი და თავისი საღეჭი სათამაშო აქვთ.

რჩევები, თუ როგორ უნდა ვამოგზაუროთ ცხოველი უსაფრთხოდ:

1. წყალი და სუფთა ჰაერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ძაღლების და კატების ორგანიზმი ავტომობილში სწრაფად ხურდება. სიგრილეშიც კი შესაძლოა ავტომობილის ინტერიერში ძალიან დაცხეს. სუფთა წყალი და მგზავრობის დროს შეჩერებები აუცილებელია.

2. ავტომობილით გადაადგილებისას კარგი იქნება თუ თქვენს ცხოველს ნაცნობ გარემოს შეუქმნით. თან წაიღეთ ცხოველის საწოლი, მისი საჭმლის და წყლის ჯამები, საყელო, თოკი და პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები.

3. ავტომობილი ყოველთვის ჩრდილში გააჩერეთ. თქვენი შინაური ცხოველი არასდროს დატოვოთ მანქანაში მარტო. თუ მოგშივდათ, ისეთი საკვები დაწესებულება იპოვეთ, საიდანაც საკვების წამოღებას მანქანიდან გადმოუსვლელად შეძლებთ. ან ყოველთვის გყავდეთ ვინმე თან, ვინც თქვენს მაგივრად იზრუნებს საჭმელზე.

4. წინასწარ დაგეგმეთ, სად გაჩერდებით. იმის შესახებ, თუ სად იგრძნობს თქვენი ოთხფეხა მეგობარი კარგად თავს, ინფორმაციას სოციალური ქსელების სხვადასხვა ჯგუფში ადვილად იპოვით. 

5. მოგზაურობამ შესაძლოა თქვენი ცხოველის კუჭზე უარყოფითად იმოქმედოს. თან იქონიეთ ყინულის კუბები. მათი ტარება გაცილებით ადვილია, ვიდრე დიდი რაოდენობით წყლის. თქვენი შინაური ცხოველი მსუბუქად გამოკვებეთ.

6. რამდენად საყვარლადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, თქვენს ცხოველს ფანჯრიდან თავი არასდროს გააყოფინოთ. ამან შეიძლება მათ ზიანი მიაყენოს. შესაძლოა მანქანიდან ასხლეტილი ქვა მოხვდეთ ან უბრალოდ გაცივდნენ.

7. ავარიის ან ტექნიკური გაუმართაობის შედეგად გაჩერების შემთხვევაში არასდროს გადმოიყვანოთ ცხოველი ავტომობილიდან. მას შეიძლება შეეშინდეს და გაიქცეს.

არ

8. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ცხოველის იდენტიფიკაცია გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაა საჭირო. გაუკეთეთ ცხოველს ყელსაბამი, რომელზეც მისი სახელი, ან თქვენი ტელეფონის ნომერი ეწერება. დაკარგვის შემთვევაში ეს ინფორმაცია თქვენთვის და მპოვნელისთვის ძალიან გამოსადეგია.

იმედია, ეს რჩევები გაგიადვილებთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად გადაადგილებას და თქვენი მოგზაურობაც მეტ სასიამოვნო მოგონებასთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე თქვენი შინაური ცხოველის უსაფრთხოებაზე ნერვიულობასთან. 

მსგავსი სიახლეები